ქალი მარტოხელა დედამ, რომელიც უკურნებელი სენით დაავადდა, დაკრძალვისთვის 5 ათასი დოლარის შეგროვება გადაწყვიტა და ... შეუგროვეს მილიონი 2 ოქტომბერი, 15:32
მარტოხელა ორი შვილიანმა დედამ, რომელმაც შეიტყო, რომ სასიკვდილოდ ავად იყო, შექმნა გვერდი GoFundMe crowdfunding საიტზე. ის იმედოვნებდა, რომ შეაგროვებდა 5000 დოლარს, რაც საკმარისი იყო საკუთარი დაკრძალვისთვის და ცოტა დაობლებულ შვილებსაც დარჩენოდა. თუმცა ხალხმა მას უკვე მილიონ დოლარზე მეტი გაუგზავნა.
2022 წლის 7 მაისს, ერიკა კარს ოგდენიდან, (იუტა, აშშ), დაუსვეს 4 სტადიის წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო, მაღალი ხარისხის ნეიროენდოკრინული კარცინომა. ის უკვე ორ წელზე მეტია სიცოცხლისთვის იბრძვის. ერიკამ გახსნა ფონდი, იმის იმედით, რომ მოკრძალებულ 5000 დოლარს შეაგროვებდა. თუმცა, მისი ისტორია გახდა ვირუსული, ბევრმა ადამიანმა გაიგო მთელს მსოფლიოდან და ახლა 5000 -ის ნაცვლად შეგორვებულმა თანხამ გადალახა მილიონი დოლარის ზღვარი. კიბოს ტერმინალურმა სტადიამ იშვიათი გართულება – კუშინგის სინდრომი გამოიწვია. ექიმები ერიკას სამ თვეს სიცოცხლეს აძლევენ. და მან გადაწყვიტა აღარ გაეგრძელოს მკურნალობა, არამედ დარჩენილი დრო შვილებთან გაატაროს. კუშინგის სინდრომი არის ჰორმონალური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლების მიერ წარმოქმნილი ჰორმონის, კორტიზოლის მაღალი დონის ხანგრძლივი ზემოქმედებით. ასევე ცნობილია როგორც ჰიპერკორტიზოლიზმი. გართულებამ ისედაც მძიმე მდგომარეობა გააუარესა, რამაც დამატებითი პრობლემები გამოიწვია - დაეწყო ძლიერი შეშუპება და ვეღარ გადაადგილდება. ერიკას ორი შვილი ჰყავს, შვიდი წლის ჯერემი და ხუთი წლის ალია. ის მათ უწოდებს თავის "სიცოცხლეს, სინათლეს და სულს"... საბოლოო დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ ექიმებმა მას უთხრეს: ”ვიმედოვნებთ, რომ სახლში დაგემხმარებიან, რადგან ეს დაგჭირდებათ, წინ გრძელი და რთული გზა გაქვთ.” დიაგნოზის დასმის შემდეგ კარმა განაცხადა, რომ სრული განაკვეთით მუშაობა. თავიდან მხოლოდ ორთვიან შვებულებას იღებდა ოპერაციების, ბიოფსიების, დანიშნულების, სხივური და ქიმიოთერაპიის გამო. „ამ ყველაფერთან იმიტ ვიყავი დაკავებული, რომე კარგი დედა ვყოფილიყავი“, წერდა კარი GoFundMe-ზე. ”მე ნამდვილად მაქვს მხარდაჭერის საოცარი სისტემა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა ჩვენგანს მნიშვნელოვანი ფინანსური, ემოციური, გონებრივი და ფიზიკური ზიანი მიაყენა.” 2024 წლის 18 სექტემბერს ექიმებმა ერიკას უთხრეს, რომ მას სამი თვეღა დარჩა სიცოცხლე. შედეგად მან გადაწყვიტა უარი ეთქვა მკურნალობაზე და ეს დრო დაეთმოშვილებისთვის. როგორც მან ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა: „ჩვენ ვგეგმავთ საოჯახო მოგზაურობას. მინდა, რომ მათ რაღაც დაუვიწყარი ჰქონდეთ ჩემგან სახსოვრად“. მისი გულისამაჩუყებელი ამბავი სწრაფად გავრცელდა სოციალურ მედიაში, რის შემდეგაც შეგროვილმა თანხამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კარის დაფინანსებამ მიაღწია სულ 1, 109, 641 დოლარს, თითქმის დაუჯერებელ თანხას, რომელსაც იგი არასოდეს ელოდა ყევლაზე დაუჯერებელ ოცნებებშიც კი. ერიკას კუშინგის სინდრომის განვითარების შემდეგ ექიმებმა სამი თვის სიცოცხლის გარანტია მისცეს. 446 3-ს მოსწონს
|