საქართველო "თქვენ რა სულ გააფრინეთ?ისეთივე ჩლუნგები ხართ,როგორც ეს მაგიდა!"-ვის მიმართა ვლადიმერ პუტინმა? 2024, 7 ივნისი, 9:26 ![]() სახელმწიფოს მეთაურმა მწვავე კომენტარი გააკეთა "ნატოზე" სავარაუდოდ რუსეთის დაგეგმილი თავდასხმის შესახებ. "აი გაუჩნდათ აზრი, რომ რუსეთს ნატოზე თავდასხმა სურს. თქვენ რა სულ გააფრინეთ?ისეთივე ჩლუნგები ხართ, როგორც ეს მაგიდა! ვინ მოიფიქრა ეს? ეს არის სისულელე, სრული ბოდვა".ციტირებს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს გამოცემა lenta.ru. პუტინმა დასძინა, რომ ასეთ განცხადებებს დასავლეთი აკეთებს, რათა მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა და შეინარჩუნოს თავისი იმპერიული პოზიცია. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი არა მხოლოდ საუბრობს თავისი ინტერესების დაცვაზე, არამედ აკეთებს ამას და მომავალში გააკეთებს კიდეც. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "ამის გათვალისწინება ყველას მოუწევს." 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნატოსთან პოტენციური კონფლიქტის განხილვისას განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე დაინტერესდეს მესამე მსოფლიო ომით. ცნობისათვის, 4 ივნისს გაზეთმა „ტელეგრაფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში. "ნატოს" ქვეყნები ამზადებდნენ აშშ-დან ევროპაში „სახმელეთო დერეფნების“ მეშვეობით ჯარების და ჯავშანტექნიკის გადაყვანის გეგმას. მანამდე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა რუსეთსა და "ნატოს" შორის ომის შესაძლებლობა გამორიცხა. მან აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მისი შედეგები დამღუპველი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ანალოგიური განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. 1240 5-ს მოსწონს
|