x
image
Yoona
Mediator image
პოლიტიკოსების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები
image



ვის უყვარს პოლიტიკოსები? ისინი საქმეს აფუჭებენ და შემდეგ ჩვენ გვიწევს მოგვარება. მხოლოდ ერთი ნუგეშია. მათაც უყვართ (ან უყვარდათ) დალევა, ანუ არის მათში რაღაც ადამიანური.



უინსტონ ჩერჩილი

image



ალბათ, გსმენიათ, რომ ჩერჩილს უყვარდა სომხური კონიაკი და სამუშაოდ მხოლოდ მეორე ბოთლის დალევის შემდეგ ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ლეგენდაა, თუმცა ბრიტანელ პრემიერ მინისტრს სასმელი მართლაც ძალიან უყვარდა. კონიაკებიდან უპირატესობას ანიჭებდა Hine-ს და სიგარასთან ერთად დიჯესტივის სახით სვამდა. უბრალო ვისკი მოსწონდა, Johnnie Walker Red Label, და დილით სვამდა, მაგრამ ძალიან, ძალიან გაზავებულს. წვეულებებზე Black Label-ით თავს ინებივრებდა. შამპანური უყვარდა, Pol Roger და დღეში რამდენიმე ბოთლს სვამდა.



მარგარეტ ტეტჩერი


image



რკინის ლედი კვირაში ოთხი დღე ალკოჰოლს სვამდა და ამას სამარცხვინოდ არ თვლიდა. ყოველდღიურად უპირატესობას ანიჭებდა Bell's-ის სოდიანს. მათ შორის სამსახურში, სადილზე.



დედოფალი ელისაბედ II

image



მისი უდიდებულესობა უპირატესობას ანიჭებდა სამ სასმელს: ჯინი, Dubonnet (აპერიტივი, რომელიც დაფუძნებულია ღვინოზე, ქინაქინაზე, სანელებლებზე, მწვანილებზე, ყავასა და ცედრაზე) და ტკბილი ფრანგული ღვინოები.



რონალდ რეიგანი

image



პრეზიდენტ-მსახიობი უპირატესობას ანიჭებდა კალიფორნიულ ღვინოებს, ხანდახან ღალატობდა Orange Blossom Special კოქტეილით (1 ნაწილი არაყი, 1 ნაწილი გრენადინი ან ტკბილი ვერმუტი, 2 ნაწილი ფორთოხლის წვენი და ყინული).



ბარაკ ობამა

image



აშშ-ს პრეზიდენტი ლუდს ამჯობინებდა.



ანგელა მერკელი

image



უპირატესობას ანიჭებს თეთრ ღვინოებს, მაგდამ ხანდახან ლუდზეც უარს არ ამბობს.



ბორის ჯონსონი

image



ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ესთეტიკური პრეფერენციები აქვს. როგორც მინიმუმ, ამბობს, რომ ძვირადღირებული ტოსკანური ღვინო Tignanello მოსწონს.



ემანუელ მაკრონი

image



საფრანგეთის პრეზიდენტი ბოთლის გარეშე სადილზე არ ჯდება. უყვარს თეთრი ღვინო, ბურგუნდიის წითელი ღვინო, რონის ველის ღვინო.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, საიდან გაჩნდა რწმენა, რომ სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას და რა კავშირი აქვს ბრიტანელ მფრინავებთან?

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი?

შვედეთის მეფის უცნაური სიკვდილი - ის ფუნთუშამ მოკლა

მასების მართვის 10 მეთოდი, რომლებსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს

პროექტი „ლურჯი ფარშევანგი“ – როგორ შექმნეს ბრიტანელებმა ბირთვული ნაღმი ცოცხალი ქათმების შიგთავსით


0
320
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
320