სიახლეები აფხაზები ქართულ მხარისგან გაზრდილი ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებას ითხოვენ 18 დეკემბერი, 16:56
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებს დაავალა ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა განიხილონ.
როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, მოცულობის უსასყიდლოდ გაზრდის სანაცვლოდ აფხაზური მხარე ზამთარში მიწოდებული ელექტროენერგიის ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობას დებს. ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებლების შესახებ… მე ვესაუბრე ენგურჰესის ხელმძღვანელ ლევან მებონიას და ვთხოვე, წასულიყო და ელექტროენერგიის ქართველ მიმწოდებლებთან ესაუბრა, რომ ენგურჰესის გავლით აფხაზეთისთვის მიწოდება ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობით გაგვიზარდონ, ” - აცხადებს ბგანბა. როგორც ცნობილია, რუსეთმა აფხაზეთს უფასო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკუთარი სიმძლავრეები არ არის საკმარისი ნორმალური ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად.დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება. ნოემბერში აფხაზეთის ე.წ.პარლამენტმა ჩააგდო რუსეთის იურიდიული პირების მიერ ადგილობრივ ეკონომიკაში ინვესტიციების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. ამის გამო რუსეთმა შეაჩერა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.ეს შეეხო ელექტოენერგიასაც. მრავალი წლის განმავლობაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იღებდა უფასო ელექტროენერგიას რუსეთიდან. ე.წ. ვიცე-პრემიერი და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ამბობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შთამბეჭდავი იყო: „მიწოდებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობა 2024 წლის ოქტომბრისთვის იყო 2 მილიარდ 900 მილიონი კვტ/სთ, საერთო ღირებულება 11 მილიარდ რუბლზე მეტია. აქედან 10, 1 მილიარდი რუბლი რუსეთის ფედერაციიდან უსასყიდლოდ მიეწოდებოდა“, - განაცხადა . ე.წ. ვიცე-პრემიერმა და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა. დღეს «Интер РАО» -ს აღმასრულებელმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ხელშეკრულების ფარგლებში წინასწარ გადახდას ექვემდებარება, მისი 2025 წელს გაგრძელების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ განიხილება. ცნობისათვის, 1997 წელს ზეპირი შეთანხმების შედეგად, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიაქვს, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კრიზისის გამო, ამ ნიშნულს ხშირად აჭარბებს. 110 3-ს მოსწონს |
ბნელ 90იანებში,აზერბაიჯანი ეთნიკურ აზერბაიჯანელებს საქართველოში უზრუნველყოფდა დენით და გაზით,სიმბოლურ ფასად აკეთებდა ამ ამბავს და დღესაც განსხვავებული ტარიფი აქვთ ამ ხალხს სოკარის გაზზე. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე და აზერბაიჯანი ამას აკეთებს. ეგ კი არა,უკრაინაში აგზავნის უამრავ დახმარებას იქაურ აზერბაიჯანელებისთვის.