ქართული ოცნების ლიდერს და მომავალ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს, უმცირესობის წარმომადგენლები ყველა შეხვედრაზე სთხოვენ დაპირებულ, გაზრდილი პენსიის დაწყების დროს. პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილივერ აკონკრეტებს, რა პერიოდიდან გახდება საქართველოში პენსია 220 ლარი და აცხადებს, რომ ეს ინვესტიციების შემოსვლაზე და ზრდაზე იქნება დამოკიდებული.აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურა ჯაფარიძის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პენსიის 220 ლარამდე ზრდა უახლოეს რამდენიმე წელიწადში იქნება შესაძლებელი.გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის პასუხს პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით: "ჩვენი შეთავაზებაა რომ პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ქვემოთ, საარსებო მინიმუმი მე ვთვლი რომ არის 220 ლარი, ამიტომ ჩვენს პირობებში
პირდაპირ მიღებული იქნება ეს კანონი და პრაქტიკულად პენსია გაუორმაგდებათ ჩვენს პენსიონერებს. ეს არის ის შეთავაზება რომელიც რეალისტურია, " მრავალჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე არანაკლები, თუმცა ჩვენ არასდროს ვაფიქსირებდით კონკრეტულ თარიღს. ზუსტად ვერც ახლა დაგიკონკრეტებთ, ეს მომავალ ერთ წელიწადში იქნება, თუ უფრო გვიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხერხდება
ინვესტიციების ზრდა. ამ სიტყვების მერე საზოგადოებაში ორად გაიყო აზრი, ნაციონალების მხარდაჭერები რათქმაუნდა ალაპარაკდნენ იმაზე, რომ აგერ არაფერს არ ასრულებენო, პენსიები გადაწიეს წლების მერეო, ივანიშვილმა თავისი სიტყვა უკან წაიღო და მოგვატყუაო. ზოგი კი ეთანხმება ივანიშვილის სიტყვებს და აცხადებს, რომ მართლაც დრო არის საჭირო.