საზოგადოება „მშვიდობით, პროფესიავ…“ – მაია ასათიანმა ტელეეკრანზე დაბრუნება გადაიფიქრა?! 30 ოქტომბერი, 19:07 .
.
როგორც ჩანს ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ტელეეკრანზე დაბრუნება გადაიფიქრა. რამდენიმე დღის წინ ის ამბობდა, რომ არჩევნებს უცდიდა და თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა ტელეეკრანზე დაბრუნდებოდა და გადაცემას გააკეთებდა. ახლა კი ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით დაწერა, რომ ემშვიდობება პროფესიას.
. ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მოწმობას აზიარებს და წერს – „მშვიდობით, პროფესიავ…“ უკვე წლებია, მაია საკუთარ გადაცემას და ტელეეკრანზე გამოჩენას დაემშვიდობა. მისმა ამ პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია გამომწერებს შორის და უამრავი კომენტარი მიიღო: „ტელევიზია უშენოდ არაფერია, მაიკო…“ „უყურებ ტელევიზიას, ვერ ხედავ ასათიანს. უყურებ ასათიანს, ხედავ ტელევიზიას…“ „არა და როგორ მომწონდა პროფილი…“ . . რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სამწლიანი დუმილი დაარღვია და ტელეეკრანებიდან გაუჩინარების შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. 16 ოქტომბერს ის ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემას სტუმრობდა სადაც სხვა საინტერესო თემებთან ერთად მის მოსაზრებებზეც ისაუბრა და ასევე ყველასთვის საინტერესო შეკითხვას უპასუხა – თუ როდის დაბრუნდება ის ტელეეკრანებზე. მისი თქმით, ის საპარლამენტო არჩევნებს ელოდება. როგორც მაია ასათიანმა არჩევნებამდე განმარტა, ტელეეკრანზე დაბრუნებას ის სულ მალე გეგმავდა, რადგან ძალიან მოენატრა ეს სფერო და თვლის, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. მისი თქმით, უკვე ზუსტად იცოდა, როგორი ფორმატის გადაცემას მოამზადებდა, ვინ იქნებოდა მისი ახალი გადაცემის სამიზნე აუდიტორია და რისთვის გაკეთდებოდა ეს გადაცემა. “ველოდები არჩევნებს, ახლა მე ძალიან მინდა ტელეეკრანზე დაბრუნება!... ზუსტად ვიცი, რომ დავბრუნდები! ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ... აუცილებლად დავბრუნდები. ზუსტად ვიცი, რა გადაცემას და როგორ გავაკეთებ, ვისთვის იქნება ეს გადაცემა და როგორი სასარგებლო იქნება. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ საქართველო იქნება ევროპის ნაწილი. ამაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ბრძოლა არ გვქონია. ვხედავ იმ დღეს, როცა დავბრუნდები. ეს აუცილებლად მოხდება, მე ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, – ამბობს მაია ასათიანი. . 110 1-ს მოსწონს
|