x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქართველმა ხალხმა ხრუშჩოვთან გიჟურად აღტკინებული შეხვედრით დაამტკიცა, რომ სწორედაც ღირსნი ვიყავით მონობის უღლისა
image


ზუსტად 70 წლის წინ 1953 წლის 7 სექტემბერს, ნიკიტა ხრუშჩოვი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეთაური ხდება, თუ როგორ იყო ქართველი ხალხის მიმართ განწყობილი ხრუშჩოვი ყველას კარგად მოეხსენება, ყოველ დათრობაზე ქართველებს ციმბირში გასახლებას გვიპირებდა, თუ რა იყო ამის მიზეზი, ვფიქრობ ყველასთვის სრულიად ნათელია;




ქვემოთ გთავაზობთ "სარანგში"(მერაბ კოსტავას საზოგადოების დაარსებული გაზეთი)1990 წლის 26 მაისის პუბლიკაციას, რომელიც მცირეოდენი შემოკლებით ქვეყნდება.



ხრუშჩოვის სახელი საქართველოში ცნობილი და პოპულარული არასოდეს არ ყოფილა. აქ მისი სახელი ცოტა ვინმეს თუ გაეგო, ისე როგორც დღესაც ცოტა ვინმემ თუ იცის ვინ არის უკრაინის ცკ-ს მდივანი ან მოსკოვის ოლქკომის მდივანი.


სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა ის მოევლინა ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას მთავრობის მეთაურად, ხალხმა უნდოდა ეს თუ არა, დაიმახსოვრა მისი სახელიც.

1956 წლის 9 მარტს, როცა თბილისის ქუჩებში მისი ბრძანებით ფეთქებადი ტყვია დაუშინეს ქართველ ახალგაზრდობას, მოსწავლე და სტუდენტ გოგო-ბიჭებს, როცა მტკვარი წითლად შეიღება ქართველების სისხლით და როცა მშობლებს იმის უფლებაც არ მისცეს, ხიშტით თუ ტყვიით განგმირული თავისი შვილი დაემარხა, ხალხს საბაბი მიეცა სულით ხორცამდე შეეძულებინა ეს გაიძვერა უზურპატორი, მაგრამ ქართველი ხალხი, როგორც ჩანს სხვებზე მეტად მიმტევებელია, სამარცხვინოდ მიმტევებელი.


image

გაიარა რაღაც ხუთმა წელმა და1961 წლის მაისის დასაწყისში მის ჩამოსვლას საქართველო, გასაბჭოების 40 წლისთავზე, არნახული ზეიმით და ტაშის გრიალით, ოვაციითა და აღფრთოვანებით შეეგება. ცოტა ვინმესღა ახსოვდა, ან არც ახსოვდა მისი ბრძანებით დაღვრილი ქართული სისხლი მშობლიური თბილისის ქუჩებში.

ძველი კომუნისტების ხელმოწერით გაზეთებში გამოჩნდა წერილი: „მადლობა ძვირფასო ნიკიტა სერგის ძევ!“. ხრუშჩოვს გულითადად მიესალმნენ, მათი ხელმოწერებით გამოქვეყნებული მთელი რიგი სტატიებით და წერილებით, ჩვენი რესპუბლიკის წარჩინებული ადამიანები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები - რამდენად გულწრფელი იყო ეს მისალმება, არავინ იცის, ეს კია, ხალხს თვალებში ნაცარს აყრიდნენ.


image

ნიკიტას ტაშს უკრავდნენ ქუჩებში, მოედნებზე, ყველგან, სადაც კი მივიდა და ვინც კი მოინახულა. ტაშისმკვრელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერი ჯერ კიდევ მძიმედ იყო ავად ჭკუათხელობითა და პათოლოგიით. არა და ტაშის დამკვრელები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იყო.

ქართველმა ხალხმა ხრუშჩოვთან ასეთი გიჟურად აღტკინებული შეხვედრით დაამტკიცა, რომ სწორედაც ღირსნი ვიყავით მონობის უღლისა და აკი ღირსებითაც ვატარეთ, ხრუშჩოვის ჩამოსვლის შემდეგ კიდევ 28 წელი. საქართველო ტაშს უკრავდა ხრუშჩოვს, ხრუშჩოვისთვის კი საქართველო სხვა არაფერი იყო, გარდა დასასვენებლად ვარგისი ადგილებისა და კარგი ღვინის ქვეყნისა, მაგრამ ისიც ბევრად არ ენაღვლებოდა, რაკი კახეთში მოგზაურობისას კახელებს უთხრა, რად გინდათ ამხელა ვენახები, გაკაფეთ და სიმინდი დათესეთო.


image

სწრაფად და ოპერატიულად გამოიცა 250 გვერდიანი წიგნი, ყველაზე საუკეთესო თეთრ ქაღალდზე დაბეჭდილი, მთლიანად მიძღვნილი ძვირფასი ნიკიტა სერგის ძის საქართველოში ყოფნისადმი, რომელშიც აღინიშნა მისი ყოველი სიტყვა, ყველა რეპლიკა, გარდა, რა თქმა უნდა, აშკარა სისულელეებისა.

იმ წიგნში დაიბეჭდა მჟავანაძის, თვით ხრუშჩოვის, ვორონოვის, პოდგორნის, მაშეროვის, რაშიდოვის და სხვათა და სხვათა მისასალმებელი სიტყვები, რომლებიც ვითომ საქართველოს ეძღვნებოდა, სინამდვილეში კი უხვად იყო გაჯერებული ხრუშჩოვის ქება-დიდებით.

აი, როგორ დაამთავრა თავისი სიტყვა დღეს საქვეყნოდ ცნობილმა მლიქვნელმა და მექრთამეობის თავკაცმა, უზბეკეთის კპ ცკ-ის პირველმა მდივანმა რაშიდოვმა: „ ჩვენი მომავალი მშვენიერია, იგი გაცისკროვნებულია ლენინის გენიის ჩაუქრობელი შუქით, ჩვენ გამარჯვებიდან გამარჯვებისაკენ მიგვიძღვის მშობლიური კომუნისტური პარტია, მისი ცენტრალური კომიტეტი, რომელსაც მეთაურობს გამოჩენილი ლენინელი, კომუნიზმის გამარჯვებისათვის მტკიცე და ერთგული მებრძოლი ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვი.


image

6
792
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
792
  
2023, 9 სექტემბერი, 21:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 8 სექტემბერი, 7:49
მონა იმიტომ არის მონა,რომ მას აზროვნება არ შეუძლია.ეს რო შეძლოს მონა აღარ იქნება. ცხოველი რატომ არის ნივთიერად ქცეული სულიერი? იმიტომ რო მას იმდენი აზროვნება არ შეუძლია და ვერც სცდება,ჭამას,სმას,მოსაქმებას და გამრავლებას,სხვა რისი უნარი შესწევს ცხოველს? როცა დასჭირდება პატრონს,დაჰკლავს და გამოიკვებება. ახლა,შევხედოთ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას,რითი განსხვავდებიან ამ ცხოველებისგან? ჭამენ,სვამენ,მოისაქმებენ და მრავლდებიან,მერე დასჭირდება პატრონს და საზარბაზნე ხორცად იყენებს,როგორც უკრაინაში აკეთებენ ამას. მერე გამოდის პატრონი და აქებს,გმირსაც უწოდებს და შვილ მოკლული დედა მადლობელია ამ პატრონის. გულზე ხელი დაიდოს ნებისმიერმა და თქვას,რისთვის იხოცებიან ეს ხალხი რეალურად? არ მინდა ის,თითქოს ნათელი მომავლისთვის ან რაიმე უზენაესისთვის,რადგან უაზრობა არის ეგ. ამდენი ადამიანი გარდაიცვალა და სად არის ეგ უკეთესობა? ან სად არის ის უზენაესი ან რა არის? ადრე იყო,წაასხავდა მეფე ხალხს და ეტყოდა,ღმერთის სახელით ვიბრძოლოთო,როცა მეფისთვის და მისი კარგი ცხოვრებისთვის იბრძოდნენ,ხოლო დღეს მართველი კლასის კარგი ცხოვრებისთვის იბრძვიან. გამახსენეთ,მართველი კლასის რომელი წარმომადგენელი წავიდა საომრად და გმირულად დაეცა იქ,ან მათი შვილები. მიდიან გლეხის შვილები(ეს გლეხი და მისი ოჯახი ისევ იცხოვრებს ყველა დროში და ყველა სიტუაციაში),იხოცებიან და გუალობენ მართველი კლასის შთამომავლები. ის ხალხი,ტაშ რო უკრავდა ნიკიტას,თუ დაუფიქრდები უფრო გონიერები იყვნენ,რადგან მათი ცხოვრება არც ნიკიტას და არც პირობითად დავითის ქვეშა არაფრით არ იქნებოდა გასხვავებული და ამ ტაშით შეიძლება კვლა აიცილა.
2023, 8 სექტემბერი, 7:34
იმ ავბედით წლებში,ყველა ეთაყვანებოდა ზვიადს,მისგან ელოდა სასწაულებს და რო ვერ გაუმართლათ იმედები,ადგნენ და მოიშორეს.ზვიადი შეცდა ალბათ,სახრე რო ეხმარა,დღესაც ის იქნებოდა მართველი. იმიტომ გადაგდეს რო ბატონად არ მოეწონათ,ხოდა შეცვალეს და მოიყვანე ახალი ბატონი,უფრო სამ ბატონში გაერთიანებული ერთი ბატონი და ედუარდ აფეთქებული. მერე იყო,მიშა შიზოფრენიკი და ახლა ბიძინა ერისთვისდადაგული,ხოდა დაუკვირდით,32 წლის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა,როცა ქართველი ხალხი არ იყო მოწადინებული ყოლოდა ბატონი,ის ვინც მათზე უკეთ იცოდა,რა სჭირდებოდათ მათ. ბიძინა ერისთვსისდადაგულის გადაგდება უნდათ,თუმცა ახალი ბატონი ვერ აირჩიეს,ამიტომ უნდათ დააბრუნონ ძველი,მიხეილ შიზაფრენიკი(ედუარდა აფეთქბული ცოცხალი აღარ არის,არ ამოთხრიან იმედია). შეიძლება ვიღაცას ეწყინოს,თუმცა სიმართლეა და მე რა ვქნა,არ ვთქვა? საქართველოს ბოლო ასი წლის ისტორია,არც მანამდე არ იყო იყო სახარბიელო თუ 3 წელს არ ჩავთვლით არის მონათა ისტორია. სამი წელი ვახსენე და ამასაც ნოე რამიშვილს უნდა უმადლოვდეს ერი. ეს ნოე რამიშვილი იყო პირი,ვინც პარიზში მოკლეს და ფანგი ჟანდარმები გაკვირვებულები იყვნენ,ერთერთი ერის წარმომადგენელი და დიდი თანამდებობის პირი მრავალჯერ დაკერილი წინდების მოძრაობდა. ამიტომ მოკლეს ის და არა ჟორდანია ან სხვა. რომ ჩახედოთ იმ სამ წელს,საქართველო მართლა თავისუფალი იყო ან თუ ბოლომდე არ იყო,მიდიოდა აქეთკენ,რადგან სისტემის რღვევა დაიწყეს და ფუნდამენტური ცვლილებები ხდებოდა.
2023, 8 სექტემბერი, 7:21
არა,"საზოგადოების" სახელბში ბადალი არ ყავდათ,მერაბ კოსტავას სახელი დაურქმევიათ,იქეთ ილია მართლისო,ხოდა ასეთი პარაზიტები ეხლაც ბევრი იქნებიან და არიან კიდეც ან რატომ არ იქნებიან? მოღალატეებს,მჩაგვრელებს და კაცის მკვლელს რო სასათბურე პირობები აქვს ამ ქვეყანაში,არსად არ იქნება მსგავსი. ნიკიტა არაქართველი იყო და სტალინმა რაც ქართველებს უქნა,ეს რას დავაბრალოთ? გადი და აგინე სტალინს,თავს გაგიტეხავს ზოგეირთი. დღევანდელობაზეც ვთქვათ,მიშამ და მისმა ბანდამ რაც დამართა საქართველოს,თან დემოკრატიის სახელით აკეთებდა ამას,რა არ ეთაყვანებიან ამ ქვეყნის მოსახელობის 30%? ამას დაუმატე,გეგმაზომიერად განსხლეტილი ნაცების მხარდამჭერები,კი შეიკვრება 40% და ახლაც საბჭოთა კავშირის ბრალია? ბევრი რო არ გავაგრძელო,მიშამ დედა რო აგინოს ამ ხალხს,მამას დაუძახებენ,ხოდა ეს ნაკლები მონობა გგონიათ თითქოს თავისუფალ ქვეყანაში? საპირისპიროდ,მიდა ბიძინიზე თქვი რამე,ჩაგქოლავენ თუთაშხიასავით. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერომანიისკენ და მონური აზროვნებისკენ მიდრეკილი და ასე გაგრძლედება კიდევ დიდხანს,რადგან განათლებას პატრონი არ ყავს,ხოდა განათლების ნაკლებობამ იცის მონური აზროვნება.
2023, 7 სექტემბერი, 14:28
გავარტყი მერაბ კოსტავას საზოგადოებას, ხრუშჩოვს თბილისში აფეთქებას რომ უპირებდნენ მაგაზე რატომ არაფერს არ წერენ, ერთერთმა ცნობილმა დედამოტტყყნულმა ქართველმა ჩაუშვა, ეგ არაცკაცი რომ არა ხრუშჩოვს გააგზავნიდნენ ჯოჯოხეთში.
2023, 7 სექტემბერი, 14:21
რა არის გასაკვირი, პირველი პრეზიდენტიც დავამხეთ და მოვკალით,ავაოხრეთ ქვეყანა,ხოლო ქვეყნის დაქცევაში ერთერთი მთავარი შემოქმედი ე.წ. პოლიტიკოს ირინა სარიშვილა,ტრიბუნას ვუთმობთ და ზვიად გამსახურდიას მოკვდინების მომთხოვნს კვლავ ზედაპირზე ვატივტივებთ.
0 1 6