x
image
Yoona
Mediator image
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რა უჩვეულო გავლენას ახდენს ზღვის ჭვრეტა მამაკაცის ჯანმრთელობაზე
ზღვის ყურება სასიამოვნოა ნებისმიერ ამინდში, მაგრამ თურმე ამ აქტივობას თერაპიული ეფექტიც აქვს. ამის შესახებ გავიგეთ ესპანელი მეცნიერების წყალობით, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერიმენტი მოხალისეების მონაწილეობით. სხვადასხვა ასაკის მამაკაცს სთხოვეს ზღვის, პარკის და ქალაქის ყურება, შემდეგ ამ აქტივობების ეფექტი შეადარეს. ექსპერიმენტის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა.



image



მამაკაცების სამი ჯგუფი ბარსელონიდან დღეში მხოლოდ ერთ საათს ატარებდა იქ, სადაც სთხოვდნენ მისვლას და სხვა არაფერი ევალებოდათ. ზოგი აკვირდებოდა ხმელთაშუა ზღვას, ზოგი პარკში ისვენებდა, სხვები დიდი ქალაქის ცხოვრებას თვალყურს ადევნებდა.



image




ექსპერიმენტის მონაწილეებს ობიექტზე სრულად კონცენტრირებაც არ მოეთხოვებოდათ - მათ შეეძლოთ წიგნის წაკითხვა, მუსიკის მოსმენა ან ტელეფონში მიმოწერა. მთავარია, რომ მის წინ ყოფილიყო ზღვა, ხე ან ქალაქი. თითოეულ ადგილს მიენიჭა სახელი, რომელიც ასოცირდება ფერთან: „ლურჯი გარემო“ (ზღვა), „მწვანე გარემო“ (პარკი) და „წითელი გარემო“ (ქალაქი). ქალაქს ასე უწოდეს, რადგან ცნობილია, რომ დიდ ქალაქში ცხოვრება ადამიანში სტრესს იწვევს.



ექსპერიმენტის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ მამაკაცებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ყურადღებიანობის, კონცენტრაციისა და განწყობის ტესტები ჩაუტარდათ. ასევე გაუზომეს პულსი და არტერიული წნევა. როგორც გაირკვა, ზღვა და პარკი მამაკაცებზე მყისიერ თერაპიულ გავლენას ახდენს.



image



„ლურჯ“ და „მწვანე“ გარემოში მყოფი მამაკაცის ყურადღება და კონცენტრაცია შესამჩნევად გაიზარდა, უფრო გაწონასწორებული და გონივრული გახდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზღვა ამცირებს გულისცემას, ხოლო ხეები პარკში - კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, რაოდენობას სისხლში. მართალია, წყლის ზემოქმედება ადამიანზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.



„წითელ“ გარემოს ბიჭებში არაფერი შეუცვლია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი საათი ისვენებდნენ შუა ქუჩაში, მათი ტვინი ჩვეულ ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას, როგორც ეს ხდება სამუშაოს შესრულებისას. მოდუნებას ვერ ახერხებდნენ, პრობლემებს ვერ იშორებდნენ.



image



ესპანელი მეცნიერების შემდგომმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზღვა აუცილებელი პირობა არ არის. დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს მდინარესთან, ტბასთან ან უბრალოდ დიდი აუზის მახლობლად ყოფნას. ნამდვილი ბედნიერებაა, როცა წყალსატევი, რომლის მახლობლადაც გადაწყვეტთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ტყეში მდებარეობს. ასე ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის ორმაგ დოზას მიიღებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ხამანწკები, კოჭა და კიდევ 6 პროდუქტი, რომელიც ტესტოსტერონის დონეს ზრდის

5 ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ყველაზე ხშირად აწუხებთ მეგაპოლისის მაცხოვრებლებს

რატომ არის ქვევით ჩასვლა უფრო სასარგებლო, ვიდრე ზევით ასვლა

ასე გამელოტდებით: რა შეიძლება გამოიწვიოს უქუდოდ სიარულმა

მრიცხველი წიკწიკებს: მიკრომორტი - ყველაზე შემზარავი საზომი ერთეული



0
77
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
77