სხვა ექსპერიმენტი: იდენტური ტყუპი ძმიდან ერთ–ერთი 12 კვირა ვეგანურ კერძებს ჭამდა, მეორე კი ხორციანს 2020, 9 ივლისი, 14:40 აინშტაინის „ტყუპების პარადოქსში“ ერთ–ერთი ტყუპი მაღალსიჩქარიანი რაკეტით კოსმოსში მიემგზავრება, მეორე კი დედამიწაზე რჩება. როგორც ფარდობითობის სპეციალური თეორია პროგნოზირებს, როცა მოგზაური დაბრუნდება, რადგან უფრო დიდი სიჩქარით მოძრობდა, უფრო ახალგაზრდა იქნება, ვიდრე ის, ვინც დედამიწაზე დარჩა.
ამ ექსპერიმენტში ტყუპები ტერნერები, ჰიუგო და როსი კოსმოსში არ გაემგზავრებიან, მაგრამ ამით მათი ექსპერიმენტი არა ნაკლებ საინტერესოა.
12 კვირის განმავლობაში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ჰიუგო (მარცხნივ) მხოლოდ ვეგეტარიანულ კერძებს ჭამდა, ხოლო როსი (მარჯვნივ) ხორციან კერძებს.
![]() სიტყვაზე, ჰიუგო და როსი ერთად დადიან მთაში, ლაშქრობაში, ექსპედიციებში ყველა კონტინენტზე. ![]() ![]() როსის ხორციანი კერძის მაგალითი ![]() ჰიუგოს ვეგანური კერძის მაგალითი ![]() ისინი ერთნაირი რაოდენობის კალორიებს იღებდნენ. მეცნიერები მათ წონას, ქოლესტერინის დონეს და ცხიმების შემცველობას არეგულირებდნენ. ![]() ![]() სისხლში მისი ქოლესტერინის დონე შემცირდა. ჰიუგო ამბობს, რომ 12 კვირიანი ვეგეტარიანული დიეტის შემდეგ თავს უფრო ენერგიულად გრძნობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ სისხლში შაქრის დონე ისე ხშირად არ ეცემოდა, როგორც ადრე. ამავე მიზეზით მისი ფსიქიკური მდგომარეობაც უკეთესი იყო. თუმცა რამდენიმე ნეგატიური მომენტიც იყო. მისთვის უცნობი მიზეზით მან თქვა, რომ უბრალოდ „თავისი ლიბიდო“ დაკარგა, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტი შეიძლება ყველას არ ჰქონდეს. ვეგანურმა დიეტამ ჰიუგოს უფრო მეტი ენერგიის მიღებაში და ცხიმის შემცირებაში დაეხმარა. ![]() ![]() როსი, რომელიც ძმაზე ყოველთვის ცოტათი დიდი იყო, ამ ექსპერიმენტში არაფრით გამოირჩეოდა. ქოლესტერინის დონე სისხლში 12 კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა. ![]() ![]() შედეგად მათ აღიარეს, რომ ექსპერიმენტის გაგრძელება სურთ, რომ უფრო ზუსტი შედეგები მიიღონ. მათ სურთ, რომ შემდეგი ექსპერიმენტი მინიმუმ 6 თვე გაგრძელდეს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 9 ძალიან მაგარი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბავშვებისთვის ![]() წიწაკა, საპონი და წყალი: მამამ შვილს საპნით ხელის დაბანის მნიშვნელობა აუხსნა ![]() მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს ![]() დიასახლისებისთვის! - სახლის საქმეების რეგულარული შესრულება ცხოვრებას ახანგრძლივებს ![]() ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება ![]() 988 3-ს მოსწონს |