x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"შე თეს*ო, შე თეს*ოო, იქექებოდა ჩემ ჯიბეში და თან მეორე ხელით თავში მირტყამდა" - აქციის მონაწილეები პოლიციელის ვინაობას ამხელენ, ვინც ძალადობს მშვიდობიან მომიტინგეებზე

მხილებულია პოლიციელი, რომელმაც 29 დეკემბერს დღის მშვიდობიანი მომიტინგე ახალგაზრდები დააკავა. ის დავით მამაგეიშვილია.



"იცნობდეთ ჯალათს!
დღეს, რუსთაველზე, უდანაშაულო ბავშვები რომ დააკავა - დავით მამაგეიშვილი, ვინც დემონსტრანტების თქმით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ცემდა უკვე დაკავებულებს და ტელეფონებს იპარავდა!" - წერს ჯგუფ "დაიტოვეში" აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


დავით მამაგეიშვილი

დავით მამაგეიშვილი




მამაგეიშვილის ძალადობრივ ქმედებებზე აქტივისტი როსტო საუბრობს და ამბობს, რომ აპრილის აქციების დროს ის ჯიბეებს უჩხრეკდა, შეურაცხყოფდა და თავში ურტყამდა.



"აპრილში, ეს შავი დავით მამაგეიშვილი მცემდა უკვე დაბორკილს და ისე მაცლიდა ჯიბიდან ტელეფონს, თან გაცოფებული იყო, ორჯერ რომ გავაცურე და ამდენი ჩალიჩი მოუწია ტელეფონის გამო. შე თესლო, შე თესლოო, იქექებოდა ჩემ ჯიბეში და თან მეორე ხელით თავში მირტყამდა. ის მოქერო ბ(ო)ზისშვილი სერგი, წვერს მაგლეჯდა პერიოდულად და გარეთ სიცილით უყვებოდა სხვებს, როგორ მოახერხა ეგ.

როგორ ფიქრობთ ბიჭებო, სამართალი ურმითაც რომ დადიოდეს, რა დროში მოგადგებათ?" - წერს ფეისბუქზე როსტო.

image




საქართველოში 32 დღეა საზოგადოების პროტესტი არ წყდება. ხალხი აპროტეტებს რუსულ რეჟიმს და ითხოვს ახალ არჩევნებს. ამ ხნის მანძილზე 500-მდე დემონსტრანტია დაკავებული. შსს-ს წარმომადგენლები ძალადობრივ ქმედებებს მიზანმიმართულად იყენებენ უსაფუძვლოდ აკავებენ, სცემენ და აწამებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს.







0
240
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
240