საქართველო
ივანიშვილი:"დევნილთა დაწესებულებებში შეჭრა წინა ხელისუფლების ორგანიზებულია.
2012, 25 ოქტომბერი, 20:04
ბოლო დროს გახშირებული დევნილთა სხვადასხვა დაწესებულებაში შეჭრას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა, მისი ვარაუდით ეს ყველაფერი ყოფილი ხელისუფლების ინსპირირებულია.ჟურნალისტებთან საუბარში ივანიშვილმა განაცხადა:
"ეჭვი მაქვს, თუმცა, გადაწყვეტით ჯერჯერობით ვერ ვამბობ, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ არჩევნების დროს გასცა დაპირებები და ახლა უსრულებენ, ან რაღაც ამის მსგავსი ხდება და ამის გამო საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა. მე მგონია ორგანიზებული შეკრება ხდება და ვფიქრობ, რომ ამაში ძალიან აქტიურობს ძველი ხელისუფლება, " განაცხადა ივანიშვილმა