x
მეტი
  • 13.11.2024
  • სტატია:138225
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511958
გორილას ჟესტების ენის შესწავლა შეუძლია

კალიფორნიაში, სანტა-კრუსის ზოოპარკში სამეცნიერო ექსპერიმენტი ტარდებოდა, რომელშიც გორილა კოკო მონაწილეობდა. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ის ადამიანების ენას ეუფლებოდა. ხოლო, ადამიანები მისგან თანაგრძნობას, სიყვარულს და ურთიერთგაგებას სწავლობდნენ.


image


როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, კოკომ სიცოცხლის ბოლო წლებში, ჟესტების ენაზე ლაპარაკი იცოდა და ინგლისურად, დაახლოებით, 2 ათასი სიტყვა ესმოდა.
დასავლეთის დაბლობის გორილა კოკო 1971 წლის 4 ივლის სან-ფრანცისლოს ზოოპარკში დაიბადა. როდესაც 1 წელი შეუსრულდა, მასთან მუშაობა ზოოფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა ფრანსინ პატერსონმა (Francine Patterson) დაიწყო. თავიდან, მხოლოდ ის ასწავლიდა კოკოს ჟესტების ენას. ხოლო, როდესაც ნახეს, რომ სწავლის საქმე კარგად მიდიოდა, 1974 წელს პატერსონს მისი კოლეგა რონალდ კონი (Ronald Cohn) შეუერთდა. მათ კოკო სტენფორდში გადაიყვანეს და გორილას ფონდი დაარსეს. მეცადინეობის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, კოკომ ჟესტების ენაზე 1000-მდე სიტყვა ისწავლა და 2000-მდე ინგლისური სიტყა ესმოდა. მას შეეძლო ურთიერთობა ადამიანებთან, საკუთარი გრძნობების გამოხატვა და სურვილების ახსნა, მაგრამ გრამატიკა, მისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა.


image
1979 წლიდან კოკომ მამრ გორილასთან, მაიკლთან ერთად დაიწყო ცხოვრება, რომელიც ასევე იჩენდა ჟესტების ენის შესწავლისადმი ინტერესს. კოკომ მას 600-ზე მეტი სიტყვა ასწავლა და გორილები ერთმანეთს სწორედ ჟესტების გამოყენებით ეკონტაქტებოდნენ. ენის შესწავლის გარდა, მაიკლს ძალიან უყვარდა «სეზამის ქუჩის» ყურება და ლუჩანო პავაროტის მოსმენა. კოკოს და მაიკლის ურთიერთობა მეგობრობის იქით არ წასულა და 1990 წელს, გორილების წყვილს, რომელსაც მეცნიერები და-ძმად მოიხსენიებდნენ, კიდევ ერთი მამრი გორილა დაემატათ, რომელიც კოკოს პოტენციურ პარტნიორად განიხილებოდა, თუმცა მას შვილი არ შესძენია.


image
გასული საუკუნის ბოლოს, ნიჭიერი გორილა ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მისი ფოტო ორჯერ დაიბეჭდა «National Geographic»-ის ყდაზე, ის არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის და წიგნის გმირი.
«ჭკვიანი» გორილას ფენომენი, სამეცნიერო საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან, კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ექსპერიმენტის წარმატების შესახებ, ინფორმაცია უფრო მეტად მასმედიაში ქვეყნდებოდა და არა სამეცნიერო ჟურნალებში.
ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობდა, რომ კოკო გააზრებულად არ მოქმედებდა და ჯილდოს სანაცვლოდ, მხოლოდ იმას იმეორებდა, რასაც მისგან ითხოვდნენ. ხოლო, პიტერსონმა აღიარა, რომ თავიდან, ასეც იყო, კოკო მისი საყვარელი საკვების სანაცვლოდ, ყველაფერს აკეთებდა რასაც ავალებდნენ. თუმცა, მოგვიანებით, ყველაფერი გაიაზრა და სიტყვების მოგონებაც კი დაიწყო. მაგ., ბეჭედი «თითის სამაჯური» გახდა, ხოლო, ნიღაბი – «თვალის ქუდი».


image


ახალი სიტყვების სწავლის გარდა, კოკოს ძალიან უყვარდა შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა. მან კნუტის ჩუქება სთხოვა მეცნიერებს. მაგრამ, როდესაც სათამაშო კატა მიუტანეს, მისი იგნორირება მოახდინა და ცოცხალი კატა მოითხოვა.

1984 წელს, დაბადების დღესთან დაკავშირებით, მას უფლება მისცეს, რომ თავად აერჩია კნუტი. მან არჩევანი მენკის ჯიშის კნუტზე შეაჩერა და მას «All Ball» დაარქვა. კოკო მასზე ისე ზრუნავდა, როგორც შვილზე და მეცადინოებებს შორის, ეთამაშებოდა. მაგრამ, ერთხელ კატა შემთხვევით ქუჩაში გაიქცა და მანქანა დაეჯახა. კოკოს, კატის სიკვდილის გამო, დეპრესია დაემართა და რამდენიმე დღე ჟესტების ენაზე ამბობდა: «ცუდია, ცუდია, ცუდია», «მოღუშვა, ტირილი, მოღუშვა, დაღონება» და როგორც პატერსონმა ინტერვიუში აღნიშნა, ის დროდადრო ისეთ ხმას გამოსცემდა, რომელიც ადამიანის კვნესას ჰგავდა.



ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, კოკოს ორი კნუტის არჩევის უფლება მისცეს. მან ერთს – «ცისფერი პომადა» დაარქვა, ხოლო მეორეს – «ნისლა». როგორც მისმა აღმზრდელებმა აღნიშნეს, პირველი კნუტის ასეთი სახელი მისი ვარდისფერი ცხვირის გამო შეურჩია, მეორე კი, ძალიან ჰგავდა მისი ილუსტრირებული წიგნის კატას, რომელსაც ნისლა ერქვა. ასე რომ, კოკომ კნუტებს სახელები გააზრებულად შეურჩია და მათზე გამუდმებით ზრუნავდა, იცავდა და ეთამაშებოდა.

კოკომ წარმატებით გაიარა «სარკის ტესტი», რომელიც ცხოველის, საკუთარი გამოსახულების სარკეში აღქმის უნარს განსაზღვრავს (გორილების უმრავლესობას და ცხოველების უმრავლესობას ამ ტესტის გავლა არ შეუძლია).


image


კოკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა და როგორც მეცნიერები ამბობენ, მისი IQ-ს მაჩვენებელი – 75 - 95 იყო და ეს იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული კოეფიციენტის საშ. დონე, ადამიანებისთვის – 85 – 115 არის.


imageimageimageimageimageimageimage








0
90
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0