საზოგადოება „პარლამენტთან ყოველთვის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, ახლა ევროკავშირზე დამოკიდებულებას მოითხოვენ“ - ხუნდაძე გუშინ, 22:08
.
პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეები დიდი ხანია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ზღვარს გასცდნენ და დაუშვებელია ამას მშვიდობიანი აქცია ეწოდოს. ის ამბობს, რომ ჩვენი წინაპრები ყოველთვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით იკრიბებოდნენ და მართავდნენ საპროტესტო აქციებს, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა. ამჟამად ხალხი დგას და ითხოვს ევროკავშირზე დამოკიდებულებას. ამის შესახებ დეპუტატმა ერთ ერთი ქართული ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
.
“ჩვენი წინაპრები 20 წლის წინაც და 30 წლის წინაც, უფრო ადრეც პარლამენტის შენობის წინ იკრიბებოდნენ და მუდმივად ითხოვდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. საქართველოს დამოუკიდებლობა იყო ყოველთვის ხაზგასმული. დღეს რას ვხედავთ, ახლა აქცია იმართება იმ მოთხოვნით, რომ დამოკიდებული გავხდეთ ევროკავშირზე... ოღონდ მიგვიღონ და სულ ერთია სხვა ყველაფერი. -- ამბობს ხუნდაძე . დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქართული პოლიციაა, რომელიც ამ ტიპის შეტევებს ითმენს და არ არის რადიკალური. ამ დროისთვის 100-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული, მოტეხილობებით, დამწვრობებით, სხვადასხვა დაზიანებებით არიან. რამდენიმე ისევ საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს. - აღნიშნავს ხუნდაძე. . დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს? - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში. მისი თქმით, დაუშვებელია ძალადობრივი აქციის მონაწილეებად არასრულწლოვნების გამოყენება. . „ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ვხედავთ, როგორ იყენებენ რადიკალები ფარად არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს. ოპოზიციური არხები სიამაყით აშუქებენ 10-12 წლის ბავშვების კომენტარებს, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზე მსჯელობენ. ალბათ ნახეთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალები, სადაც პატარა ბავშვები ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ და პიროტექნიკას ესვრიან სამართალდამცავებს. რასაკვირველია, დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს?“ - აღნიშნა კალაძემ. . თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და ხაზი გაუსვა კონკრეტულ ინციდენტებს, რაც, მისი თქმით, მოკვლევას საჭიროებას. „მივმართავ ჩვენს მართლაც საამაყო პოლიციელებს, თქვენ ეს დღეები ნათლად აჩვენეთ სამართალდამცავის ღირსება და იმიჯი. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, იმ შეურაცხყოფის ატანისთვის, რასაც გაყენებენ; კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რომ ნებისმიერმა გადაცდომამ და წყობიდან გამოსვლამ შეიძლება რადიკალების წისქვილზე დაასხას წყალი და გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს. იყო რამდენიმე ინციდენტი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოკვლევას“, - განაცხადა კახა კალაძემ.. 25 1-ს მოსწონს
|