სხვა განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია გურამ კაშიას, თორნიკე შენგელიას და ვასილ ლობჟანიძეს მიმართავს 2024, 30 ნოემბერი, 13:22
"გურამ კაშიას, თორნიკე შენგელიას, ვასილ ლობჟანიძეს.
თქვენ, როგორც ეროვნული ნაკრებების კაპიტნებს, არაერთხელ გითხოვიათ გულშემატკივრებისთვის, სტადიონზე მოდით და მხარი დაგვიჭირეთო.
ახლა ამ ხალხს, ვინც თქვენ თხოვნას არაერთხელ გამოხმაურებია და სტადიონები გადაუვსია, სცემენ, თავებს ხელკეტებით უხეთქავენ, წიწაკის სპრეებით წამლავენ იმისთვის, რომ მათ თავიანთი - და თქვენი - სამშობლო რუსეთისთვის არ ემეტებათ.
მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მკაფიო პოზიცია (და არა ინსტაგრამ სთორებით კეკლუცობა) თქვენ უფრო გჭირდებათ. იმისათვის, რომ ხვალ გქონდეთ იმის უფლება, რომ ხალხს ისევ სთხოვოთ სტადიონზე მოსვლა.
არჩევანი თქვენზეა."-წერს კახა ლომაია.
264 3-ს მოსწონს
|