საზოგადოება გავრცელდა ვიდეო, სადაც გიორგი გახარიას და "ოცნების" დეპუტატების შორის ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული 15 იანვარი, 15:01 ![]() ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ცნობისთვის ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დამფუძნებელს პარტიისა „საქართველოსთვის“, გიორგი გახარიას. ინციდენტის შემდეგ გახარია გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და პირველადი გამოკვლევები ჩაუტარეს. ექიმის, თაკო შანთაძის თქმით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო: „რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, „შერატონში“, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი“, - წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი და აქვეყნებს ფოტოებს ინციდენტის ადგილიდან. 1113 2-ს მოსწონს
|