x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სახალისო ფაქტები ცხოველების შესახებ

ცხოველები ყველაზე ბუნებრივი, უშუალო და უჩვეულო ქმნილებები არიან დედამიწაზე. მათ არ იციან ეშმაკობა და ყველაფერს გულწრფელად აკეთებენ, ყოველგვარი ანგარების გარეშე:


1. ციყვები სხვა ციყვების შვილებს იყვანენ, თუ ისინი, რაღაც მიზეზის გამო, მიტოვებულები აღმოჩნდნენ.


2. როდესაც მამალი ლეკვი დედალ ლეკვს ეთამაშება, ის თავის კონკურენტს ყოველთვის აგებინებს, თუნდაც, ფიზიკურად მასზე ძლიერი იყოს.


3. ძროხებს საუკეტესო მეგობრები ჰყავთ, რომლებთანაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ.


4. პინგვინებს, როდესაც თავიაანთ რჩეულებთან შეწყვილების წინადადებით მიდიან, კენჭები მიაქვთ.


5. იაპონური მაკაკები, სწრაფი კვების სავაჭრო აპარატებში, საკვების შესაძენად, მონეტებს იყენებენ.


image
6. ნორვეგიაში რაინდის წოდება პინგვინს მიანიჭეს და ამჟამად, მისი სრული სახელი – სერ ნილს ოლავი არის.


7. ჩინეთში პანდის მოკვლა სიკვდილით ისჯება.


8. ვაშინგტონის ერთ-ერთ ციხეში, აგრესიულ კატებს, რომლებსაც არაკეთილგანწყობის გამო, ოჯახში მოხვედრის შანსი არა აქვთ, პატიმრები სოციალიზირებაში ეხმარებიან. უკონტროლო ქცევის გამო, ასეთ კატებს, ჩვეულებრივ სასიკვდილო ინექციას უკეთებენ. მაგრამ, აღნიშნულ ციხეში მოხვედრის შემდეგ, კატები გრძნობენ მათდამი გამოვლენილ სიყვარულს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათი დამოკიდებულება ადამიანებისადმი იცვლება და მათ ოჯახში მოხვედრის შანსი უჩნდებათ.


9. ზღვის წავები ძილის დროს, ერთმანეთს თათებით ეჭიდებიან, რომ დინებამ არ წაიღოს.


10. ტუპიკები (ლათ. Fratercula arctica), იგივე ზღვის თუთიყუშები, ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებენ. არჩევანის გაკეთების შემდეგ, ისინი ბუდეს ციცაბო კლდეებზე იკეთებენ და მასთან ახლოს, ტუალეტებსაც იწყობენ.


image


11. შვეციაში არის შეჯიბრი, რომელშიც კურდღლები ხტომაში ეჯიბრებიან (თოკზე გამობმული კურდღლები, სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, ბარიერებზე ხტებიან) და მას კანინჰოპნინგი (Kaninhoppning) ჰქვია.


12. დელფინები ერთმანეთს სახელებს არქმევენ.


13. ციყვები ყოველწლიურად ათასობით ხეს რგავენ. რადგან მათ ავიწყდებათ, თუ სად ინახავენ ნაპოვნ რკოს.


14. ხამანცკას სქესის შეცვლა შეუძლია, იმისდა მიხედვით, თუ იმ მომენტისთვის, ვისთან აწყობს შეჯვარება.


15. იაპონური მაკაკები ზამთარში გუნდაობით ერთობიან.


image
16. ზოგიერთ ქვეყანაში, სპეციალური პროგრამა მოქმედებს პატიმრებისთვის: ისინი უსინათლოებისთვის ე. წ. ასისტენტ ძაღლებს წვრთნიან. პროგრამაში მონაწილე ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ ამ საქციელით ისინი ცოდვების მონანიერას ცდილობენ.


17. ზღვის ცხენები, ისევე როგორც ხმელეთის ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენლები, ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთ პარტნიორს ირჩევენ და დაწყვილების შემდეგ, გადაადგილებისას, ერთმანეთს კუდებზე ეჭიდებიან.


18. ვიდრე ბარტყი გამოიჩეკება, მას დედასთან და სხვა ბარტყებთან ურთიერთობა, სპეციალური ბგერებით, კვერცხის ნაჭუჭიდან აქვს.


19. ძაღლის ცხვირის ანაბეჭდი განუმეორებელია და მისი გამოყენება ცხოველის იდენტიფიკაციისთვის არის შესაძლებელი.


20. turritopsis nutricula სახეობის მედუზა — ერთადერთი ცნობილი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც მარადიულად შეუძლია იცოცხლოს.



image
21. ყვავები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ერთმანეთთან ხუმრობა შეუძლიათ.


22. პეპლები გემოს ფეხებით გრძნობენ.


23. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თხებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქცენტები აქვთ, საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით.


24. კატები თავის ნდობას პატრონებისადმი, ადამიანის სხეულზე შუბლის მიდებით გამოხატავენ და ამით იმასაც ატყობინებენ, რომ ის უსაფრთხოდ არის.


25. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძროხები უფრო მეტ რძეს იძლევიან, როდესაც სარელაქსაციო მუსიკას უსმენენ. მაგრამ უფრო მეტს მაშინ იწველიან, როდესაც R.E.M ჯგუფის სიმღერას – Everybody hurts-ს უსმენენ.

image

0
486
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0