x
image
Yoona
Mediator image
იცით, საიდან გაჩნდა რწმენა, რომ სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას და რა კავშირი აქვს ბრიტანელ მფრინავებთან?
ბავშვობიდან გვარწმუნებენ, რომ სტაფილო მხედველობას აუმჯობესებს. მართალია, ვერავინ ხსნიდა მხედველობის ორგანოებზე ძირნაყოფის მოქმედების მექანიზმს. ხშირად ხუმრობდნენ, რომ სათვალიანი კურდღლები არ არსებობს, ანუ სტაფილო მუშაობს. ასაკის მატებასთან ერთად გვესმის, რომ კაროტინი სასარგებლო შეიძლება იყოს მხედველობისთვის, მაგრამ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი აღდგენა შეძლოს. საიდან გაჩნდა ეს მითი?



image



თურმე სტაფილოს ამბავი ნისლიანი ალბიონის მცხოვრებლებმა მოიგონეს. უფრო ზუსტად, ბრიტანელმა სამხედროებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. სტაფილოს ლეგენდა დაკავშირებულია იმდროინდელ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უახლეს გამონაგონთან.



image




სამხედრო ავიაციის შექმნიდან მრავალი ათწლეულის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის მფრინავები და მსროლელები იძულებულნი იყვნენ მხოლოდ საკუთარი გრძნობების იმედად ყოფილიყვნენ. ღამით ფრენისას უპირატესობა ჰქონდა პილოტს, რომელიც პირველი შეამჩნევდა მტრის თვითმფრინავს. ინგლისელმა კონსტრუქტორმა შექმნა საავიაციო რადარი, რომელიც ანალოგი არ აქვს. AI-ს (Airborne Interception Radar) შეეძლო მტრის ბომბდამშენის აღმოჩენა მრავალი მილის დაშორებით, მაშინაც კი, თუ მისი ძრავების ხმაური ჯერ კიდევ არ ისმოდა.



image

პლაკატი, რომელიც მოუწოდებს ჯარისკაცებს სტაფილოს ჭამას



საიდუმლო გამონაგონი, რომელიც უზარმაზარ უპირატესობას იძლეოდა ღამის ბრძოლებში, კარგად დაცული იყო. გერმანელები რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ ინგლისელები ინოვაციურ მოწყობილობას იყენებდნენ, სტაფილოს დიეტის შესახებ მითი გაავრცელეს. ერთდროულად რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატიები იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის მფრინავები და მებრძოლები დიდი რაოდენობით სტაფილოს მიირთმევენ.



image

სტაფილოს შესახებ პუბლიკაციები პრესაში



სტაფილო, განსაკუთრებით ახალი, ნამდვილად კარგია თვალებისთვის. სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს და A ვიტამინს, მაგრამ ეს ნივთიერებები ვერ აუმჯობესებს მხედველობას და სიბნელეში ხილვადობას არ ზრდის. ვიტამინები აფერხებს ყვითელი ლაქის დეგენერაციას და კატარაქტის განვითარების ალბათობას. ყვითელი ლაქა თვალის ბადურას ცენტრალური ნაწილია, რომელიც ცენტრალურ მხედველობაზე პასუხისმგებელია. ყვითელი ლაქის დეგენერაცია ყველაზე ხშირად ასაკობრივი პროცესია, რომელიც 50 წლის შემდეგ ვლინდება.



ასევე დაგაინტერესებთ:

პროექტი „ლურჯი ფარშევანგი“ – როგორ შექმნეს ბრიტანელებმა ბირთვული ნაღმი ცოცხალი ქათმების შიგთავსით

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი?

შვედეთის მეფის უცნაური სიკვდილი - ის ფუნთუშამ მოკლა

მასების მართვის 10 მეთოდი, რომლებსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს

იცით, რატომ აშენებენ ბრიტანელები ტალღოვან ღობეებს



0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
74