x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"ქართული ოცნება" ჩვენი დაჭერით ზრდის დისიდენტთა თაობას, რომელიც საბოლოო წერტილს დაუსვამს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში" - ზვიად ცეცხლაძე

ზვიად ცეცხლაძე ღია წერილით მიმართავს საზოგადოებას ციხიდან და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ტყვეობაში მყოფ ახალგაზრდებს არა თუ აშინებს, არამედ ზრდის დისიდენტთა თაობას, რომელიც დაამარცხებს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში.



imageზვიად ცეცხლაძის ფოტო ფოტო პირადი ფეისბუქიდან



წერილს "დაფიონი" აქვეყნებს.

გთავაზობთ წერილს, ტექსტის სახით:


"სასწაული ხდება ციხეში, საოცარი გვერდში დგომა და მხარდაჭერა. დახურულ ციხეში ვართ, კამერიდან იშვიათად ვყოფთ ცხვირს, მაგრამ მაშინაც სხვა საკნებიდან გვესმის გამამხნევებელი შეძახილები. ვვარჯიშობთ, ნახევრად სამხედრო დღისწესრიგზე ვართ. ლიტერატურულ კუთხეებსაც ვქმნით. ვმსჯელობთ ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, სხვადასხვა სუბკულტურებზე, ისტორიაზე, ვცდილობთ აქტიურად ვადევნოთ თვალყური საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ღამით სარკმლიდან შემომავალი მთვარის შუქი გისოსების ჩრდილს სცემს წიგნების ფურცლებს და იმ სიბნელეს შორის მოქცეულ მკრთალ შუქზე ვკითხულობთ ჩვენს ლიტერატურას. ჩვენ იმაზე ძლიერები დავბრუნდებით ტყვეობიდან, ვიდრე ვიყავით. ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ რეპრესიებით შეგვაშინებს, სინამდვილეში კი ჩვენი დაჭერით ზრდის დისიდენტთა თაობას, რომელიც საბოლოო წერტილს დაუსვამს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში. თქვენ გგონიათ, რომ სიბნელეში დაგვმარხეთ, სინამდვილეში კი მიწაში დაგვრგეთ და აწი ვიდგამთ ფესვს!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ ერთიან საქართველოს!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!

12.12.2024 ზვიად ცეცხლაძე".

ზვიად ცეცხლაძე არის ახალგაზრდული ორგანიზაცია "დაფიონის" ხელმძღვანელი. ბიძინა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ის 4 დეკემბერს დააკავა.



0
33
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
33