სიახლეები გოგონამ მხოლოდ 19 წელი იცოცხლა, მაგრამ მისი ბიოლოგიური ასაკი 152 წელს მიუახლოვდა დღეს, 10:00 გოგონა იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რა დროსაც ერთ წელიწადში რვა წლით დაბერებას იწვევდა, 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამხრეთ აფრიკის მკვიდრი, ჰაჩინსონ-გილფორდის სინდრომით (პროგერია) დაავადებული ბეანდრი ბუისენი სოციალურ ქსელებში აზიარებდა საკუთარი ცხოვრების დეტალებს.
ამ დაავადებას ახასიათებს ნაადრევი დაბერება კანის, ძვლებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით. მიუხედავად იმისა, რომ ბეანდრი ოფიციალურად მხოლოდ 19 წლის იყო, მისი ბიოლოგიური ასაკი უფრო ახლოს იყო 152 წელთან. მსოფლიოში დაფიქსირებულია პროგერიის 350 შემთხვევა; ბეანდრიმ სიკვდილამდე ორი თვით ადრე გაიკეთა გულის ღია ოპერაცია და სურდა დეკემბრის ჩათვლით ეცოცხლა, რათა შობა ოჯახთან ერთად აღენიშნა. გოგონას მეგობარი ონტლამეცე ფალაცე ჰყავდა, რომელიც ანალოგიური დაავადებით იტანჯებოდა, ის გასულ წელს, 18 წლის ასაკში გარდაიცვალა.(ფოტოზე) ბეამ, ბეანდრის დედამ, თქვა, რომ მისმა ქალიშვილმა სიცოცხლისთვის ბრძოლა 18 დეკემბერს წააგო. მან ქალიშვილის მიმდევრებს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა. ”ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ბეანდრი, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და შთამაგონებელი გოგონა, რომელიც ყოველთვის იმედსა და სიხარულს ასხივებდა. ბეანდრი ცნობილი იყო არა მხოლოდ თავისი ენერგიული ინდივიდულობით და გადამდები სიცილით, არამედ იმითაც, რომ იყო უკანასკნელი ადამიანი სამხრეთ აფრიკაში, რომელიც იტანჯებოდა იშვიათი გენეტიკური დაავადებით - პროგერიით. მან თავისი მაგალითით შთააგონა ათასობით ადამიანი მთელს მსოფლიოში. მას არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა." ბეანდრისს დარჩა მშობლები 53 წლის ბეა და 57 წლის პიტერი და სამი უფროსი ძმა ჯაკო 23 წლის, ჰერმანი 21 წლის და რუბენი 14 წლის. ცნობისთვის, პროგერიით დაავადებულთა შორის, ყველაზე დიდხანს იცოცხლა სემი ბასომ. ის 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. 167 1-ს მოსწონს
|