სხვა პოლიტიკოსების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები 10 აგვისტო, 21:11 ვის უყვარს პოლიტიკოსები? ისინი საქმეს აფუჭებენ და შემდეგ ჩვენ გვიწევს მოგვარება. მხოლოდ ერთი ნუგეშია. მათაც უყვართ (ან უყვარდათ) დალევა, ანუ არის მათში რაღაც ადამიანური. უინსტონ ჩერჩილი ალბათ, გსმენიათ, რომ ჩერჩილს უყვარდა სომხური კონიაკი და სამუშაოდ მხოლოდ მეორე ბოთლის დალევის შემდეგ ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ლეგენდაა, თუმცა ბრიტანელ პრემიერ მინისტრს სასმელი მართლაც ძალიან უყვარდა. კონიაკებიდან უპირატესობას ანიჭებდა Hine-ს და სიგარასთან ერთად დიჯესტივის სახით სვამდა. უბრალო ვისკი მოსწონდა, Johnnie Walker Red Label, და დილით სვამდა, მაგრამ ძალიან, ძალიან გაზავებულს. წვეულებებზე Black Label-ით თავს ინებივრებდა. შამპანური უყვარდა, Pol Roger და დღეში რამდენიმე ბოთლს სვამდა. მარგარეტ ტეტჩერი რკინის ლედი კვირაში ოთხი დღე ალკოჰოლს სვამდა და ამას სამარცხვინოდ არ თვლიდა. ყოველდღიურად უპირატესობას ანიჭებდა Bell's-ის სოდიანს. მათ შორის სამსახურში, სადილზე. დედოფალი ელისაბედ II მისი უდიდებულესობა უპირატესობას ანიჭებდა სამ სასმელს: ჯინი, Dubonnet (აპერიტივი, რომელიც დაფუძნებულია ღვინოზე, ქინაქინაზე, სანელებლებზე, მწვანილებზე, ყავასა და ცედრაზე) და ტკბილი ფრანგული ღვინოები. რონალდ რეიგანი პრეზიდენტ-მსახიობი უპირატესობას ანიჭებდა კალიფორნიულ ღვინოებს, ხანდახან ღალატობდა Orange Blossom Special კოქტეილით (1 ნაწილი არაყი, 1 ნაწილი გრენადინი ან ტკბილი ვერმუტი, 2 ნაწილი ფორთოხლის წვენი და ყინული). ბარაკ ობამა აშშ-ს პრეზიდენტი ლუდს ამჯობინებდა. ანგელა მერკელი უპირატესობას ანიჭებს თეთრ ღვინოებს, მაგდამ ხანდახან ლუდზეც უარს არ ამბობს. ბორის ჯონსონი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ესთეტიკური პრეფერენციები აქვს. როგორც მინიმუმ, ამბობს, რომ ძვირადღირებული ტოსკანური ღვინო Tignanello მოსწონს. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი ბოთლის გარეშე სადილზე არ ჯდება. უყვარს თეთრი ღვინო, ბურგუნდიის წითელი ღვინო, რონის ველის ღვინო. ასევე დაგაინტერესებთ: იცით, საიდან გაჩნდა რწმენა, რომ სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას და რა კავშირი აქვს ბრიტანელ მფრინავებთან? როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი? შვედეთის მეფის უცნაური სიკვდილი - ის ფუნთუშამ მოკლა მასების მართვის 10 მეთოდი, რომლებსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს პროექტი „ლურჯი ფარშევანგი“ – როგორ შექმნეს ბრიტანელებმა ბირთვული ნაღმი ცოცხალი ქათმების შიგთავსით 320 შეფასება არ არის |