x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ იშორებდა სტალინი ჩინოვნიკების ცოლებს
image

მცირეა იმ ჩინოვნიკების ცოლების რაოდენობა, რომლებიც სტალინის ეპოქის დროს წყნარად მიაღწიეს სიბერეს ახლობლების და ნათესავების გარემოცვაში...ეკატერინა კალინინა, სოფია ფრუნზე, პოლინა ჟემჩუჟინა, ბუდიონის და ტუხაჩევსკის ცოლები..მათი ქმრები საბჭოთა ოლიმპის ზედა საფეხურზე იმყოფებოდნენ, სტალინმა კი ისინი ჯოჯოხეთში გაუშვა.


სტალინის პირველი მსხვერპლი ნადეჟდა კრუპსკაია გახდა.ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლის დროს ნადეჟდას სკანდალი მოუწყო და მას საკმაოდ უხეშად ექცეოდა, ხოლო ლენინის სიკვდილის შემდეგ სტალინი უკვე ღიად შეურაცხყოფდა კრუპსკაიას და დაემუქრა კიდეც, რომ ლენინის ქვრივად სხვას აღიარებდა.


საკუთარი ცოლის, ნადეჟდა ალილუიევას თვითმკვლელობას სტალინმა "ღალატი " უწოდა, რომელიც პირადად მის წინააღმდეგ იყო განხორციელებული, ასე რომ ქვრივად დარჩენილმა ბელადმა ამ ასპექტს მიაქცია ყურადღება:ჩინოვნიკები სამშობლოს ემსახურებიან, რად უნდათ მათ ცოლები?


image

კალინინის ცოლი ეკატერინა-ჩვეულებრივი გლეხის ქალი იყო ერთ-ერთი ესტონური სოფლიდან, შესანიშნავი დიასახლისი, სამაგალითო დედა, მუდმივად თვითგანათლებით იყო დაკავებული.

1938 წელს ბრალი დადეს შპიონაჟში, ტროცკიზმში და დივერსიების მოწყობაში, დაკითხვებზე ეკატერინა საკმაოდ მკაცრად იქცეოდა, იმუქრებოდა, რომ ამ გაუგებრობის შესახებ მისი ქმარი გაიგებდა და ყველას დასჯიდა, თუმცა მის ქმარს თითიც არ გაუნძრევია ბელადის შიშით, ქალს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო კალინინი კვლავაც განაგრძობდა ბელადის ერთგულად მსახურებას.

image

პოლინა ჟემჩუჟინა-ერთ-ერთ ყველაზე დიდი კონკურენტად სტალინს ვიაჩესლავ მოლოტოვი მიაჩნდა.


მოლოტოვის ცოლის კარიერა ყველაზე გავლენიან მამაკაცსაც კი შეშურდებოდა.თავიდან პოლინა მრეწველობის ნარკომის მოადგილე გახლდათ, შემდეგ უზარმაზარი პარფიუმერული კონცერნის ხელმძღვანელი...საბოლოოდ სტალინმა მოლოტოვს ცოლი ყაზახეთის სტეპებში გადაუსახლა, სადაც პოლინა ძლივს გადაურჩა სიკვდილს.სიცოცხლის ბოლო დღემდე პოლინა ჟემჩუჟინას ბრმად სწამდა სტალინის და მიაჩნდა, რომ ბელადმა სამართლიანად დასაჯა...

image


მიხეილ ფრუნზეს ცოლი სოფია მამაცი ქალი იყო, გულანთებული რევოლუციონერი, თავის ქმართან ერთად იყო წითელი კომანდირი, გამოიარა სამოქალაქო ომი.


ფრუნზე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, სტალინმა ისე მოაწყო, რომ ფრუნზეს სიკვდილი ბუნებრივი ყოფილიყო "მძიმე ავადმყოფობის შედეგი, რომლის წინაშეც ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ", ერთი წლის შემდეგ სოფიაც გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში.


image

არიან სხვა მაღალჩინოსნებიც ცოლებიც, რომლებიც ბელადის რეჟიმს ემსხვერპლნენ.მაგალითად ოლგა მიხაილოვნა, ბუდიონის ცოლს უფრო საშინელი ბრალდება წაუყენეს, მას სურდა საკუთარი ქმრის მოწამვლა და ამით სურდა მეთაურის გარეშე დაეტოვებინა წითელი არმია....ოლგას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


სტალინის დროს კრემლის ჩინოვნიკების ცოლები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიუყურებოდნენ..ამიტომაც ტუხაჩევსკის ცოლის, -ულამაზეს ნინი გრინევიჩის დეკოლტემ დააჩქარა მისი დასჯა.

image

0
559
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0