x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ბავშვებს გაეშვით თქვე ნაძირლებო, თქვე კაენის შთამომავლებო"-გიორგი გამსახურდია
image

"ძალიან ადრეულ ასაკში მომიწია სტალინისა და ბუდუ მდივანის ისტორიის წაკითხვა. წარუშლელი და მძიმე ემოცია დატოვა ჩემში იმ ფაქტმა, როდესაც ტირანი, მისი მეტოქის შვილებსაც ფიზიკურად გაუმკლავდა. თან ეს ის პერიოდია, როდესაც დევნილობაში ვარ, თავზე საფარი კი არა, გარშემო ომია და ტყვიების ზუზუნი. ამ ფაქტმა ანუ ბევრმაგად იმოქმედა ჩემზე. მერე ვიფიქრე ეს ამ საუკუნის ისტორიებია, რომელშიც მე დავიბადე-თქო. თურმე სად ხარ შვილო, ამ ბოლშევიკებისა და ფაშისტების შთამომავლებმა, პირდაპირ ტრენდად აქციეს, თავიანთ სექტაში ბავშვების ბულინგი. ჯერ ლელოს ანა ნაცვლიშვილმა გახსნა სეზონი და თავს დაესხა, ჩემი მეგობრის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს და მერე მთლიანად ეგზალტირებულმა სექტამ აიტაცა. გუშინაც ბინძური ე.წ "ინფორმაცია" გამოაცხვეს... ვთქვი და ვიმეორებ; ბავშვებს გაეშვით თქვე ნაძირლებო, თქვე კაენის შთამომავლებო, თქვენმა პოლიტიკურმა მამებმა და თქვენ, მე და ჩემნაირებს, ჯერ ბავშვობა წაგვართვით, მერე ახალგაზრდობა და აჰა, ეხლა სიბერესაც გვიმწარებთ. ამ ბავშვებს თავი დაანებეთ, ძალიან ცუდ სპირალში შედიხართ და ძალიან ცუდად მიიღებთ საფასურს. ნიკოს კიდევ, ბევრი სიკეთე, ჯანი და წარმატებები."-წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.


შეგახსენებთ, რომ ტვ პირველზე ნოდარ მელაძის შაბათის შოუში გაჟღერდა ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებზე სანქციები დაწესდა.



ამ ფაქტს მალვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნანუკა თამაზაშვილი.

როგორც ნანუკა თამაზაშვილი წერს, მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი თბილისში 3 კვირის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვიდა.

„ვუყურე მორიგ “ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:

ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში, ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!“, - წერს ნანუკა თამაზაშვილი.


0
443
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0