x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ახლა გავიგებთ, ჩვენი მდიდარი ენჯეო სექტორი იმ ღირებულებებისადმი იყვნენ ერთგულნი თუ მხოლოდ მილიონების?"-თამარ ჩიბურდანიძე

image

"არ იქნება USAID, იქნება სხვა ფონდი, რომელიც ახალი პოლიტიკით გასცემს გრანტებს. არავის გაუკვირდეს, თუკი გიგაური და მისნაირები ახლა ტრადიციების დამცველებად მოგვევლინონ‼️
image

ახლა გავიგებთ, ჩვენი მდიდარი ენჯეო სექტორი იმ ღირებულებებისადმი იყვნენ ერთგულნი თუ მხოლოდ მილიონების? დავინახავთ, მარტო დატოვებენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს თუ კვლავ იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად შიშველი ხელებით, მხოლოდ იდეის დონეზე? ბუნებრივია, ისინი ლიბერალები არიან და საერთო ღირებულებები აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ფინანსური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის‼️
image
არ გაოცდეთ, თუკი დაინახავთ, რომ ხმალამოწვდილებმა “დაიცვან” ეკლესია, რწმენა, ოჯახური ღირებულებები და თქვენ წარმოიდგინეთ, ქალსა და კაცს შორის უფლის მიერ დაწესებული ურთიერთდამოკიდებულებაც კი. რას იზამ, როცა მიჩვეული ხარ განცხრომით ცხოვრებას, აზრი აღარ აქვს ვის უფლებებს იცავ, მთავარია ფული აიღო, მაგრამ ვინღა დაუჯერებს მათ? ეროვნულად მოაზროვნე ხალხისთვის ისედაც მიუღებელნი იყვნენ და ახლა საკუთარი “მრევლიც” შემოეხსნებათ‼️
image
“დემოკრატიის მცველების” ხმა დიდი ხანია აღარ გვსმენია ისე რიხიანად და ალბათ ახლა “ახალი დემოკრატიის” დაცვისთვის ემზადებიან. ეს ის ახალი დემოკრატიაა, რომელსაც ჩვენ წარსულშიც ვიცავდით და რისთვისაც ისინი “ქართულ კოშმარს” გვიწოდებდნენ. იმედია, ქართველი ლიბერალების პატრონები ამერიკის სენატში ტექსტს თუ არა, რეზოლუციის დასათაურებას მაინც შეცვლიან, რადგან კოშმარი უკვე საკუთარ სახლში აქვთ‼️"-წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0