x
image
Yoona
Mediator image
5 დაავადება, რომლის დროსაც ექიმები რეკომენდაციას უწევენ ვნებიან სექსს
image



ჯერ კიდევ ძველ დროში ადამიანები ამჩნევდნენ, რომ სექსი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამ ფენომენს ვერ ხსნიდნენ. ახლა, როცა ვიცით ჰორმონების და ნეიროტრანსმიტერების შესახებ, ყველაფერი გაცილებით მარტივი და ნათელია. უფრო მეტიც, მეცნიერებმა ზუსტად იციან, რომელი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება იყოს კარგი ინტიმური ურთიერთობა. გთავაზობთ 5 მაგალითს, როცა სექსი დადასტურებულად გვეხმარება.



ჭარბი წონა

image



ზუსტად გამოთვლილია, რომ ვნებიანი სექსის დროს თითოეული პარტნიორი 100-12 კალორიას წვავს. ბევრია თუ ცოტა? სავსებით საკმარისია ცოტა ზედმეტი წონის დასაკლებად, რადგან ფიტნეს კლუბში იგივე რაოდენობის ენერგიის დასაწვავად მოგიწევთ სარბენ ბილიკზე მინიმუმ 40 წუთის გატარება.




გარდა ამისა, სექსი ხელს უწყობს ენდოკრინული ჯირკვლების აქტივობის ზრდას და მეტაბოლიზმის დაჩქარებას. ეს ნიშნავს, რომ ნივთიერებათა ცვლა დაჩქარებულია და ყველა პროცესი, მათ შორის ცხიმოვანი დეპოზიტების წვა, უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.



ათეროსკლეროზი

image



ორგაზმის დროს წნევა შეიძლება გაიზარდოს სტანდარტული 100-120-დან 220 მმ.ვწყ.სვ.-მდე, გულისცემა ხშირდება 60-80-დან 100-მდე ან 180 დარტყმამდე წუთში, სუნთქვის სიხშირე 2-3-ჯერ იზრდება. კვირაში 2-3-ჯერ შესრულებული ასეთი „ლოგინის კარდიო“ 40-55 წლის მამაკაცებში ინფარქტის რისკს 2-ჯერ ამცირებს. ეს დამოკიდებულება 2018 წელს პარიზში ფრანგი კარდიოლოგების XIV კონგრესის მონაწილეებმა დაადასტურეს.



რესპირატორული დაავადებები

image



თუ სექსი ინფარქტს ებრძვის, ჩვეულებრივ გაციებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ახლახან, აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიამ დაადგინა, რომ სექსი ხელს უწყობს ჰორმონის DHЕА (დეჰიდროეპიანდროსტერონი) დონის ამაღლებას.



ეს ნივთიერება წარმოიქმნება ჩვენი თირკმელზედა ჯირკვლების მიერ და ეხმარება იმუნურ სისტემას ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში. სექსის დროს DHЕА-ს გამომუშავება 5-ჯერ იზრდება. გამოდის, რომ ადამიანის იმუნური სისტემა იღებს კარგ მხარდაჭერას გრიპთან და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან საბრძოლველად.



დაქვეითებული IQ

image



სექსი დაჭკვიანებაში გვეხმარება. მასაჩუსეტსის ინსტიტუტის მეცნიერებმა ექსპერიმენტების გზით დაადგინეს, რომ მამაკაცები ჩვეულებრივზე უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ სივრცითი აზროვნების ტესტებში სექსის შემდეგ 48 საათის განმავლობაში. მამაკაცები სექსის შემდეგ უფრო კარგად განსაზღვრავენ საგნების ფორმებს და მათ მდებარეობას სივრცეში, ვიდრე ადრე. დასკვნა გაკეთდა სხვადასხვა ასაკის 1500 მოხალისეზე დაკვირვების საფუძველზე.



დეპრესია

image



ცნობილია, რომ ადამიანები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ სექსის დროს და მის შემდეგ. ინტიმური ურთიერთობისას ორგანიზმი თითქმის განუწყვეტლივ გამოიმუშავებს სეროტონინს. ეს ნეირომედიატორი პასუხისმგებელია კმაყოფილების, სიხარულის და სინაზის გრძნობებზე.



ორგაზმის დროს ადამიანი იღებს ენდორფინის, „ბედნიერების ჰორმონის“ დიდ დოზას. სისხლში ენდორფინ-სეროტონინის ნარევის ქონა საუკეთესო საშუალებაა დეპრესიის დასაძლევად, სტრესის და განცდების მოსაშორებლად. რეგულარული სექსის შემთხვევაში ცხოვრება უკეთესდება, რადგან ჰორმონების კოქტეილი აგრძელებს მოქმედებას სექსის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.



ასევე დაგაინტერესებთ:

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რა უჩვეულო გავლენას ახდენს ზღვის ჭვრეტა მამაკაცის ჯანმრთელობაზე

5 ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ყველაზე ხშირად აწუხებთ მეგაპოლისის მაცხოვრებლებს

სტრესს ხსნის და გემო დიდხანს რჩება: რატომ გვიყვარს ჩიფსის და ვაშლის ხრაშუნი

მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ

იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა

0
375
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
375