x
image
jango
ივანიშვილს საკუთარი სიტყვები უკან მიაქვს?

imageქართული ოცნების ლიდერს და მომავალ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს, უმცირესობის წარმომადგენლები ყველა შეხვედრაზე სთხოვენ დაპირებულ, გაზრდილი პენსიის დაწყების დროს. პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილივერ აკონკრეტებს, რა პერიოდიდან გახდება საქართველოში პენსია 220 ლარი და აცხადებს, რომ ეს ინვესტიციების შემოსვლაზე და ზრდაზე იქნება დამოკიდებული.აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურა ჯაფარიძის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პენსიის 220 ლარამდე ზრდა უახლოეს რამდენიმე წელიწადში იქნება შესაძლებელი.გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის პასუხს პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით: "ჩვენი შეთავაზებაა რომ პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ქვემოთ, საარსებო მინიმუმი მე ვთვლი რომ არის 220 ლარი, ამიტომ ჩვენს პირობებში
პირდაპირ მიღებული იქნება ეს კანონი და პრაქტიკულად პენსია გაუორმაგდებათ ჩვენს პენსიონერებს. ეს არის ის შეთავაზება რომელიც რეალისტურია, " მრავალჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე არანაკლები, თუმცა ჩვენ არასდროს ვაფიქსირებდით კონკრეტულ თარიღს. ზუსტად ვერც ახლა დაგიკონკრეტებთ, ეს მომავალ ერთ წელიწადში იქნება, თუ უფრო გვიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხერხდება
ინვესტიციების ზრდა. ამ სიტყვების მერე საზოგადოებაში ორად გაიყო აზრი, ნაციონალების მხარდაჭერები რათქმაუნდა ალაპარაკდნენ იმაზე, რომ აგერ არაფერს არ ასრულებენო, პენსიები გადაწიეს წლების მერეო, ივანიშვილმა თავისი სიტყვა უკან წაიღო და მოგვატყუაო. ზოგი კი ეთანხმება ივანიშვილის სიტყვებს და აცხადებს, რომ მართლაც დრო არის საჭირო.






13
1623
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
1623
  
2012, 4 ნოემბერი, 11:18
აუუუუუუუ სააკაშვილს ტიპებმა 9 წელი აცადესს პენსიის 160 ლარამდე აწევა საქართველოს მთლიანობის აღდგენა და კიდევ ბევრი სხვა რამე მარა ეს ყველაზეე მეტად რითიც მოხიბლა ხალხიიი და რითიც გაიმარჯვა იმ წინა არჩევნებში 9 წელი აცადეეთ ხალხოო და არ გააკეთა კიარა უარესობაშიც ჩაგვაგდო ტერიტორიის მხრივ და 9 თვე მაინც აცადეთ და მერე ილაპარაკეთ რაა კაცურადდ !
2012, 26 ოქტომბერი, 1:32
პენსიონერობა საოცნებო უნდა გახადონ თუ 220 ლარი რა ამბავია "ჩემი დედას ვფიცავარ" ( ინტონაციით) :D
2012, 25 ოქტომბერი, 20:21
ბიძინამ ყველაფერი გარკვევით თქვა დღევანდელ მოხსენებაში,ზალიან უბრალო გასაგებ ენაზე.ვიცით რომ ის არ არის დიპლომატი და საუბრობს უბრალო გლეხურ ენაზე.გამგები გაიგებს
2012, 25 ოქტომბერი, 20:12
მე ვიტყოდი, რომ აქ ბ-ნი ბიძინა თავს იკავებს. რაღაც უნდა ეთქვა......შეიძლებოდა, რომ ეთქვა....
2012, 25 ოქტომბერი, 18:59
ყველაფერი რიგზე იქნება ,ამაში ეჭვი ნუ გეპარებათ,მხარში უნდა დაუდგეთ ყველამ ბიძინას,ხელები დავიკაპიწოთ და ვიშრომოთ,და შევქმანათ ჩვენ თვითონვე ჩვენი მომავალი,ბიძინა ყველა თავის დაპირებას შეასრულებს ნუ გეშინით.მაგ გამყიდველების დემაგოგიას ნუ უსმენთ
2012, 25 ოქტომბერი, 12:15
რა თქმა უნდა ისევ და ისევ ღმერთის იმედი გვაქვს.
2012, 25 ოქტომბერი, 12:11
ისევ ღმერთი თორე ამათმა რა უნდა გაგვიკეთონ
2012, 25 ოქტომბერი, 12:09
ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად იქნეს, მაგრამ რატომღაც ეჭვი მეპარება რომ ეს უახლოეს 50 წელში მოხდეს...
2012, 25 ოქტომბერი, 12:02
კი მეც გეთანხმები
2012, 25 ოქტომბერი, 12:01
საარჩევნოდ ყველა გვაბოლებს!!! ამას მიჩვეული ვარ უკვე :) 4-ე მთავრობას ვუყურებ ეხლა და სულ ერთიდაიგივე სიტყვები მესმის... საოცარია...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10