კერძები ბოსტნეულისაგან კატლეტი კომბოსტოთი და სოკოთი: სწრაფი, გემრიელი და ჯანსაღი გუშინ, 20:21 ძალიან გემრიელი და თითქმის დიეტური კერძია. კომბოსტოს და სოკოს დამატებით კატლეტი გამოდის წვნიანი, არომატული და ოდნავ ტკბილი გემოთი.
ინგრედიენტები კატლეტის მოსამზადებლად: 500 გრამი თეთრი კომბოსტო (ხიკვის გარეშე), 500 გრამი ქამა სოკო, 200 გრამი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი, 2 კვერცხი, 100 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი მარილი, მეოთხედი ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა, 100 მლ მცენარეული ზეთი, არაჟანი სუფრაზე გასატანად.როგორ მოვამზადოთ? 1. პროდუქტები მოამზადეთ. კომბოსტო გრძელ თხელ ზოლებად დაჭერით.2. დიდ ქვაბში 3 ლიტრი წყალი აადუღეთ. მასში კომბოსტო მოათავსეთ. თუ კომბოსტო ახალია, 5 წუთი ხარშეთ, თუ ძველი - 8-10 წუთი. 3. ხახვი გაასუფთავეთ და პატარა კუბებად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. 4. სოკო წვრილად დაჭერით. 5. მზა კომბოსტო საწურზე გადაიტანეთ და წყალს დაწურვა აცადეთ. 6. თასში მოათავსეთ სოკო, ხახვი და ნიორი. 7. დაუმატეთ კვერცხი, ½ ჩაის კოვზი მარილი და ¼ ჩაის კოვზი წიწაკა. 8. კომბოსტო დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 9. ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. 10. ტაფაზე 2 სუფრის კოვზი ზეთი კარგად გააცხელეთ. კომბოსტოს მასიდან კატლეტებს ფორმა მიეცით და ცხელ ტაფაზე გადაიტანეთ. 11. კატლეტები თითოეული მხრიდან 3-4 წუთი შეწვით, შეწითლებამდე. შემდეგ თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე 5 წუთი ამზადეთ. შემდეგ თავსახური ახადეთ და კატლეტები კიდევ 2 წუთი შეწვით. 12. მზა კატლეტები ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ზეთი მოშორდეს. 13. ასე შეწვით ყველა კატლეტი, საჭიროების შემთხვევაში მცენარეული ზეთი დაუმატეთ. 14. კომბოსტოს და სოკოს კატლეტი არაჟანთან ერთად სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით! ასევე დაგაინტერესებთ: თითებს ჩაიკვნეტთ! ქათმის რეცეპტი ლაიმის საწებელში წვეულებისთვის ყოველთვის სამეფო კერძს ვამზადებ: ფარშირებული ყაბაყი როცა ბორში და ვინეგრეტი მოგბეზრდათ: იტალიური ჭარხლის ნიოკი ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თაფლი, ნიორი და სოიოს სოუსი ერთმანეთს ასე მოუხდებოდა როგორ გადავაქციოთ მაკარონი კულინარიულ შედევრად: უჩვეულო კერძი ფარშის და ყველის შიგთავსით 18 შეფასება არ არის |