x
image
Yoona
ბრიტანელი ტელეწამყვანი მთელი თვე ფასტფუდს ჭამდა და მოულოდნელი შედეგი მიიღო
ყველამ ვიცით, რომ ფასტფუდით (სწრაფი კვების პროდუქტები) კვება ცუდია, მაგრამ ამას სერიოზულად არ აღვიქვამთ, როგორც რაღაც აბსტრაქტულ ფაქტს. ბრიტანელმა ექიმმა და ტელეწამყვანმა კრის ვან ტულეკენმა (Chris van Tulleken) გადაწყვიტა ეჩვენებინა, რომ სწრაფი კვების პროდუქტები მართლაც საშიშია და ამისთვის საკუთარი ორგანიზმი არ დაიშურა. 1 თვე ზედამუშავებულ საკვებს ჭამდა, შემდეგ კი აზიარებდა მიღებულ შედეგებს, რამაც შეუძლებელია არ გაგაკვირვოთ.



image



მეცნიერთა შეფასებით, თანამედროვე ბრიტანელები ენერგიის ნახევარზე მეტს იღებს ნახევარფაბრიკატებიდან და სხვა ზედამუშავებული პროდუქტებიდან. ზოგი თვლის, რომ ეს პროდუქტები დამოკიდებულებას იწვევს და ხალხს უფრო მეტის ჭამას აიძულებს. დიდ ბრიტანეთში ყოველ მეოთხე ზრდასრულს და ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონის პრობლემა აქვს.



image




კრის ვან ტულეკენს, პოპულარული სატელევიზიო შოუს "რას ვაჭმევთ ჩვენს ბავშვებს" წამყვანს სურდა გაერკვია, ზუსტად რა გავლენას ახდენს სწრაფი კვება ადამიანის ორგანიზმზე, რომ გაეფანტა წინააღმდეგობრივი ჭორები და ყველანაირი სპეკულაცია ამ თემაზე. ექსპერიმენტისთვის ტულეკენმა რაციონში სწრაფი კვების რაოდენობა გაზარდა 30 %–დან 80%–მდე და ეს საშინელი დიეტა 4 კვირა დაიცვა. წამყვანის ეთერში ექსპერიმენტის მიმდინარეობაზე თვალყურის დევნება ყველას შეეძლო.



პროდუქტები, რომლებიც მამაკაცმა აირჩია, გაჯერებული იყო სწრაფი კვების ყველა "სიამოვნებით", როგორიცაა ემულგატორები, სტაბილიზატორები, კონსერვანტები, მშრალი ნივთიერებები და არომატიზატორები. სანამ ფასტფუდის სახიფათო სამყაროში გადაეშვებოდა, კრისი ხუმრობდა, რომ მისი მენიუ ძალიან ექსტრემალური ჩანდა, მაგრამ შიში საჭირო არაა, რადგან ეს ყოველი მეხუთე ბრიტანელის ჩვეული საკვებია.



image



1 თვის შემდეგ, შედეგების შეჯამებისას, ვან ტულეკენმა განაცხადა, რომ სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა აშკარაა. ბრიტანელმა განაცხადა, რომ თავს 10 წლით დაბერებულად გრძნობს. მისი ძილი გაუარესდა, გაჩნდა შფოთვა და მოთენთილობა, შემცირდა ლიბიდო და გაჩნდა ბუასილი მუდმივი ყაბზობის გამო.



ცვლილებები შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. სულ რაღაც ერთ თვეში მამაკაცმა მოიმატა 7 კგ და გადავიდა ჭარბწონიანთა კატეგორიაში. ტელეწამყვანი დარწმუნებულია, ექსპერიმენტი 6 თვე რომ გაგრძელებულიყო, 40 კგ–ს მოიმატებდა. არაჯანსაღი საკვების მიღებამ იმოქმედა ვან ტულეკენის სახეზე, რომელიც არა მხოლოდ შესივდა, არამედ ჯანსაღი ფერიც დაკარგა.



სწრაფი კვების ნეგატიური მოქმედების სრულად შესასწავლად წამყვანმა ყველა სახის კვლევა ჩაიტარა. ტვინის აქტივობის სკანირებამ აჩვენა, რომ კრისის ტვინის ნაწილმა, რომელიც დაჯილდოებაზე პასუხისმგებელია, დაამყარა ძლიერი კავშირი იმ ზონასთან, რომელიც პასუხისმგებელია მოქმედებების ავტომატურად გამეორებაზე.



"ჩემი ტვინი უბრალოდ მითითებს ვჭამო სწრაფი კვების პროდუქტები, თუნდაც არ მინდოდეს. ეს თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ჰგავს. თუ ეს დაემართა ჩემს 42 წლის ტვინს 4 კვირაში, მაშინ რა ბედი ეწევა ჩვენი შვილების მყიფე განვითარებად ტვინს?"



image



კრის ვან ტულეკენმა თქვა, რომ სურდა მისი ოჯახი დაეცვა სახიფათო პროდუქტებისგან, ამიტომ ჭამდა ცალკე, სხვა ოთახში. მაგრამ ეს ვერ დაეხმარა და მალე შეამჩნია, რომ მისმა ცოლმა და შვილმა მისი პროდუქტების ნელ–ნელა აღება დაიწყეს და თანდათან მათზე დამოკიდებული გახდნენ. ეს კიდევ ერთი აქამდე უცნობი საშიშროება აღმოჩნდა – სწრაფი კვებისადმი სიყვარული "გადამდებია" და შეიძლება თქვენ გვერდით მცხოვრები ადამიანები დააინფიციროს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ექსპერიმენტი: იდენტური ტყუპი ძმიდან ერთ–ერთი 12 კვირა ვეგანურ კერძებს ჭამდა, მეორე კი ხორციანს

2. მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს

3. შაქარი–ნაწლავები–ტვინი: რატომ გვიყვარს ტკბილეული ასე ძალიან

4. ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ყავა 100 წლამდე ცხოვრებაში დაგეხმარებათ!

5. სტრესს ხსნის და გემო დიდხანს რჩება: რატომ გვიყვარს ჩიფსის და ვაშლის ხრაშუნი

6. ხაჭო ყველასთვის არაა. ვისთვის არ შეიძლება მისი ჭამა?

7. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

8. რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ

9. გიყვართ ზღვის პროდუქტები? მაშინ რეგულარულად მიირთმევთ პლასტმასს

10. გაჩვენებთ, როგორ მზადდება სწრაფი მომზადების ატრია, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
274
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
274