საზოგადოება საქართველოს მოსახლეობა წლების მიხედვით(1800-2024) 7 თებერვალი, 15:25 ![]() საქსტატში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207). უწყების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოეთში არც თუ მცირე რაოდენობა მოსახლეობის არალეგალურად არის დასაქმებული, ფაქტობრივი მოსახლე კიდევ უფრო ნაკლები იქნება. თამარ მეფის დროს სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი იყო(თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ შესაძლოა 8 მილიონიც ყოფილიყო). "ოქროს ხანის" შემდეგ, მონღოლების, თურქ-სელჩუკების, სპარსელების თუ სხვათა შემოსევის შედეგად საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა, XVIII საუკუნისთვის აღმოსავლეთ საქართველო ირანის მიერ ხელდებული, ხოლო დასავლეთი საქართველო ოსმალეთთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო, მათმა მუდმივმა შემოსევებმა, ამასთან ერთად გამუდმებულმა ლეკიანობამ აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებით მთავრდებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში თავადებს რჩეული გოგო-ბიჭების გაყიდვა სტამბულის ბაზარზე ბიზნესად რომ ჰქონდათ ქცეული, ამან ყველაფერმა ფაქტობრივად გადაშენების პირას მიგვიყვანა. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. XVIII საუკუნის ბოლოს თბილისის მოსახლეობა მხოლოდ 20 000 კაცი იყო, აქედან ქართველი მხოლოდ 30% იყო. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 784 700 იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45, 6%, ხოლო დასავლეთზე – 54, 4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1289200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1919400 ადამიანი, 1914 წელს კი 2600400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3, 4-ჯერ გაიზარდა. პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3365000 ადამიანს, აქედან 2349000 ადამიანი იყო ქართველი. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და პირველი რესპუბლიკის წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002, 2014 და 2024 წლებში. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა წლების მიხედვით. აღწერის წელი -მოსახლეობა.. 1800 -784 700 1832 -892 100 1865 -1 289 200 1886- 1 641 900 1897- 1 919 400 1926 -2 677 233 1939- 3 540 023 1959 -4 044 045 1970 -4 993 182 1979- 5 014 800 1989 -5 400 841 2002- 4 371 535 2014 -3 787 000 2020- 3 716 900 2024-3 694 600 368 5-ს მოსწონს 1-ს არა
|