x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ზოგი ქალაჩუნა და უნიათო საჯარო მოხელის შვილებიც იმყოფებიან აქციაზე, აქტიურობენ, კადრულობენ უამრავ სიბინძურეს“ - გიორგი გამსახურდია
image

.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეების შვილებიც აქციაზე დგანან და საკუთარი მშობლების ჩამოგდებას ცდილობენ. მისი თქმით, ასეთი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გამსახურდია ასევე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიცია ცდილობს ვითარება ტრამპის თეთრ სახლში შესვლამდე არიოს.

.


"მოკლედ, ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ ის კარგი და მაგარი ადამიანი, ფსევდოლიბერალების რისხვა და მეხი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი. ასევე ფული აქვთ ამ მავნებლობაში აღებული და დამფინანსებლებს უნდათ აჩვენონ რაიმე კონკრეტული შედეგი.
.
მიდიან პოლიციის დისკრედიტაციაზე, ჟურანალისტებს ესხმიან თავს და ა.შ. ჩვენ გვმართებს თავისთავად რკინისებრი მოთმინება, მაგრამ გავლენ თუ არა კანონის ჩარჩოდან, მთელი სიმკაცრით უნდა გავცეთ პასუხი ამ მართლა ორკებს.
P.S. ზოგი ქალაჩუნა და უნიათო, საჯარო მოხელის შვილებიც იმყოფებიან აქციაზე, აქტიურობენ, კადრულობენ უამრავ სიბინძურეს და ა.შ.
.
ჩემი აზრია, უნდა დადგეს მსგავსი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი, კაცი რომ ოჯახს ვერ აქცევს ყურადღებას, სამინისტროს და უწყებას ვერ მიხედავს.თან, საერთაშორისო არენაზე.

.

არ დავიწყებ სიტყვების რახარუხს, ისედაც ძალიან ბევრი ითქვა და მეც მხოლოდ შევუერთდები იმ ჯანსაღ კრიტიკას, რაც გიორგი კალანდარიშვილზე მომხდარ უზნეო ფაქტს მოყვა. ვეთანხმები ლევანს, ზუსტად თქვა ყველა ნორმალური ადამიანის სათქმელი, თავისთავად მისდამი მინიჭებული მანდატიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ღრმა მწუხარების მიუხედავად, ჩვენი ე.წ ოპოზიციის ენა და სახე. მართლაც შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში! კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ უნდა აგიტანოთ, ესე მუშაობს დემოკრატია.
ლევან იოსელიანი არის ომბუდსმენი, გაწონასწორებული ადამიანი და ყველა განზომილებაში პიროვნება. ლევანზე უარყოფითი განწყობების მაგიერ, მოძალადეებზე ისაუბრეთ კომენტარებში. თუ ასე გსურთ.
  • 1997 წელს, რომ ჩამოვედი საქართველოში, მე დამხვდნენ და შეძლების გვარად, გვერდში დამიდგნენ, თორნიკე ფიფია, ვაჟა აბაკელია, ნუგზარ ფოფხაძე, ავთო ჯორბენაძე, ნუგზარ საჯაია, გია კობახიძე, სოსო ალავიძე, კახა თარგამაძე, ჯიმი მიქელაძე, თემურ მურღულია, გივი ჭიკაიძე, ნუგზარ გაბრიჩიძე, დავით ჯინჯოლავა, თამაზ ალანია, ელგუჯა ჯამბურია, უშანგი მგელაძე, ოთარ მიქაძე, რეზო ფოჩხუა, თამაზ თამაზაშვილი, ნუგზარ ღამბაშიძე, მერაბ გერგაია, ჯემალ გახოკიძე, ვახო ქუთათელაძე, თამაზ აბულაძე, ნუგზარ ბაბუციძე და უამრავი ადამიანები.სულ ვრწმუნდებოდი, იმაში რომ ამ ადამიანებს, ზვიადის დიდი პატივისცემა ქონდათ და აქვთ დღემდე, წასულების ხსოვნა მარადიული. მე, პირადად ამ ადამიანებს პატივს ვცემ და მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩემთვის ეს ადამიანები არიან და დარჩებიან ჩემთვის უმთავრეს ადამიანებად.არ ეგონოს არავის, რომ მაშინ ცხოვრება მარტივი იყო. ძალიან ძნელი იყო ის პერიოდი და ამ ხალხთან ერთად გავიარეთ შერიგების დიდი პროცესი. არ შეიძლება დღეს ამ ყველაფრის ამ ფორმაში ყურება, უნდა შევძლოთ რომ ქვეყანა ერთობით გადარჩეს. სამწუხაროდ, დღევანდელ ე.წ ოპოზიციას ეს არ ესმის და უფრო მეტიც, ქვეყნის მტრობაზე არიან გადასული"- წერს გიორგი გამსახურდია სოცქსელში.
,

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0