x
image
lady.ge
ზოდიაქოს "ცუდი გოგოები" - ნაწილი პირველი

image





































ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის გვხვდებიან, ე. წ "სწერვები". თუმცა საკუთარი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, ისინი თავს სხვადასხვაგვარად ამჟღავნებენ და მათთან ბრძოლის და რაც მთავარია, თავდაცვის მეთოდებიც სხვადასხვაგვარი დაგჭრდებათ. ამიტომ გადავწყვიტე, სათითაოდ, სტიქიების მხედვით განვიხილო ზოდიაქოს ცუდი გოგოების კლასიფიკაცია.


პირველ სტატიას, მიწის სტიქიის წარმომადგენლებს მივუძღვნი.. კუროები, ქალწულები და თხის რქები ზოდიაქოს ცუდი გოგოების ყველაზე სახიფათო კატეგორიას, ე.წ ”დამიწებულ” სწერვებს განეკუთვნებიან და ხასიათის ისეთი ”მომგებიანი” თვისებებით არიან აღჭურვილი

როგორიცაა გასაოცარი მოთმინების უნარი, მიზანსწრაფულობა, მყარზე უმყარესი ნერვული სისტემა
და ერთი შეხედვით აუღიელვებელი, ფლეგმატური იმიჯი. მოკლედ თუ ხვდებით რომ შარში ხართ,
მაგრამ არ იცით ეს შარი საიდან მოდის, ან უფრო უარესი, იცით მაგრამ ხელს ვერ ადებთ
ნამდვილ დამნაშავეს ესეიგი მტრად კურო, ქალწული ან თხის რქა გადაიკიდეთ. ასე რომ ახლა კარგად მოკალათდით კომპიუტერებთან და ყურადღებით
მოისმინეთ ( უფერო სწორად წაიკითხეთ) რა რჩევები შემიძლია შემოგთავაზოთ საიმისოდ რომ
თქვენმა მიწიერმა მეტოქემ დიდი ხნით არ ”დაგამიწოთ”




image

თუ საქმე კურო ქალთან მტრობას ეხება, ამ შემთხვევაში
ჯერ გასარკვევია რომელ ფრონტზე იბრძვით პირადზე თუ პროფესიულზე? თუ პირადში დაეჯახეთ
კუროს სავბედითად მოღერებულ რქებს, მთავარი კოზირი რითიც შეგიძლიათ მას აჯობოთ მეტი
გამომგონებლობის უნარი და ფანტაზიაა. ქალი კურო როგორც წესი არაჩვეულებრივი კოლექციონერია,
აგროვებს და ინახავს ყველაფერს მათ შორის მომხიბვლელ
კაცებსაც, აქედან გამომდინარე მისთვის ორ საკითხში მოგიწევთ მეტოქეობის გაწევა კულინარიულ შესაძლებლობებში
(მოგეხსენებათ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა რაზეც გადის... ჰოდა, ეს თქვენზე კარგად
კურო ქალს აქვს დამუღამებული) და სექსი.. ამ
უკანასკნელ საკითხში კუროს მხოლოდ მორიელი თუ გაეიჯიბრება..


რაც შეეხება პროფესიულ დაპირისპირებას..კუროს სუსტი
წერტილი ოჯახი და ოჯახის წევრებია, ამიტომ თუ გსურთ მისი სახით მოკავშირე შეიძინოთ
( რაც უმჯობესია ვიდრე მტრობა) ხშირად დაინტერსდით მისი საოჯახო ფოტოალბომით და ნურც
კომპლიმენტებს დაიშურებთ. თუ მაინც და მაინც ისე მოხდა რომ თქვენ და ეს მიწიერი ქალბატონი
ვერაფრის დიდებით ეტევით ერთად კარიერულ კიბეზე,
გამოიყენეთ კუროსთვის დამახასიათებელი კონსერვატორის ხასიათი, მისი შეხედულებები
საჯაროდ გამოაცხადეთ მოდიდან გამოსულად, თავად კი ახალი, ნოვატორული იდეების განხორციელების
წინადადებით გამოდით.. მერწმუნეთ, ცვლილებების
”არ მოყვარულ” კუროს ძალიან გაუჭირდება თქვენს რელსებზე გადმოსვლა.


თუ მტრად ქალწული
გადაიკიდეთ და ეს მტრობა პირად ფრონტზე გაღვივდა, გაითვალისწინეთ რომ ეს კაფანდარა-კუსკუსა
ქალი ( როგორც წესი ქალწულებს შორის გიგანტები იშვიათად გვხვდებიან) საკმაოდ საშიში
მეტოქეა! დააკვიდრით როგორი სისწრაფით დაატარებს
ხოლმე მზერას იქეთ-აქეთ, თქვენი აზრით რა გგონიათ, თვალების მასაჟს იკეთებს? სულაც
არა, აკვირდება და დეტალების სიზუსტით იმახსოვრებს ყველას და ყველაფერს გარშემო. ქალწულის
ნიჭი, ნებისმიერი თუნდაც უმნიშვნელოზე უმნიშვნელო დეტალიც კი შეამჩნიოს, ამ ქალის ხელში
მყარი იარაღია. ისეთ რამეებს ამოქექავს თქვენ შესახებ, პირი ხანგრძლივი დროის მანძილზე დაგრჩებათ დასამუწი. ერთადერთი რითაც ამ მართლაც
რომ საშიშ მეტოქეს შეგიძლიათ აჯობოთ, სექსუალური გარეგნობა, დიდი ფანტაზიის უნარი და
ხალისიანი ხასიათია.


მაგრამ თუ მტრობა კარიერულ სფეროში მიმდინარეობს, აი
აქ ქალწულის წონა ერთი ორად მატულობს, რადგან
ისეთი თვისებების წყალობით როგორიცაა ლოგიკური აზროვნება, ადამიანებით მანიპულირების
გასაოცარი უნარი და ზემოთხსენებული დეტალების მიმართ ყურადღებიანობა, ქალწულები ნებისმიერს ჩამოიტოვებენ უკან პროფესიულ
სფეროში.. ერთადერთი კოზირი ამ შემთხვევაში თქვენთვის უსაზღვროდი დიდი შემოქმედებითი
ნიჭის დემონსტრირებაა ან იმის იმედად ყოფნა რომ როგორც წესი ქალწულებს უფროსობა და მაღალი თანმდებობები არ იზიდავთ, შესაბამისად
აჯობებს მტრობიდან თქვენს მრჩევლობამდე დაიყვანოთ მასთან ურთიერთობა, დამიჯერეთ როგორც მრჩეველი იგი
ძალიან გამოგადგებათ!



image


აი რაც შეეხება მიწის სტიქიის ყველაზე ძლიერ წარმომადგენელს-თხის
რქას, დაიმახსოვრეთ ამ ქალთან მტრობა ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. სტატისტიკის მიხედვით
კარგი პოლიტიკოსი ქალბატონების უმრავლესობა სწორედ თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით ევლინება
ქვეყანას, ჰოდა რაზე მეტყველებს ეს ფაქტი თქვენის აზრით? პოლიტიკა თქვენ ფაფის ჭამა
ხომ არ გგონიათ?

თუმცა თხის რქასაც აქვს საკუთარი სუსტი მხარეები, ამიტომ
თუ პირადში განვითარდა თქვენი და მისი ”ორთაბრძოლა” უმჯობესია ცოტა ხნით ფორა მისცეთ
და აცალოთ თავად მოაბეზროს თავი თქვენთვის წართმეულ ”პაკლონიკს” რასაც იგი უეჭველად
მალე იზამს. ქალი თხის რქის გადამეტებულ სერიოზულობას, უფროსობის სიყვარყლს და რიგ
შემთხვევაში უზომო სიძუნწეს, ბევრი მამაკაცი ვერ აიტანს.


აი რაც შეეხება პროფესიულ სარბიელს, აქ კი ნამდვილად
მოგიწევთ ბევრი შრომა და ოფლის ღვრა საიმისოდ რომ გზიდან ასტროლოგების აზრით ყველაზე დიდი ”ტრუდოგოლიკი”
თხის რქა ჩამოიცილოთ. დავიწყოთ იმით რომ თხის რქები ავტორიტეტების მიმართ სისუსტით
გამოირჩევიან, ამიტომ ყველა შესაძლო თუ არა შესაძლო ვარიანტს იყენებენ საიმისოდ რომ საკუთარი სანაცნობო წრე ”საჭირო და კომპეტენტური”
ხალხის ახალი სიით შეავსონ. პლუს ამას გარეგნული ”გაყინული” იმიჯის საშუალებით, ყოველთვის
ახერხებენ საკუთარი რეპუტაციას უმაღლეს დონეზე იქონიონ, აქედან გამომდინარე როცა თხის
რქა თქვენზე შურისძიებას გადაწყვეტს, განაჩენი შემოვლითი გზებით, თქვენთვის სრულიად
მოულოდნელ დროს და ადგილას აღსრულდება. ისე რომ
ეჭვი მეპარება ოდესმე ნამდვილ დამნაშავეზე მიგიწვდეთ ხელი. შესაბამისად, ჩემი კეთილი რჩევა იქნება ერთი ცნობილი
გამოთქმა გამოიყენოთ თხის რქასთან საურთიერთობოდ - ”აქე და ერიდე!”

23
6485
11-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
6485
  
2016, 29 მარტი, 14:04
მართალი ხაარ ძუნწი ნამდვილად არცერთი თხის რქა არ მინახავს... პირიქით მეც თხის რქა ვარ და ჩემი რამდენიმე ნათესავიც მაგრამ ძუნწი არცერთი :)
2013, 2 აგვისტო, 18:37
ზაიმნააააააა იოეეეეეე, მაგრამ მთლად ეგეთი ქაჯებიც არ ვართ არ შემეხო და არ შეგეხები ხო ეგრეა:D
2013, 1 აგვისტო, 10:10
თხის რქაზე ყველაფერი მართალია სიძუნწის გარდა, არ ვარ ძუნწი და არც არავის ვიცნობ. შურისძიება კი ზუსტად ეგეთი ვიცი.:)
2013, 22 ივლისი, 13:33
კუროოოოოოოოოოო იეეეეეეე :DDDDDDDDDDD
2013, 11 ივლისი, 0:12
ოოოოოოოო მე ვარ თხის რქა! თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი ზოდიაქო აბსოლუტურად ემთხვევა ჩემს ხასიათს და ცხოვრების წესს!
2013, 9 ივლისი, 18:21
ქალწული ვარ მიპრტხილდიტ:)
2013, 29 მარტი, 16:25
აუ მორიელიც დადეთ რა
2012, 27 ნოემბერი, 14:05
ქლწული ვარ მე და არ ვარ მაღალი :D
2012, 11 ნოემბერი, 1:03
ვაპირებ და მალე დავდებ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10