x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 რეალური ფაქტი, რომელიც მოგონილს უფრო ჰგავს

კაცობრიობის ისტორიაში ისეთი მოვლენებიც მომხდარა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს. აქ სწორედ, იმ ფაქტებს წარმოგიდგენთ, რომელიც ერთი შეხედვით, გამოგონილს უფრო ჰგავს.


ფოსტალიონი 33 წლის მანძილზე, იმ ქვით აშენებდა სასახლეს, რომელსაც მუშაობისას პოულობდაimage


ფრანგი ფოსტალიონი ფერდინანდ შევალი (facteur Cheval) მთელი ცხოვრება ოტვივში (აღმ. საფრანგეთი) სოფლის ფოსტალიონად მუშაობდა. ფოსტის გადატანისას, ის უჩვეულო ფორმის ქვებს აგროვებდა და მანქანაში აწყობდა. 1879 წლიდან მოყოლებული, 33 წლის მანძილზე, ის ამ ქვებით, სასახლეს აშენებდა. მან სასახლე დასრულებულად, 1912 წ. გამოაცხადა და ადგილობრივ ხელისუფლებას, მასში დაკრძალვა სთხოვა. მაგრამ, უარი მიიღო და პანთეონში, თავისთვის, საძვალეს აშენება გადაწყვიტა. მას, ჩანაფიქრის განსახორციელებლად, 8 წელი დასჭირდა.


image


ნიჭიერი არქიტექტორი და მხატვარი 1924 წ. გარდაიცვალა, საძვალის დასრულებიდან, 1 წლის შემდეგ. ანდერძის თანახმად, ის სწორედ იქ დაკრძალეს. სხვათა შორის, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, შევალმა აღიარება, თავად პაბლო პიკასოსგან მიიღო. ორივე ნაგებობა დღეს, ისტორიულ–კულტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.


ბაბუინი რკინიგზაზე ოფიციალურად მუშაობდა
image


კეიპტაუნის რკინიგზის მესიგნალე ჯეიმს უაიდერმა ორივე ფეხი დაკარგა და სამუშაოც რომ არ დაეკარგა, ასისტენტად ბაბუინი ჯეკი აიყვანა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ასე ასრულებდა. ჯეკს შეცდომა არასდროს დაუშვას და უფრო მეტიც, მან ტესტირება გაიარა, თანამდებობაზე ოფიციალურად აიყვანეს და ხელფასსაც კი უხდიდნენ, დღეში 20 ცენტის ოდენობით. XIX ს–ის 80–იანი წლები.
რკინიგზის ლიანდაგზე 9 წლის მანძილზე მუშაობისას, ჯეკს შეცდომა არც ერთხელ არ დაუშვა.


ეგვიპტეში მუმიები თავისუფალ გაყიდვაში იყოimage


უძველეს დროში, არაბი და სპარსელი ექიმები, ბუნებრივ ბიტუმს (ასფალტი, რუხი ფერის ფისის მაგვარი მასა) სასწაულმოქმედ ნივთიერებად მიიჩნევდნენ და მისი საშუალებით მოტეხილობას, წყლულებს და აბსცესს მკურნალობდნენ. ამ ნივთიერებას ისინი «მუმ»-ს (არაბულად «ცვილი») ეძახდნენ. VII საუკუნეში ექიმი იბნ ბეტარი წერდა, რომ «ნივთიერება მუმი», დიდი რაოდენობით, ეგვიპტეში იყო და რომ იქ, ის მანათობელი ნაკადულების სახით, მთის მწვერვალებიდან ეშვება და მდინარის ნაპირებთან მყარდება. უფრო მოგვიანებით, ძველი ექიმები აღნიშნავდნენ, რომ ამ ნივთიერების მოპოვება, ათასი წლის წინ დამარხული, ეგვიპტელი მიცვალებულის თავის ქალაში და კუჭში შეიძლებოდა. ხოლო, შუა საუკუნეებში, არაბების სამედიცინო ტრაქტატები ევროპულ უნივერსიტეტებში გადათარგმნეს... და ასე გავრცელდა მუმეს შესახებ ინფორმაცია, ქრისტიანულ სამყაროში. თუმცა, წამლად, ბუნებრივი ბიტუმი კი არა — უშუალოდ, მუმია მიიჩნიეს.

მუმიებს ევროპაში, როგორც ნაწილებად, ისე ფხვნილის სახით ყიდდნენ, რომელსაც ექიმების რეკომენდაციით, კერძებს ამატებდნენ — ეს, იმ დროს, ერთგვარი საკვების დანამატი იყო.

ХVI საუკუნეში მუმიის სრულფასოვანი ბაზარი შეიქმნა, სადაც მიცვალებულების გადამუშავებული და გამომშრალი სხეულის ნაწილები იყიდებოდა. დიდგვაროვნები და ვაჭრები არაბულ მუმიებს იძენდნენ, ხოლო მდიდარი ფეოდალები — ძველეგვიპტური სამარხებიდან ამოღებულ მიცვალებულებს, რომელსაც mumia sepulchorum ეძახდნენ. ითვლებოდა, რომ სასწაულმოქმედი მაცოცხლებელი ძალა სწორედ ასეთ ნეშტს ჰქონდა.

ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ტონობით მუმია იგზავნებოდა. არაბ და ებრაელ ვაჭრებს არ ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საზიზღრობის ჭამა? მაგრამ, ფულის შოვნაზე უარს არ ამბობდნენ... ევროპელი მოგზაურები წერდნენ, რომ ეგვიპტელები მუმიების მოძიება-შეგროვებაში, დღეს და ღამეს ასწორებდნენ. ხოლო შემდეგ, «ნადავლი» კაიროში მიჰქონდათ, სადაც მოვაჭრეებს აბარებდნენ.

მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ევროპულმა პრესამ დაიწყო მითების გავრცელება ფარაონების წყევლის შესახებ, მუმიებისგან დამზადებული მედიკამენტებისადმი ინტერესი დაიკარგა.


კატა, სახელად "დასტი" კლეპტომანი გახდაimage


ქალაქი სან-მატეო (კალიფორნია) ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, სან-ფრანცისკოსთან ახლოს და შეიძლება, მისი არსებობის შესახებ არც არასოდეს გაგვეგო, რომ არა პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნა. საქმე იმაშია, რომ მათი პირადი მოხმარების და საყოფაცხოვრებო ნივთები, ხანგრძლივი დროის მანძილზე, უკვალოდ იკარგებოდა და არა ერთი და ორი, არამედ მასიურად. ამ კრიმინალის შესახებ, ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა, რომ არა ერთი თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ მიჰქონდა პატარა ცხოველს დიდი პირსახოცი. თავიდან, მას ეგონა, რომ ის ენოტი იყო, მაგრამ... კატა აღმოჩნდა, სახელად დასტი და ყველაფერი გაირკვა. ამჟამად, როდესაც ვინმეს რამე ეკარგება, დაზარალებულები დასტის პატრონს ურეკავენ და მომხდარის შესახებ ატყობინებენ.

კატის პატრონმა, Animal Planet არხის, Must Love Cats–ის საზოგადოებასთან ურთიერთობასთან გუნდთან ერთად, კამერები დაამონტაჟა და დასტის "ღამის ცხოვრება" დააფიქსირა.


image



სელაპმა ლაპარაკი ისწავლაimage


1971 წ. ბოსტონის აკვარიუმში სელაპი მიიღეს, რომელიც სკოტ დენინგმა იპოვა და გაზარდა. სკოტმა ცხოველზე ზრუნვა მცირე ასაკიდან დაიწყო და მას გუვერი დაარქვა. თავიდან, რამდენიმე თვე, სახლში ჰყავდა. ვიდრე გუვერი სახლის პირობებში ცხოვრობდა, მან ადამიანის ენის იმიტირება ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვათა მარაგი, შეზღუდული იყო, გუვერი, მისთვის ცნობილ ყველა სიტყვას, მკაფიოდ გამოთქვამდა. ის ადამიანებს, მასთან მიახლოებას და მისი სახელის წარმოთქმას სთხოვდა. გუვერს, ასევე შეეძლო ფრაზის – " აქედან გაეთრიე!" –ს ყვირილი.

მაგრამ, აკვარიუმში გადაყვანის შემდეგ, დადუმდა და მთელი 5 წელი ხმა არ ამოუღია. ბოლოს, გარემოს და პერსონალს შეეჩვია და ისევ ალაპარაკდა. ისწავლა ისეთი ფრაზები, როგორიც არის: "სალამი!" და "მოდი აქ!". ამის წყალობით, გუვერმა სახელი გაითქვა და პირველი მოლაპარაკე ძუძუმწოვარი* გახდა, რომელიც ადამიანი არ იყო.


* კალიფორნიაში, სანტა-კრუსის ზოოპარკში სამეცნიერო ექსპერიმენტი ტარდებოდა, რომელშიც გორილა კოკო მონაწილეობდა. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ის ადამიანების ენას ეუფლებოდა. ხოლო, ადამიანები მისგან თანაგრძნობას, სიყვარულს და ურთიერთგაგებას სწავლობდნენ. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* 5 ყველაზე გავრცელებული მითი გველების შესახებ

* ფოტოსურათები რუბრიკიდან – "შემთხვევითი ფოტო"

* რა სურთ კატებს და რას ელიან ისინი ჩვენგან?

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
304
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0