x
image
Yoona
რა დაემართება დედამიწას, თუ მასზე მთელი ყინული გადნება?
თუ კაცობრიობა გააგრძელებს წიაღისეული საწვავის წვას და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფას, გლობალური დათბობა საბოლოოდ დაადნობს მთელ ყინულს პოლუსებზე და მთის მწვერვალებზე. ახლა პლანეტაზე 5 მილიონ კუბურ მილზე მეტი ყინულია. მეცნიერების გამოთვლით, მთელი ამ მარაგის გადნობას 5000 წელზე მეტი სჭირდება. საშუალო ტემპერატურა, რომელიც ახლა 14 გრადუსია ცელსიუსით, 26.6 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ზღვის დონე 65 მეტრით მოიმატებს.



image



ამ რუკებზე ნაჩვენებია, როგორი გახდება მსოფლიო, თუ დედამიწაზე მთელი ყინული გადნება და მსოფლიო ოკეანეების ნაწილი გახდება. ამჟამინდელი სანაპირო ზოლი აღნიშნულია წვრილი თეთრი ხაზით.



image



ჩრდილოეთ ამერიკა


image

მთელი ანტლანტიკური სანაპირო გაქრება, ფლორიდასთან და მექსიკის ყურის სანაპიროსთან ერთად. სან–ფრანცისკოს ბორცვები გადაიქცევა კუნძულების გროვად, ხოლო ცენტრალური ხეობა უზარმაზარ უბედ. კალიფორნიის ყურე ჩრდილოეთით გაგრძელდება და სან–დიეგოს ჩაყლაპავს.



სამხრეთ ამერიკა

image

ამაზონის აუზი ჩრდილოეთით და მდინარე პარაგვაის აუზი სამხრეთით ატლანტის ოკეანეში ყურედ გადაიქცევა. ბუენოს–აირესი, ურუგვაის სანაპირო და პარაგვაის უმეტესი ნაწილი გაქრება. დარჩება მთიანი რაიონები კარიბის ზღვის სანაპიროზე და ცენტრალურ ამერიკაში.



აფრიკა

image

სხვა კონტინენტებთან შედარებით აფრიკა ყველაზე ნაკლებ მიწას დაკარგავს, მაგრამ დათბობა მის დიდ ნაწილს საცხოვრებლად უვარგისს გახდის. ეგვიპტე, ალექსანდრია და კაირო ხმელთაშუა ზღვით დაიტბორება.



ევროპა

image

ლონდონიდან მხოლოდ მოგონებები დარჩება, ხოლო ვენეცია ადრიატიკის ზღვით დაიტბორება. ათასი წლის შემდეგ, ამ სცენარით, ნიდერლანდები უკვე წლები წყლის ქვეშ იქნება დამარხული. დანიის დიდი ნაწილიც გაქრება. ხმელთაშუა ზღვის ადიდებულ წყალს შავი და კასპიის ზღვები შეუერთდება.



აზია

image

იქ, სადაც ახლა 600 მილიონი ჩინელი ცხოვრობს, დაიტბორება, როგორც ბანგლადეში, სადაც 160 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, და ინდოეთის სანაპირო რაიონების უმეტესობა. მეკონგის დელტის ადიდება გამოიწვევს იმას, რომ კამბოჯის კარდამონის მთები კუნძულად გადაიქცევა.



ავსტრალია

image

კონტინენტზე, რომელიც ახლა ძირითადად უდაბნოა, გაჩნდება შიდა ზღვა, მაგრამ ვიწრო სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი დაიტბორება. სწორედ ამ მხარეში ხუთიდან ოთხი ავსტრალიელი ცხოვრობს.



ანტარქტიდა

image

აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარი იმდენად დიდია, რომ პლანეტაზე არსებული ყინულის ოთხ მეხუთედს შეიცავს. მან დათბობის ადრინდელი პერიოდები გადაიტანა და შეიძლება ჩაუძირავი ჩანდეს, მაგრამ ბოლო დროს უფრო ვიწროვდება გლობალური დათბობის გამო. თბილი ატმოსფერო შეიცავს მეტ წყლის ორთქლს, რომელიც აღმოსავლეთ ანტარქტიდაში თოვლის სახით მოდის. ეს გიგანტიც შეიძლება ვერ გადაურჩეს ეოცინის კლიმატის დაბრუნებას.



გრენლანდიის ყინულის საფარის მსგავსად დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარი გაცილებით მცირე იყო წინა თბილ პერიოდებში. ის დაუცველია, რადგან მისი უმეტესი ნაწილი ზღვის დონის ქვემოთაა. გამთბარი ოკეანე ყინულის საფარს ქვემოდან ადნობს და დაშლას აიძულებს. 1992 წლიდან წელიწადში საშუალოდ 65 მილიონი ტონა ყინული იკარგება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. რატომ რგავენ მზესუმზირებს ბირთვული კატასტროფის ადგილებში?

2. რატომ არ არის შავ ზღვაში ადამიანისთვის საშიში ზვიგენები?

3. დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ

4. დედამიწაზე – 0, 5 მ, მირანდაზე – 57 მ. ნახტომის სიმაღლე სხვადასხვა პლანეტაზე

5. ცეცხლოვანი პლაზმის ძაფები და დედამიწის ზომის ლაქები: მზის ახალი ფოტოები

6. დედამიწის სურათები სხვადასხვა დისტანციიდან: 10 ფოტო, რომელიც თქვენი არსებობის გადახედვას გაიძულებთ

7. როგორი იქნებოდა ჩვენი ზეცა, მთვარის ნაცვლად სხვა პლანეტა რომ გვანათებდეს

8. კალიფორნიაში მარსის პროტოტიპს შექმნიან: აქ დასვენებას ტურისტები კვირაში 6000 დოლარად შეძლებენ

9. ასტეროიდმა, რომელმაც 66 მლნ წლის წინ დინოზავრები გაანადგურა, ახალი სიცოცხლე წარმოშვა

10. ილონ მასკი აცხადებს, როდიდან შეძლებენ ჩიპების გამოყენებას ადამიანებში

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
351
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
351