x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
ყველაზე სიცოცხლისუნარიანი არსებები ჩვენს პლანეტაზე
image



ზოგჯერ ბუნება მეცნიერებს უბრალოდ დასცინის. თითქოს აღმოაჩინეს ფუნდამენტური კანონი, შემდეგ კი პოულობენ არსებას, რომელიც ამ კანონს არ ემორჩილება. ასეთი უცნაური არსებები კი არა ერთი, არამედ მთელი ჯარია! აქ არის 7 ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ცოცხალი ორგანიზმი, რომელთაც, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რას ნიშნავს სიტყვა „შეუძლებელი“.



1. “წყლის დათვი“ (არ უთხრათ, რომ დათვი არ არის)

image



წარმოიდგინეთ წერტილის ზომის არსება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ არსებას შეუძლია გაუძლოს ტემპერატურას აბსოლუტური ნულიდან გავარვარებულ ლავამდე, რადიაციის დოზას, რომელსაც ჰალკის მოკვლა შეუძლია, 10 წელი იცოცხლოს წვეთი წყლის გარეშე.




image



გაიცანით ნელამავალი ან წყლის დათვი - მიკროსკოპული სუპერგმირი, რომელიც მეცნიერებს ნერვიულობას აიძულებს ათწლეულების განმავლობაში



2. ბაქტერია, რომელსაც არ ანაღვლებს რადიაცია

image



არსებობს ბაქტერია ძნელად გამოსათქმელი სახელით Deinococcus radiodurans. მეცნიერები ხუმრობით უწოდებენ „კონანს - მიკროსამყაროს ბარბაროსს“. რატომ? რადგან მას არაფერს ვნებს რადიაციის დოზა, რომელიც 1000-ჯერ აღემატება ადამიანისთვის სასიკვდილო დოზას. უფრო მეტიც, ჭრილობების შეხორცებაც იცის. ზოგიერთი მკვლევრები ხუმრობენ, რომ ეს ბაქტერია უცხოპლანეტელია. იცით რა? იქნებ, არ ხუმრობენ?!



3. ზომბი მწერი ახალი ზელანდიიდან

image



ახალ ზელანდიაში ბინადრობს მწერი, რომელიც საშინელებათა ფილმიდან მონსტრის და კუტკალიას პაემნის შედეგს ჰგავს. ეს არის ხის ვეტა. მისი სუპერ ძალა? მას შეუძლია მთლიანად გაიყინოს, შემდეგ გალღვეს და გზა გააგრძელოს, თითქოს არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, გაყინვისას მისი ტვინი და გული მთლიანად ითიშება. ნამდვილი ზომბი აპოკალიფსი მინიატიურაში!



4. თევზი, რომელიც შენიცაა და ჩვენიც

image



წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ სუნთქვა როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე. მაგარია, არა? აი, თევზისთვის, სახელად ლანგი, ეს ჩვეულებრივი რამ არის. ამ ეშმაკს აქვს ლაყუჩებიც და ფილტვებიც. როდესაც წყალსაცავი შრება, უბრალოდ სილაში იმალება და იზამთრებს. იქნებ, მეცნიერებმა მისგან უნდა ისწავლოს გადარჩენის რამდენიმე გაკვეთილი?



5. მედუზა, რომელიც სიბერის კანონებს აინუნში არ აგდებს

image



ამქვეყნად არსებობს მედუზა, რომელმაც მარადიული ახალგაზრდობის წყარო იპოვა. სიმწიფის მიღწევის შემდეგ ის უბრალოდ ამბობს: „ხომ არ წავიდე მეორე წრეზე?“ და თავიდან იწყებს ცხოვრებას. ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მეცნიერებმა მას „უკვდავი მედუზა“ შეარქვეს. ნამდვილად ასეა.



6. ტარაკანი - საშინელებათა ფილმების მთავარი გმირი

image



იცით, რატომ არიან ტარაკნები ყოველთვის ბოროტმოქმედები სამყაროს დასასრულის შესახებ ფილმებში? მათ ნამდვილად შეუძლიათ თავის გარეშე ცხოვრება რამდენიმე კვირით. სხეულის პროცესების უმეტესობა (სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა და ა.შ.) იმართება არა მხოლოდ ტვინის, არამედ სხეულის სხვა უბნების მიერ. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია მათთან მოლაპარაკება თქვენი სამზარეულოდან გასახლებაზე?



7. ჭიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფიზიკის კანონებს

image



და ბოლოს, წყალქვეშა სამყაროს ნამდვილი ექსტრემალეი, ვესტიმენტიფერი. ეს არის ორმეტრიანი უცნაური არსება, რომელიც ცხოვრობს იქ, სადაც თითქოს მიკრობებიც ვერ გადარჩებიან - ოკეანის ფსკერზე, წყალქვეშა „ქვაბების“ გვერდით (ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილზე, საიდანაც ამოდის გოგირდწყალბადის ცხელი შადრევნები).



წარმოიდგინეთ, ისინი მშვიდად ცხოვრობენ 400 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში! ასეთ ტემპერატურაში ქვაბიც კი გადნება, ეს არსებები კი ისე ცხოვრობენ, თითქოს არაფერი მომხდარა.



ეს ყველაფერი არაა! ამ ჭიებს არ აქვთ არც პირი და არც ნაწლავები. როგორ იკვებებიან? არაფრით. სიმბიონტ ბაქტერიებთან გარიგება დადეს: ისინი ჭიების შიგნით ცხოვრობენ და კვებავენ მას, ხოლო ჭია მათი მყუდრო სახლია. გამოდის, ერთგვარი ცოცხალი ბიორეაქტორია ფეხებზე, თუ რით გადაადგილდება?



ასევე დაგაინტერესებთ:

მართალია, რომ არსებობს მწვანე სისხლი?

„სიკვდილის ხელის“ შეხება ან რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთით კოლგოტებში

იცით, რატომ ვერ ასწრებენ სუპერ თანამედროვე რობოტები ავაზებს?

„ხორცის წვიმა“ კენტუკში: მოვლენა, რომელსაც მეცნიერები ვერ ხსნიდნენ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში

კოლიბრის ეფექტი ანუ როგორ ქმნის ბუნება ახალ ტექნოლოგიებს


0
441
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
441