x
image
Yoona
Mediator image
„ხორცის წვიმა“ კენტუკში: მოვლენა, რომელსაც მეცნიერები ვერ ხსნიდნენ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში
ხანდახან ბუნება გვახარებს უჩვეულო, თითქმის პარანორმალური ფენომენებით. მაგალითად, არაერთხელ დაფიქსირდა პატარა თევზების, ბაყაყების და მონეტების წვიმა. ასეთ შემთხვევებს ყოველთვის აქვს მეცნიერული ახსნა. ყველაზე ხშირად დამნაშავეა ტორნადო, რომელიც თავის ძაბრში „ისრუტავს“ პატარა ცხოველებს და საგნებს, რომლებიც მოგვიანებით მიწაზე ვარდება. ხდება ისე, რომ მომხდარის ახსნა რთულია. მაგალითად, ამერიკის ერთ–ერთ შტატში, კენტუკში, წამოვიდა უმი ხორცის ნაჭრების წვიმა.



image



უცნაური მოვლენა მოხდა 1876 წლის მარტში კენტუკის შტატის სოფელ რანკინში. მოულოდნელად მიწაზე 5*5 სმ ზომის უმი ხორცის ნაჭრების ცვენა დაიწყო. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთით გაგრძელდა და დაახლოებით 50*100 მეტრის ფართობზე. წვიმა ადრე დილით მოვიდა და პირველმა შეამჩნია მისის კრაუჩმა, ადგილობრივი ფერმერის ცოლმა.



ქალი ვერანდაზე იმყოფებოდა და საპონს ხარშავდა, როცა მის ეზოში ხორცის ცვენა დაიწყო. მოგვიანებით, ფერმერმა აღიარა, რომ ეს საშინლად გამოიყურებოდა და ძალიან შეეშინდა. პირველ რიგში, გაიფიქრა, რომ სამყაროს აღსასრული დადგა. მისის კრაუჩის გარდა, ხორცი რანკინის სხვა მაცხოვრებლებმაც დაინახეს.




image



ზოგიერთი თვითმხილველი სახლში ჩაიკეტა და ლოცვა დაიწყო. სხვებმა, პირიქით, უცნაური ფენომენის მიმართ ინტერესი გამოავლინეს და მიწაზე დაცვენილი ხორცის ნაჭრები შეაგროვეს. ზოგმა მისი დაგემოვნებაც გაბედა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ხორცი საკმაოდ ახალი იყო და ძროხის ან ირმის ხორცს წააგავდა. რამდენიმე ნიმუში მინის ქილებში შეფუთეს და მეცნიერებს გაუგზავნეს.



კენტუკში მომხდარი ინციდენტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მალე სენსაციებზე მონადირე ჟურნალისტები სოფელში მივიდნენ. სტატია „ხორცის წვიმაზე“ გამოჩნდა არა მხოლოდ ადგილობრივ პრესაში, არამედ ისეთ პატივსაცემ გამოცემებში, როგორიცაა ჟურნალი Scientific American და გაზეთი New York Times. იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტებს და მეცნიერებს ხელთ ჰქონდათ „ნალექის“ მრავალი ნიმუში, მათი წარმოშობის ახსნა ვერ შეძლეს.



დაგვიანებული სამეცნიერო ახსნა

image



ყველაფრის ახსნა მხოლოდ ჩვენს დროში შეძლეს. დალუქულ კონტეინერებში ხორცის ნიმუშები დაცულია კენტუკის ტრანსილვანიის უნივერსიტეტის არქივში. პროფესორმა კურტ გოდემ ნიმუშები შეისწავლა, გენეტიკური ანალიზიც გამოიყენა. მეცნიერმა უცნაური ფენომენი სწრაფად ახსნა. ციდან ჩამოცვენილი ხორცი მხოლოდ ორბის ღებინება იყო.



ეს ფრინველი, რომელიც როგორც ცნობილია, ლეშით იკვებება, ბუნებამ წარმოუდგენლად ძლიერი კუჭით დააჯილდოვა. ის გათვლილია ყველაზე უხეში და ნაკლებად ვარგისი საკვების მოსანელებლად. ეს ფრინველი ხორცს იღებს არა საჭმლის მომნელებელი პრობლემების გამო. უბრალოდ ინსტინქტურად ზედმეტად ბევრს ჭამს, იმარაგებს. ფრენისას სავსე კუჭი არც ისე კარგი კომპანიონია, ამიტომ ორბი ხშირად აღებინებს ზედმეტ საკვებს პირდაპირ ჰაერში.



image



რანკინის მაცხოვრებლებს უბრალოდ „გაუმართლათ“. მარტის იმ დილით, დასახლებას გადაუფრინა ფრინველების დიდმა გუნდმა, რომელმაც ზედმეტი სიმძიმის მოშორება გადაწყვიტა. სერიოზული მეცნიერული მიდგომის მიუხედავად მეცნიერებმა ვერ განსაზღვრეს, რომელ სახეობას მიეკუთვნება ხორცი. ნიმუში ფორმალინში ზედმეტად დიდხანს იყო გაჩერებული. მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ ეს იყო „ასორტი“, რომელიც მოიცავდა ფილეს, ფილტვების და მყესების ნაჭრებს. კარგია, რომ დეგუსტატორებმა დღემდე ვერ მოაღწიეს, ამ ამბის გაგება არ ესიამოვნებოდათ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. პანთეონის კარის საიდუმლო, რომელიც 17 ტონას იწონის, მაგრამ მისი გაღება ერთ ადამიანს შეუძლია

2. უცნაური ისტორიული მოვლენა: როგორ მოიკლეს თავი ცეკვით სტრასბურგის მკვიდრებმა

3. კოლიბრის ეფექტი ანუ როგორ ქმნის ბუნება ახალ ტექნოლოგიებს

4. რატომ რგავენ მზესუმზირებს ბირთვული კატასტროფის ადგილებში?

5. რა დაემართება დედამიწას, თუ მასზე მთელი ყინული გადნება?

6. ბრიტანელი ტელეწამყვანი მთელი თვე ფასტფუდს ჭამდა და მოულოდნელი შედეგი მიიღო

7. რატომ არ არის შავ ზღვაში ადამიანისთვის საშიში ზვიგენები?

8. ექსპერიმენტი, რომელმაც შემთხვევითი აღმოჩენა გამოიწვია

9. პირველი სიცილაკი ხეთებმა 4000 წლის წინ მოიფიქრეს. ამ ნიშნით ნივთებს რთავდნენ

10. 14 ფაქტი, რომელიც დროზე წარმოდგენას შეგიცვლით

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
511
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
511