სხვა შვედეთის მეფის უცნაური სიკვდილი - ის ფუნთუშამ მოკლა 12 თებერვალი, 19:31 შვედეთის მეფე ადოლფ ფრედრიკი ტახტზე 1751 წელს ავიდა იმპერატრიცა ელისაბედის წყალობით, მაგრამ ვერ გახდა გამოჩენილი მმართველი, რეფორმატორი ან მთავარსარდალი. უღიმღამო მონარქი ხალხს მაინც უყვარდა და ცნობილი იყო, როგორც სამაგალითო მეოჯახე და კარგი ხასიათის კაცი. ქვეყნის მართვაზე მეტად დეკორატიული ზარდახშების კეთება უყვარდა. ასევე ძალიან უყვარდა გემრიელად ჭამა და სწორედ ამ „გატაცებამ“ ბოლო მოუღო.
დიდი მარხვის დაწყებამდე შვედები, როგორც ბევრი სხვა ხალხი, აღნიშნავს „მსუქან სამშაბათს“. ამ დღეს მიღებულია არა მხოლოდ გართობა წაქცევამდე, არამედ გაძღომამდე ჭამა. ტრადიციულად ითვლებოდა, რომ უხვი საკვები მომავალ წელს წარმატებულს და ნაყოფიერს გახდის. ფოტოზე: „ლობიოს მეფე“ ფლამანდიელი მხატვარი, იაკობ ჟორდაენსი რა თქმა უნდა, ასეთი შესანიშნავი დღესასწაული ვერ ჩაივლიდა ღორმუცელა ადოლფ ფრედრიკის გარეშე, რომელმაც 1771 წლის 12 თებერვალს ყველა შვედთან ერთად აღნიშნა „მსუქანი სამშაბათი“. იმ დროს მეფე 60 წლის იყო და მრავალწლიანმა მავნე ჩვევებმა თავისი საქმე უკვე გააკეთა. უხსოვარი დროიდან შვედეთში „მსუქანი სამშაბათის“ აუცილებელი ატრიბუტი იყო ფუნთუშა „სემლა“. ცომეული ილით, სავსე კარაქის კრემით, ნაღებით, ნუშით და ზემოდან მოყრილი შაქრის ფხვნილით. ყოველწლიურად შვედები „მსუქან სამშაბათს“ დაახლოებით 50 მილიონ სემლას მიირთმევენ. ეს იმის მიუხედავად, რომ თითოეული ასეთი ფუნთუშა კალორიული ბომბაა. ფოტოზე: სემლა, შვედური ფუნთუშა – „მსუქანი სამშაბათის“ სიმბოლო იმ დღეს შვედეთის მეფემ გულიანად ისადილა: ჯერ მიირთვა ომარები ხიზილალით, შემდეგ ყაბაყის წვნიანი, შებოლილი ქაშაყი და მჟავე კომბოსტო. ტრადიციულად ნოყიერი სადილი დაასრულა სემლას ფუნთუშებით, რომელსაც მაშინ ღრმა თეფშში ათავსებდნენ და ზემოდან რძეს ასხამდნენ. სუფრაზე 14 ფუნთუშა გაიტანეს და მონარქმა ერთმანეთის მიყოლებით ყველა შეჭამა, თან თბილი შამპანური დააყოლა. სადილის შემდეგ მსუბუქი სისუსტე იგრძნო, ცოტა ხანში საჭმლის მონელების პრობლემებით გარდაიცვალა. შვედეთის მთავრობის წევრმა, გრაფ ოქსენშერნმა თავის დღიურში დაწერა, რომ „ასეთი სიკვდილი შეეფერებოდა არა მეფეს, არამედ სოფლის მღვდელს“. ადოლფ ფრედრიკი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც „მეფე, რომელიც ჭამით მოკვდა“. ფოტოზე: ადოლფ ფრედრიკის საფლავი ყველაფრის მიუხედავად, 60 წლის მონარქის გარდაცვალებამ შვედეთის საზოგადოებაში საყოველთაო სინანული გამოიწვია: გაუბედაობის და განსაკუთრებული მიღწევების ნაკლებობის მიუხედავად შვედებს უყვარდათ თავისი მეფე. ასევე დაგაინტერესებთ: 1. დროის ლედის ისტორია ან როგორ ვაჭრობდა ბრიტანელი ოჯახი დროით თითქმის 100 წლის განმავლობაში 2. რეჯი სპირსის უცნაური ამბავი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ამანათით სხვა კონტინენტზე გააგზავნა (ნაწილი მეორე) 3. უკიდურესი უიღბლობის ამბავი: მამაკაცი 20 წლის წინ ნასროლმა ტყვიამ მოკლა 4. ეს მამაკაცი ალკატრასის ციხიდან გაიქცა. 50 წელი გავიდა და მან FBI-ს წერილი მისწერა 5. ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც ყვირის „ვერ შეძლებთ ჩვენს გატეხვას“ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 418 1-ს მოსწონს |