x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ მოკლა გია ჭანტურია? - ვერსიები
image

19 აგვისტოს დაიბადა პოლიტიკოსი, დისიდენტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და ლიდერი 1981-1994 წლებში გია ჭანტურია.


გია ჭანტურია მოკლეს თბილისში 1994 წლის 3 დეკმებერს, მისი მეუღლე ირინა სარიშვილი კი მძიმედ დაიჭრა.


ჭანტურიას მკვლელობა საბოლოოდ გამოუძიებელი დარჩა, თმცა იყო და არის ვერსიები, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:



***2007 წელს ირინა სარიშვილმა ედპ-ის ლიდერის მკვლელობაში ბრალი ოფიციალურად შოთა კვირაიას და ძმებ რურუებს დასდო. ყოფილი მხედრიონელები დღესაც აცხადებენ, რომ გია ჭანტურიას მკვლელობასთან მათ კავშირი არ აქვთ, მეტიც, დოდო გუგეშაშვილი ამტკიცებს, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ნიკა რურუა უკვე ამერიკაში იყო, თუმცა არაფერს ამბობს, სად იყო გიორგი, ანუ ჟორიკა რურუა.


"პირველად ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას, რომ ოპერაციას შოთა კვირაია ხელმძღვანელობდა, ასევე ამ ტერორისტულ აქტში ხელმძღვანელი პირები დღევანდელი სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლები ნიკა და ჟორიკა (გიორგი) რურუები იყვნენ.


*** შემდეგ თენგიზ კიტოვანმა შემდეგ პირდაპირ შევარდნაძეს დააბრალა მკვლელობა:


"გამოძიებამ ყველაფერი იცის. ჭანტურია შევარდნაძის მოკლულია. ჭანტურია მივიდა და უთხრა, - პრეზიდენტი მე უნდა გავხდე და თენგიზის საბადოებში რომ გაქვს წილი, უნდა დამითმოო. შევარდნაძემ უთხრა, - კი, შვილოო და გააგორა” კიტრივით."




***

ლია მარჯანიშვილი (გია ჭანტურიას დედა)

1994 წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურიას მკვლელობამ მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. ყველას აწუხებდა ერთი კითხვა, - ვის შეეძლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მოკვლა. უკვე 4 დეკემბერს ქალაქში ათასგვარი ჭორი გავრცელდა. ცხადი იყო, რომ კრიმინალური სამყარო პოლიტიკური ლიდერის მოკვლას ვერ გაბედავდა, ამის გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას (ამ შემთხვევაში შევარდნაძეს) ან სახელისუფლებო წრეებში მოტრიალე ჯგუფს ("მხედრიონს") შეეძლო. ეჭვს, მკვლელობის პოლიტიკური მოტივის შესახებ, პირად საუბრებში სამართალდამცავებიც გამოთქვამდნენ, თუმცა იმასაც დასძენდნენ, რომ "მიუხედავად აშკარა დაპირისპირებისა, შევარდნაძის ინტერესებში ჭანტურიას მკვლელობა არ შედიოდა, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდშიო"(?!). ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ იმ დროისთვის თურქმენეთში მყოფი შევარდნაძისთვის ჭანტურიას მკვლელობა მოულოდნელი იყო. 1994 წელს პოლიტიკურ წრეებში აშკარა გახდა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ნელ-ნელა სცილდებოდა შევარდნაძის მიერ გატარებულ სახელმწიფო კურსს, ედპ-ს მზად ჰქონდა ახალი საარჩევნო კანონის პროექტი, რის მიხედვითაც პარლამენტის ქვედა პალატა მხოლოდ პროპორციული წესით უნდა არჩეულიყო.


გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიებისთვის 5%-იანი, ხოლო საარჩევნო ბლოკებისთვის - 10%-იანი ბარიერი წესდებოდა, ამასთან, ედპ-ის ლიდერი შევარდნაძისგან ხალხის საკეთილდღეოდ რადიკალურ ნაბიჯებს მოითხოვდა. შევარდნაძე ცდილობდა, თავი აერიდებინა ჭანტურიას მოთხოვნებისთვის, ედპ-ის კონფერენციაზე გია ჭანტურიამ სახალხოდ მიმართაA სახელმწიფოს მეთაურს, - თუ ჩვენს პირობებს არ მიიღებთ, კონფრონტაცია გარდაუვალი გახდებაო. ერთი ვერსიით, გია ჭანტურიას მკვლელობა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მის მოხსენებას უკავშირდებოდა.


"1994 წლის 3 დეკემბერს, ედპ-ის ყრილობაზე, გია მოხსენებით უნდა წარმდგარიყო. ტერაქტის შემდეგ მოხსენების ტექსტი საქაღალდიდან გაქრა, ვერსად მივაკვლიეთ".


***ავთანდილ მარგიანის ვერსიით, ედპ-ის ლიდერი დიდ ფულს შეეწირა. "გიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან ავსტრიაში ერთ-ერთი ქართული პარტიის სახელზე მილიონ-ნახევარი დოლარი გადაჰქონდათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, იგორ გიორგაძე ითხოვდა მოსკოვში საქართველოს დესპანის, გია ზუმბაძის დაკითხვას, რომელიც იმ პერიოდში ედპ-ის წევრი იყო, თუმცა, ნება არ დართეს.ჭანტურია, ჩემი აზრით, სწორედ იმ ფულს შეეწირა".


***გიორგი ჭანტურიას თანამებრძოლმა, სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ, განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს:

„ბატონო ირაკლი,

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული იქნა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც იგი და მისი დაცვის წევრი მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ.

იმ პერიოდში თითქოსდა ჩატარდა გამოძიება და მკვლელები “დაისაჯნენ” კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გვაქვს. რა თქმა უნდა, გამოძიებას არ დაუდგენია და არც უცდია დაედგინა მკვლელობის მოტივი, მიზანი (რომელმაც უახლესი საქართველოს ისტორია შეცვალა) და ვინ იყო, თუ იყვნენ ამ საზარელი, გადაჭარბების გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულის დამკვეთები. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბის და ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტი, პირადი ინიციატივით განახორციელეს რიგითმა მხედრიონის წევრებმა, რომელთაც პიროვნულად არანაირი შეხება არ ქონიათ გიორგი ჭანტურიასთან.


თუ როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლები ისეთი როგორც არიან პარტიის პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძე და სხვები, არც კი დაუკითხავთ. უბრალოდ არც კი გასაუბრებიან მათ. რადგანაც მაშინდელი გამოძიებისთვის რეალური ვერსიები სრულიად მიუღებელი იყო. არ დაკითხულა სახელმწიფოს მაშინდელი ხელმძღვანელი ე. შევარდნაძე და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, მაშინდელი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია და სხვები.


განსაკუთრებული ეჭვები გააჩინა მაშინ იგორ გიორგაძის დაჯილდოებამ, ამ ფაქტიდან ორი კვირისთავზე (მას მოუმატეს წოდება), ხოლო გიორგი ჭანტურიას მკვლელობისათვის მსჯავრდებულ პირთა სწრაფმა შეწყალებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.


ბატონო ირაკლი, ვფიქრობთ, თქვენთვის სრულიად ზედმეტია იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უახლესი წარსულის შეფასებისა და მისი მომავლის განსაზღვრისთვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას.


სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ რაიმე სახის სამართლებრივი ქმედება და ამით დაგეხმაროთ გამოძიებაში, ვინაიდან ჩვენთვის ისიც კი უცნობია თუ ვინ არის საქმეზე დაზარალებულების უფლებამონაცვლედ ცნობილი, ვინ მონაწილეობდა პროცესში მხარის სახით და შესაბამისად არ შეგვიძლია ოფიციალურად გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმეს მაინც.


მსგავსი შინაარსის წერილით 2013 წელს საქართველოს პროკურატურას მიმართა გიორგი ჭანტურიას შვილმა, გიორგი ჭანტურიამ და გიორგი ჭანტურიას თანამებრძოლმა, მამუკა გიორგაძემ, სახალხო პარტიის თავმჯდომარემ.


პასუხად მივიღეთ რომ სასამართლოს კანონიერი განაჩენი ძალაშია შესული და საქმის ხელახალი გამოძიება შეუძლებელია.


2016 წლის 17 ივნისს ტვ “პირველის” ეთერით ერთ-ერთმა “შეწყალებულმა ბრალდებულმა” თემურ ხაჩიშვილმა განაცხადა: “2002 წელს საპარლამენტო კომისიამ (ამ კომისიის ზოგიერთი წევრი დღეს ხელისუფლებაშია) დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიების პროცესში განხორციელებული ძალადობით იქნა აღიარებითი ჩვენება მიღებული და საქმე პროცედურული დარღვევებითაა შედგენილი”.


ვფიქრობთ, თქვენთვის იმის ახსნა არ არის საჭირო, რომ ლოგიკურად ისმევა შეკითხვები, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს:


თუ “გასამართლებულებმა” არა, მაშინ ვინ მოკლა გია ჭანტურია?!


რატომ არ ინტერესდება ამ საქმით დღევანდელი ხელისუფლება?!


გიორგი ჭანტურიას მკვლელობის მოტივისა და მიზნის დადგენა, მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და რეალური მკვლელებისა და მკვლელობის შემკვეთთა გამოაშკარავება დღევანდელი ხელისუფლებასაც აშინებს?!


დღევანდელი ხელისუფლებასაც სურს დაუმალოს საზოგადოებას გიორგი ჭანტურიას მკვლელობით და შემდეგ განხორციელებული მოვლენებით განვითარების რა გზიდან გადაიყვანეს საქართველო?!


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამონახოთ გამოძიების განახლების სამართლებრივი საშუალება, მოგვცეთ შესაძლებლობა გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ყველა ღონე იხმაროთ აღნიშნული საქმის ხელახალი გამოძიებისა და ჭეშმარიტების დადგენისთვის.


მოგიწოდებთ, ნუ გახდება დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის გამგრძელებლი, რომელმაც საქართველოს მომავალი წაართვა!


13
1138
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1138
  
2023, 28 აგვისტო, 18:36
ცნობისთვის,ჩემი მიდგომა ასეთია,არ ვაღიარებ ავტორიტეტებს,სულ ცალ ფეხზე მკიდია ჭავჭავაძეც და ბერიაც,ისინი ადამიანები იყვნენ და ადამიანები როგორც წესი შეცდომებს უშვებენ. ჩვენ,მე და თქვენ უნდა ვისწავლოთ მათ შეცდომებზე,ამისათვის გვჭირდება სიმართლე,სად დაუშვეს შეცდომა და სად არა. ამიტომ თუ მოძებნით იმ მასალას,კარგი იქნება და გავეცნობი.
2023, 28 აგვისტო, 18:30
ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ იმის განცდა რო ეს ქვეყანა მათია,ბიუჯეტის ფული მათი გადახდილი გადასაადია და მათი საკუთრებაა,ამას აქვს თავისი მიზეზი,32 წელია ადამიანების გამოთაყვანებას მიუძღვნეს და შედეგიც სახეზე გვაქვს. თუნდაც ომი პერიოდი ავიღოთ,რას იცავენ ის ადამიანები,ვინც ომებში მიდიოდნენ? აბსტრაქტულ სამშობლოს,თუმცა თავისივე სამშობლოშივე მიჯირყვნილები არიან.სინამდვილეში,ეს ქვეყანა უნდა გახდეს ადამიანების საკუთრება და უნდა ერქვას მესაუკუთრეების ქვეყანა,რადგან ომში იმაზე კარგად ვერავინ იბძვის,ვიდრე ადამიანისა,ვისაც დასაკარგი ბევრი აქვს. ქართველთა უმეტესობას,რა აქვს დასაკარგი? 0.25 ჰა მიწა და 300 ლარი ანგარიშზე? ღირს კი ამისთვის ომში წასვლა და ბრძოლა? სახელმწიფო თხოვს ადამიანს გაიღოს ყველაზე ღირებული,თავისი სიცოცხლე და შესწიროს,ხოლო სანაცვლოდ რას აბრუნებს?
გადასახადზე ადრეც მითქვამს,ის უნდა იქნას დატანილი ქვითარზე და უნდა გამოცალკევდეს პროდუქტის ფასიდან. ასე მივიღებთ,ადამიანებს ეცოდინებათ კონკრეტული პროდუქტის ყიდვისას რამდენს იხდიან ბიუჯეტში. და დიახ,ამას ხელისუფალის გადაწყვეტილება სჭირდება,თუმცა ისევ იქ ვბრუნდებით,საზოგადოება არაფრის აზრზე არ არის და ვინ გაზრდის ხელისუფალს? გავაგზავნოთ უცხოეთში და ჩამოვლენ უცხოური აგენტები,საშენოდ არავინ გაგიზრდის იქ არავის,რაც კონკრეტულ ქვეყანას სჭირდება იგივე იდეოლოგიით ზრდიან ახალგაზრდებს. ამიტომ საჭიროა კარგი უნივერსიტეტები,თუმცა სახელმწიფოს ხელშია და ბარდაგია 90%,ხოდა რა გინდა რო ქნა?
2023, 28 აგვისტო, 18:21
მესმის,ხელისუფალმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,მიიღოს და აღასრულოს კანონი,თუმცა ის ხელისუფალი საიდან უნდა მოვიდეს? თუ საზოგადოება არეულია და არ აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება,ასეთი საზოგადოება რანაირად აღზრდის ისეთ პიროვნებებს,რომლებიც მოვლენ და დაალაგებენ არეულს. ისიც მესმის,რომ გამოსავალი გგონიათ ძლიერი ხელის მეთოდი და ასე ადამიანების მართვა,თუმცა ასე ადამიანებს კი არა,ცხოვლებს მივიღებთ,როგორც ჩრდილოეთ კორეაში. მე მგონა,ჩემი აზრით,ყველა ადამიანმა თავისი თავი უნდა შეცვალოს და ასე მოვა შედეგი. ადამიანს რო დასჭირდება ვიღაცის მითითება იმაზე,რაც თვითონ და მის მომავალს სჭირდება,ეს ადამიანი იქნება საცოდაობა და ის საზოგადოება უუნარო,რომელსაც ასეთი ადამიანები შეადგენენ. როგორც ერთ პერსონაჟი ამბობს,ერთ ძალიან კარგ სერიალში,შეგნებას სახრე და სტალინი არ სჭირდება და ასეა რა,სანამ არ გავითავისებთ რო ეს ქვეყანა ჩვენია,არაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ რო გარეთ ნაგვის დამყრელი ხალხი საკუთარ სახლს არ ანაგვიანებს,რადგან იცის რო მისი საკუთრებაა.
2023, 27 აგვისტო, 22:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2023, 27 აგვისტო, 16:28
აი,დღევანდელობა ავიღოთ,ის რო გაპარტახებულია ქვეყანა,ხეებს ჭრიან და ბეტონის ურჩხულებს აგებენ,ნაგავს რო სანაგვიდან 1 მეტრში ყრიან,ეს ბიძინას ბრალია ან თავის დროზე მიშასი? ეს არის თითოეული მოქალაქის ბრალი და პასუხიმგებლობა. ადვილია დააბრალო ყველაფერი ბიძინას ან მიშას,თუმცა საქმეს ამით არ ეშველება. რამდენი კაცი იყო ე.წ. გამათავისიფლბელთა ჯგუფში,100 თუ 1000? ჯაბას არ მოსწონდა ზვიადი და პირიქით,ხოდა ხალხმა ამიტომ ხოცა ერთმანეთი და დაანგრია ყველაფერი,ეს ვისი ბრალია? ზვიადის,ჯაბასი თუ საზოგადოების. ძმა ძმას გამოუდგა თოფით,დღემდე მტრობენ ერთმანეთს იმის გამო რო ერთი მხედრიონის ბრატი იყო და მეორე გვარდიელის,ხოდა ეს ვის დავაბრალოთ? ილია,სტალინი,ბერია და ედუარდა თითო პიროვნება იყო,აჩხუბებდა ხალხ მამლებივით და მეტი შეგნება არ უნდა ქონდეს საზოგადოებას რო ვიღაცის გამო მეზობელი არ უნდა მოკლას? ეს არის შეგნების ამბავი და ეგ შეგნება დაკარგა ხალხმა.ვერც იმას იტყვი რო მიშამ ან ბიძინამ ჩაკლა,რაც არ ქონიათ,როგორ ჩაუკლავდათ.
2023, 27 აგვისტო, 16:16
რა უნდა მეწყინოს,მე მაინტერესებს სიმართლე და არა შელამაზებული ტყუილი. რაც გამიგია ილიაზე და მის საქმიანობაზე,მაძლევს იმის თქმის საშუალებას რო ეს ვთქვა.თუ რამე იცით და დადასტურებულია ფაქტებით,გისმენთ და არანაირი წყენა არ მექნება. ის რო ჩვეულებრივი მემამულე იყო,გლეხებს წყალს არ ასმევდა და უკეტავდა ბაყბაყდევივით,ეგ ჟორდანიასებული და სოციალისტური პროპაგანდა მგონია.ილია იყო კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევარი,დღევანდელი ლიბერტარიანიზმის და გასაგებიც არის რო ბევრი რამე გაუგებარი ან მიუღებელი იყო მისი დროის საზოგადოებისთვის და ახლანდელისაც. როგორც არ უნდა იყოს,ისტორია კრიტიკული თვალით უნდა შეისწავლო და დადგინო ობიექტური სიმართლე. მე არ მოვსწრებივარ სსრკ,თუმცა არც ისეა საქმე,თითქოს ცხოვრება დუღდა და არც ისე,როგორც ამბობენ,თითქოს გაუსაძლისი იყო იქ ცხოვრება. იმ ბნელი წლების არ იყოს,სიმართლე სადღაც შუაში არის და ამის დადგენა არის მნიშვნელოვანი. ადამიანს წარსული სჭირდება მომავლის განსასაზღვრად,ხოლო თუ ტყუილზე არის დაფუძნებული წარსულის ცოდნა,მაშინ მომალიც გაურკვეველია. არანარი სენტიმენტები არც ილიას ან ზვიადის,არც დავითის ან თამარის მიმართ,არ ვფიქრობ რო უნდა მოქნდეს ან ვინმეს უნდა ქონდეს.სენტიმენტები ობიექტურად განსჯის უნარს კლავს,რაც სიმართლის დადგენასა და გააზრებას უშლის ხელს
2023, 26 აგვისტო, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
2023, 22 აგვისტო, 12:08
უფრო მეტსაც ვიტყვი,ზვიადის მტავრობის ჩამოგდება,ზურაბ ჭავჭავაძის და კოსტავას მკვლელობა ამერიკა რუსეთის ხელით მოხდა. არაფერში არ სჭირდებოდათ ფანატიკოსი პატრიოტი ზვიადი და გონიერი მერაბი,ჭკვიანი ზურაბი,ადგნენ და მოკლეს. მათი სიკვდილის მერე ზვიადს უნდა მოეტვვინა უკვე რაც მზადდებოდა,თუმცა ფანატიკოსი იყო და ემოციებით მოქმედებდა,ვერ გათვალა,დაიღუპა თავიც და მიაყოლა ქვეყანაც. ყველა თავისას აწვებოდა,თუმცა წარმოუდგენელია რატომ იყო პირველი კაცი ზვიადი და არა მერაბი? ყველაზე გაწონასწორებული კადრი იყო იმ შემადგენლობაში,თან იდეინი ტიპი და სიტყვის კაცი იყო. მას არ სურდა ყოფილიყო ლიდერი,არ სურდა პრეზიდენტობა ან სხვა რამე,ხოდა სწორედ ამიტომ იმსახურებდა მაგ პოზიციას. სისტემამ ციხიდან ციხეში ატარა,თუმცა ვერ გატეხეს კაცი,არც უტრაბახია ამით და ზოგიერთები ამას აკეთებდნენ. დასკვნა ასეთია,საქართველოს მაშინ დაე***რა,როცა მერაბი გარდაიცვალა. ხომ გახსოვთ,100 წლის წინანდელ საქართველოს როდის დაერხა? როცა ილია მოკლეს და სწორედ იგივე გაიმეორეს თითქმის ასი წლის მერეც.
2023, 22 აგვისტო, 11:59
რო გამოიძიონ,აზრი აქვს? სიმართლეს თუ იტყვიან თავისი თავი უნდა დაიჭირონ,ხოდა ტყუილში ისედაც ცხოვრობს ქვეყანა. ამ ხალხმა კიდევ ვერ გაიაზრა ფაქტი,რომ საქართველოში არა არჩეული,არამედ დასმული აგენტები მართავენ.ყველა რუსეთისკენ იხედება,თუმცა ამერიკასთან ერთად ხდება ეს ამბავი. ედიკა რუსულ ამერიკული პროექტი იყო,მიშაც და ამ ბიძინის ვერ გავუგე ჯერ ვერაფერი,თითქოს აგენტს გავს,თუმცა თავისი ინტერესებსაც რო არ ივიწყებს. რასაც მოვესწარი და რაც უეჭველად ვიცი,მიშა ხელისუფლებაში რუსებმა მოიყვანეს. რატომ უნდა ჩამოდიოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სიტუაციის დასტაბილურებისთვის? რატომ არ ეკიდათ ან უფრო მომგებიანი არ იყო მათვის,თუ არეულობა იქნებოდა?ჩამოვიდა ივანოვი,ჯერ ტროიკას შეხვდა და მერე თეთრ მელას,გამოვიდა ეს უკანასკნელი და სახლში მივდივარო. ეტყობა,პუტინი არ იყო კმაყოფილი ედიკასი,მეტი მოტეხა ან ამერიკისკენ გადაიხარა სასწორი,ხოდა მოათრიეს მიშა. რაც ქნა ამ შიზაფრენიკმა კი ვიცით ყველამ. ბიძინაც რუსების და ამერიკლების პროექტია,თუმცა იმ განსხვავებით რო რაღაცას დამოუკიდებლად ატრაკებს. თავისთავად,სხვა პალოდის ჩიტია და თავისი ავტორიტეტი გააჩნია,მერე ფული აქვს და ბევრი რამე შეუძლია,როცა მიშა მარტო უფროსობაზე იყო დამოკიდებული.
2023, 22 აგვისტო, 11:49
საქართველოში ისეთი მაფია,მიმიქარავს კოზანოსტრა და იტალიური მაფია,ისინი სად ბანაობენ საერთოდ. ყველა ერთმანეთს უპირისპირდება,თუმცა ყველა ერთად არის,ერთად ახრამუნებენ ბიუჯეტის ფულს და სულ ფეხებზე კიდიათ ხალხი. ეს ხალხი პირდაფჩენილი მიშტერებია,იქნებ ერთი გროში გადაუგდონ,თუმცა გაღორებული ნაბიჭვრები რას გადაუგდებენ. დგანან და ელოდებიან,იქნებ ბაზალეთის ტბის ძირას აკვანში ჩაწვენილი ბავშვის გაზრდას,თუმცა არავის შეომოწმებია,ის ბავშვი იქ არის ან თუ იყო საერთოდ.იქნებ დაიბადა,გაიზარდა,შეამოწმა ვინმემ? ამათი თვალსაწიერი ვერ სცდება მიშას და ბიძინას,აქუს და ხაზარას,ჩერგოს და ხაბეს,ხოდა ვაი ჩვენს პატრონს უბედურს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10