საბუნებისმეტყველო გამოიცანით რა ცხოველია ეს 2012, 26 ოქტომბერი, 23:21 ამ პატარას ბო ჰქვია. პირველ ჯერზე თქვენ ვერ გამოიცნობთ რომელი ცხოველის ნაშერია, პრინციპში ვერც მეორე ჯერზე. ძალიან უცნაური ცხოველია, მითუმეტეს ამ ასაკში. მაშ ასე, თქვენი აზრით რა ცხოველია ეს?სინამდვილეში ეს ექიდნაა და მას ბო ჰქვია (Beau). ის ავსტრალიურ ზოოპარკ Taronga Zoo-ში ცხოვრობს, მაგრამ იქ არ დაბადებულა. პატარა ტყეში ერთ-ერთ ბილიკზე იპოვეს, სავარაუდოდ ის დედის ჩანთიდან ამოვარდა. ექიდნას სხეულის მაქსიმალური ზომა 30 სმ-ს აღწევს. მას მოკლე, ძლიერი, გრძელი ბრჭყალებით აღჭურვილი კიდურები აქვს, რის ხარჯზეც საკმაოდ კარგად თხრის. ექიდნას არ აქვს კბილები. რაციონის ძირითად ელემენტებს ტერმიტები და ჭიანჭველები წარმოადგენენ, რომელთაც ექიდნა გრძელი ენით იჭერს. დედალი ექიდნა დებს კვერცხს რბილი ნაჭუჭით და თავის ჩანთაში ათავსებს. 10 დღის შემდეგ გამოიჩკება პატარა, რომელიც რძით იკვებება. დედის ჩანთაში პატარა 40-45 დღის განმავლობაში რჩება, სანამ მას ეკლები არ გაეზრდება. ასე გამოიყურება ზრდასრული ექიდნა. 954 9-ს მოსწონს 1-ს არა
|