x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ახალგაზრდა გოგონა ინტიმური კავშირის შემმდეგ სისხლისგან დაიცალა
image
ინდოეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც არ დაეხმარა გოგონას, რომელსაც სექსის შემდეგ სისხლდენა ჰქონდა. ამის შესახებ India Today წერს.


შემთხვევა შტატ გუჯარატში, ნავსათში მოხდა. 23 წლის ქალს, რომელსაც 26 წლის შეყვარებულთან სქესობრივ კავშირი ჰქონდა, მოულოდნელად სისხლდენა დაეწყო. ამის მიუხედავად, მამაკაცმა განაგრძო სქესობრივი კავშირი და შეწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, როცა სისხლმა უფრო ძლიერი დინება დაიწყო. სასწრაფოს გამოძახების ნაცვლად, ახალგაზრდა კაცი საათნახევარი ინტერნეტში ეძებდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში და სისხლდენის შეჩერებას პირსახოცით ცდილობდა.


საბოლოოდ ქალმა გონება დაკარგა. ამის შემდეგ მამაკაცმა მეგობარს დაურეკა და რჩევა სთხოვა. მათ ქალი მანქანაში ერთად ჩასვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმ დროისთვის მას პულსი აღარ ესინჯებოდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


ექიმების თქმით, ქალი გადარჩებოდა, თუ მამაკაცი მასინვე სასწარფო სამედიცინო დახმარებას გამოიძახებდ. გარდაცვალების მიზეზი სასქესო ორგანოების დაზიანებები, საშოს გახეთქვა და დიდი რაოდენობით სისიხლის დაკრგვა გახდა.ახლა მამაკაცს ციხე ემუქრება.



ცოტა ხნის წინ ვწერდით ლიბანში მოხდარ უიშვითეს მოვლენაზე, სადაც სასქესო ორგანოების საკვებით მოწამვლის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.


38 წლის მამაკაცმა პენისზე შეშუპებისა და სიწითლის გაჩენის შემდეგ ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტის უროლოგებს მიმართა. როგორც გაირკვა, ამ სიმპტომების გამოვლენამდე ცოტა ხნით ადრე მას ცოლთან ჰქონდა სექსი. სქესობრივი აქტის შემდეგ მამაკაცმა იგრძნო ძლიერი სისუსტე და გულისრევა, რასაც მოჰყვა ღებინება და დიარეა.


მამაკაცის პენისზე აღმოჩენილია ბაქტერიები, რომლებიც მიეკუთვნება Bacillus cereus სახეობას. ისინი, როგორც წესი, ჩნდებია მოხარშულ ბრინჯში, როდესაც გაფუჭების პროცესი იწყება. ეს იყო მოხარშული ბრინჯი, რომელიც კაცმა შემთხვევის წინა დღეს შეჭამა

0
728
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0