x
image
ლურჯი თოლია
დავით აღმაშენებლის ოჯახი

დავით აღმაშენებელი

ახალგაზრდა უფლისწული და მეფის ერთადერთი შვილი ადრეულ ასაკში უნდა დაქორწინებულიყო. მისი პირველი ქორწინების შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა შემონახული. ტახტზე ასვლისას სავარაუდოთ მას უკვე ჰყავდა ცოლი, ან მალე დაქორწინდა. ქორწინება პოლიტიკური იყო სომეხ მოკავშირეებთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით. მისი პირველი ცოლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წარმოშობით სომეხი ყოფილა. ზოგიერთი წყარო მას რუსუდანად მოიხსენიებს, თუმცა არც ესაა დადასტურებული. დავითს მისგან შეეძინა სამი შვილი: უფროსი თამარი, ვაჟი - დემეტრე (მოგვიანებით საქართველოს მეფე), რომელიც დაიბადა დაახლოებით, 1093 წელს და ქალიშვილი - კატაი. თამარი უფროსი იყო მეფის შვილებს შორის. 1105-1106 წლებში იგი შირვანში გაათხოვეს აფრიდუნ შირვანშაჰის ძე მანუჩარზე. კატაი გათხოვილი იყო ბიზანტიის იმპერატორის, ალექსი კომნენოსის უმცროს ვაჟზე - ისააკზე და დედოფლობისას ეწოდა ირინა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კატაი შესაძლებელია ყოფილიყო ნიკიფორე ბრიენოსისა და ანა კომნენოსის ვაჟის, დიდი დუკას, ალექსი ბრიენოსის მეუღლე. მოგვიანებით, დავითი ასევე პოლიტიკური მიზეზით იძულებული გახდა, დაქორწინებულიყო მეორედ. ამიტომ გაშორდა პირველ ცოლს, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა. უცნობია მისი გარდაცვალების თარიღი.

დავით აღმაშენებელს მეორე მეუღლე იყო ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი, რომელთან ქორწინება პოლიტიკური იყო და შედგა დაახლოებით 1107 წელს. ქორწინებიდან დაიბადა ვაჟი — ვახტანგი (1112-1138). გურანდუხტ დედოფალს ქალიშვილებიც შესძენია, ერთ-ერთი თამარ მრწემი და მეორეს სახელი უცნობია, სავარაუდოდ - რუსუდანი. ისინი მეფის ანდერძში მოიხსენიებიან. თამარ მეფის დროინდელი ისტორიკოსის თქმით, დავითის ერთი ასული, რომელიც სწორედ გურანდუხტ დედოფლისაგან უნდა შესძენოდა მეფეს, გათხოვილი ყოფილა ოსეთში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, გურანდუხტს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა გიორგი, რომელიც ახალგაზრდა დაიღუპა. დავითის გარდაცვალების და დემეტრეს ტახტზე ასვლის შემდეგ გურანდუხტმა სასახლე დატოვა. უცნობია, როგორ განვითარდა მისი ცხოვრება და როდის გარდაიცვალა.

ძლიერი მმართველი მეუღლის ფონზე დედოფლების ძალაუფლება ნომინალური იყო და ძირითადად შვილების აღზრდით შემოიფარგლებოდა. მათი სურათები ან ფრესკები არ არის შემორჩენილი.

2
277
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
277
  
16 ნოემბერი, 19:09
ხო,სიშტერის ზეილია ყოველდღე თბილისის ქუჩებში,ამდენი შტერი ადამიანი და მით უფრო ახალგაზრდა თუ ცხოვრობდა ქვეყანაში არ მეგონა,რაც ძალიან სამწუხაროა.არა,ჩემთანაც იყვნენ გალენჩებულები,მარა ამ თაობაში ძალიან მაღალი პროცენტულობით არის. ერთ ჩემს ნაცნობ ახალგაზრდას სურს პოლიციაში მსახურება,ტესტები ჩააბარა და გასაუბრებაზე დაიბარეს,ხოდა იქედან უარით გამოისტუმრეს. არ გაინტერესებთ,რა კითხვაზე არ იცოდა პასუხი?! უკითხავთ,ვინ არის კახეთის პირველი მეფეო და ამას უთქვამს,ერეკლე მეორე არის კახეთის პირველი მეფეო. ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა,ჯერ პოლიციის და მერე ამ ახალგაზრდის. პოლიცმაისტერს რაში სჭირდება ამის ცოდნა,თუმცა უნდა სცოდნოდა მაინც,ისე თავისთვის. საინტერესოა,რას აკეთებდნენ 12 წელის სკოლაში,რას ასწავლიდან ან აკეთებინებდა ისტორიის მასწავლებელი? ყველაზე სამწუხარო ის არის,რომ ბევრმა პარლამენტარმაც არ იცის ეს და ვერც ამ კითხვის დასმის ლოგიკას მიხვდება,არც ის მგონია რო საქართველოს მოსახელობის დიდმა უმრავლესობამ იცოდეს ეს ამბავი. ნუ დაგუგვლის მერე ეცოდინება,მარა ესე პირდაპირ რო გააჩერო და შეეკითხო,ვერ გიპასუხებს. თქვენ კი,დავითის ცოლების და შვილების ამბებს აცნობთ საზოგადოებას. ჯერ საჭირო და მერე ეს. საყვედურს არ ვამბობ,ძალიან კარგია ეს,თუმცა დავითის მეუღლეს გურანდუხტი ერქმეოდა თუ რუსუდანი აზრი არ აქვს,რამეთუ ინკუპატორის ფუნქციას ასრულებდნენ იმ პერიოდში დედოფლები. ნუ თამარი და რუსუდანი გამორჩეული ქალები იყვნენ და მათ მერე ქალების ბედიც შეიცვალა,რაც კარგია. თუმცა უნდა ითქვას,არც დღევანდელი სიტუაცია არის კარგი,რატომ ცდილობენ დღევანდელი გოგონები დაემსგავსნონ ვაგზლის ბ... და არა თამარ მეფეს,ეს ხო ცლაკე გაუგებარი რაღაც არის.
16 ნოემბერი, 18:56
სულ ამბობენ რო გადატრიალებას კარგი არ მოუტანიაო ქვეყნისთვის,მარა საქართველოს მოუტანა ოქროს ხანა. ვინც არ იცით,დავითის მამა გიორგი II გადადგა/გადააყენეს(აბსოლიტურ მონარქიაში მეფის ცვლილება ხდება ორი გზით,მონარქის სიკვდილით ან მისი გადაგდებით/მოკვლით).გიორგი II არ გარდაცვლილა 1089 წელს,ის ბერად აღიკვეცა და 1112 წელს გარდაიცვალა. რატომღაც საქართველოს ისტორიაში არ ახსენებენ ამ ფაქტს,ძალიან მშრალად ასწავლიან ბავშვებს ამ ამბავს,როცა გადატრიალებას ქონდა ადგილი. ეს ძალიან ცუდია,მერე ბავშვებს სთხოვენ კრიტიკულ აზროვნებას და აზრის გამოტანას,სწორი პოზიციის ქონას,თუმცა სასკოლო სახელმძღვანელო არის ზღაპრის წიგნი ჩვეულებრივი და იქ არ ისწავლება ისტორია რეალურ მიზეზების გაანალიზებით. მარტო მშრალი,ვიღაცა შემოესია საქართველოს და ვიღაცამ განდევნა,არანაირი გეოპოლიტიკური მონახაზი ან რეალური მიზეზის განხილვა. ისტორია გვიამბობს,თუმრე გნეუს პომპეუსმა ილაშქრა საქართველოში,თუმცა იმას არავინ ამბობს,რა ჯანდაბა უნოდა კავკასიაში შორეული რომის მოქალაქეს და სარდალს,რა ეგულებოდა საქართველოში? თუ გნებავთ მაკედონელს ან არაბებს ან მონღოლებს ან თუნდაც რუსებს რა ჭირი და დოზანა უნდოდათ საქართველოში? ამაზე არ საუბრობენ სკოლებში,არც უნივერსიტეტებში და მერე გვიკვირს გამოლენჩებული თაობა რო მოდის. არ დამეზარება და გეტყვით,ყველა მათგანს უნდოდა კავკასიონის გასასვლელის კონტროლი და შავზღვაზე გასასვლელი. დღესაც ეგრეა,რუსები მიტომ გვებრძვიან რო შავ ზღვის სანაპირო ზოლის და დერეფნის კონტროლი უნდა. როცა დიდი ბიჭები მაგიდასთან დასხდებიან,პუტინს უნდა ქონდეს ჯოკერი ხელში,რითაც თავისი მიზნებისთვის სასარგებლო ვარიანტები შეასრულებინოს სხვა დიდ ბიჭებს.

ცოტა გამიგრძელდა,თუმცა უნდა ითქვას სათქმელი,თორე სიშტეერე შეიწირავს ამ ქვეყანას და ჩვენ შევწყვეტთ არსებობას.
0 1 2