x
image
Yoona
Mediator image
კარდინალი რიშელიე და კატები: რატომ აღმერთებდა გავლენიანი პოლიტიკოსი ამ ცხოველებს
image



იცოდით, რომ იდუმალი და მკაცრი არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე კატების დიდი მოყვარული იყო, რასაც ადასტურებს მრავალი სურათი? ისინი აქ შევკრიბეთ.



image

რიშელიე და მისი კატები. მხატვარი შარლ ედუარ დელორი, 1868



დღეს მარტივია ნახოთ კატებთან ჩახუტებული ღვთისა და რელიგიის მსახურები, თუმცა დიდი წითელი კარდინალი ცხოვრობდა სრულიად განსხვავებულ დროში, 1585-1642 წლებში. იმ დროს კატების მიმართ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ. ქრისტიანობას კატა არ მოსწონდა და ეჭვობდა, რომ მას ბნელი ეშმაკისეული ძალების წარმომადგენლები იყენებდნენ. ზოგადად, კატას სახლში იტანდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მღრღნელებთან ბრძოლაში ეხმარებოდათ. იმ დროს ოთხფეხა ფუმფულა არსებების წამება და მოკვლა ნორმალურად ითვლებოდა.




image

კატების სიკვდილით დასჯა მე-16 საუკუნეში, ილუსტრაცია წიგნისთვის „კეთილი მეფე ჰენრი“



ასეთი არ იყო წითელი კარდინალი. სახლში ყოველთვის ჰქონდა ამ პატარა ცხოველების მთელი ბუდობა, რაც იწვევდა უამრავ ჭორს, უქმნიდა პოლიტიკურ პრობლემებს, ბადებდა უსარგებლო ინტრიგებს. თავად კარდინალი კატებს თვლიდა შესანიშნავ კომპანიონებად მის არც თუ ისე მარტივ ცხოვრებაში. კატები მის მტკივნეულ სნეულებებს ამსუბუქებდნენ.



ისტორიკოსების თქმით, კარდინალს აწუხებდა ბუასილი, იტანჯებოდა შაკიკით და უკონტროლო ტირილის შეტევებით, განიცდიდა მძიმე მალარიას და დაფარული იყო მტკივნეული წყლულებით. გარდა ამისა, რიშელიე მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა ტუბერკულოზით და გარდაიცვალა იმის შედეგად, რომ დაავადება ფილტვებიდან ძვლებში გავრცელდა.



1642 წლის მაისში კარდინალმა დაიჩივლა:

„ჩემს ხელზე განვითარდა ახალი ანთება და ძველი ჭრილობა, რომლითაც ღმერთმა და ბუნებამ მომნიშნეს, კვლავ გაიხსნა და ჩირქი დიდი რაოდენობით მოედინება. ჩემში არ დარჩა არც მამაცობა, არც ძალა“.



მასთან მოჰყავდათ სხვადასხვა ჯიშის კატები საზღვარგარეთიდან - თურქეთიდან, ინგლისიდან. რიშელიეს ჰყავდა ევროპაში პირველი თურქული ანგორა კატა მიმი პაილონი. კატას ბრიტანეთიდან ფერიმორი ერქვა და ვეფხვს ჰგავდა. კატას პოლონეთიდან ლუდოვიკა ერქვა.



image

კარდინალი რიშელიე კატებთან ერთად. მხატვარი ჟაკ მარი გასტონ ონფრუა დე ბრევილი



რიშელიეს გარდაცვალების შემდეგ დარჩა 12-14 კატა, რომელთა მოვლა-პატრონობისთვის კარდინალმა საკმაოდ დიდი თანხა გამოყო და მათზე ზრუნვა ძალიან ითხოვა, თუმცა უბედური კატები ვერაფერმა გადაარჩინა. მათ ყველაზე სასტიკად მოექცნენ, რაზეც დაწერა არც გვინდა.



სხვათა შორის, კარდინალის ფავორიტი იყო დიდი შავი კატა სახელად ლუციფერი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო მე-17 საუკუნე, კარდინალს აშკარად ჰქონდა შესანიშნავი იუმორის გრძნობა. ასევე ჰყავდა კატები გაზეთა (მის მიერ გამოქვეყნებული La Gazette-ის პატივსაცემად), მირიამი და ლუი სასტიკი (ვირთხების კარგი დამჭერი).



image



რა თქმა უნდა, რეჟისორებს არ გამორჩენიათ კარდინალის იდუმალი გატაცება, ამიტომ ფილმებში მუდმივად ვხვდებით ფრანგული პოლიტიკის გენიოსს, რომელიც გარემოცულია ბეწვიანი არსებებით.



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

10 ამაზრზენი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ

პოლიტიკოსების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები

შვედეთის მეფის უცნაური სიკვდილი - ის ფუნთუშამ მოკლა

პროექტი „ლურჯი ფარშევანგი“ – როგორ შექმნეს ბრიტანელებმა ბირთვული ნაღმი ცოცხალი ქათმების შიგთავსით

რეჯი სპირსის უცნაური ამბავი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ამანათით სხვა კონტინენტზე გააგზავნა (ნაწილი მეორე)


0
131
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
131