სხვა 25 წარმოუდგენელი ფაქტი ალკოჰოლზე, რაც შესაძლოა არ იცოდეთ 2023, 8 დეკემბერი, 9:13 ყველამ კარგად იცის, რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ ეს სამყარო სასმლის მიღებას არ წყვეტს. თითქმის ყველა ქვეყანას აქვს საყვარელი ალკოჰოლური სასმელი, ხოლო მსოფლიოში მიმდინარეობს მუდმივი კამათი, ვინ უფრო მეტს სვამს.
ალკოჰოლი ათასწლეულები არსებობს და მასთან ბევრი საინტერესო ფაქტი დაკავშირებულია. ცარიელი ჭიქების ავადმყოფური შიშიდან დაწყებული 3, 75 მლნ დოლარის არყით დამთავრებული. გთავაზობთ 25 ფაქტს ალკოჰოლის შესახებ, რაც შესაძლოა არ იცოდეთ. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გვიანი ქვის ხანით დათარიღებული დოქები, რაც იძლევა ვარაუდს, რომ ფერმენტირებული სასმელები სულ მცირე ნეოლითის ხანაში არსებობდა (დაახლოებით ძვ. წ. 10 000 წწ). ბოსტნეულის უმეტესობა და თითქმის ყველა ხილი შეიცავს მცირე რაოდენობით სპირტს. აშშ ერთ–ერთ პირველ ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, სადაც სასმლის დალევის ლეგალური ასაკი მაღალია (21 წელი). ზოგიერთ ქვეყანაში სასმლის დალევა ლეგალურია 16 წლიდან. ალკოჰოლი არსებობს არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ კოსმოსში. კოქტეილები პოპულარობას უნდა უმადლოდნენ მშრალ კანონს. სწორედ მაშინ დაიწყეს მისი შეთავაზება, რომ უხარისხო სასმლის გემო დაემალათ. იმ ეპოქის პოპულარული კოქტეილები იყო "მერი პიკფორდი", "ფრენჩი 75", "Barbary Coast" და "საიდკარი". მკვლევარების შეფასებით, ყოველ წუთს მსოფლიოს მოსახლეობის 0, 7% ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაშია. ანუ 50 მლნ ადამიანი ახლა მთვრალია. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული არყის ბოთლის შეძენა 3, 75 მლნ დოლარად შესაძლებელია. "მილიონერის არაყი" ჯერ ყინულში იფილტრება, შემდეგ სკანდინავიური ხისგან მიღებულ ნახშირში, ბოლოს დაქუცმაცებული ბრილიანტის და სხვა ძვირფასი ქვის ქვიშაში. ეს სასწაული იყიდება ბროლის ბოთლში პლატინის და როდიუმის დამატებით, ბრილიანტებით მოპირკეთებული. ყოველწლიურად აშშ–ში 21 წლამდე დაახლოებით 5000 ადამიანი იღუპება ალკოჰოლთან დაკავშირებულ სიტუაციებში, როგორიცაა ავარია, ოჯახური მკვლელობა, მოწამვლა და სხვა მსგავსი დაზიანება. კუნთიანი კაცი ალკოჰოლის მიმართ უფრო გამძლეა, ვიდრე მსუქანი. წყლით მდიდარი კუნთოვანი ქსოვილი უფრო ეფექტურად შთანთქავს ალკოჰოლს, რაც ტვინში მოხვედრას ხელს უშლის. შამპანურის ბოთლი შეიცავს 40 კგ წნევას კვადრატულ დიუმზე, რაც 3–ჯერ აღემატება წნევას მანქანის საბურავში. შამპანურის ბოთლიდან საცობი 95 კმ/სთ სიჩქარით ვარდება და ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, თუ ვინმეს მოხვდა. სონოსელიკაფობია არის ცარიელი ჭიქების შიში. ვიკინგები სვამდნენ ალკოჰოლს, მაგრამ სვამდნენ (როგორც ისტორიკოსები ამბობენ) არა ამისთვის განკუთვნილი ჭურჭლიდან, არამედ დამარცხებული მტრების თავების ქალებიდან. იაპონელმა ექიმებმა ნახეს "ავტოლუდსახარშის სინდრომის" მქონე პაციენტები. ამ დროს ნაწლავებში საფუარის სოკო კანდიდას მაღალი დონე წარმოქმნის იმდენ ალკოჰოლს, რომ სიმთვრალე შეიძლება გამოიწვიოს. ჩეხეთი ითვლება მსოფლიოში ყველაზე "ლუდის" ქვეყნად. აქ ადამიანი წელიწადში თითქმის 151 ლიტრ ლუდს სვამს. ამრიგად, ჩეხეთმა მარტივად ჩამოიტოვა ლუდით ცნობილი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ირლანდია, გერმანია და აშშ. კამბოჯაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია ტარანტულა ბრენდი – გემრიელი ნაზავი, რომელიც შეიცავს ბრინჯის ლიქიორს და ახალმოკლულ ტარანტულს. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლუდია Snake Venom (გველის შხამი) Brewmeister–სგან. ჩვეულებრივი ლუდის სიძლიერე დაახლოებით 5 %–ია, ხოლო ეს შოტლანდიური "მკვლელი" 67, 5 % სიმძლავრით ამაყობს! ევროპის უმაღლესი სკოლების ბევრ კაფეტერიაში მოსწავლეებს შეუძლიათ ლუდის ყიდვა სურვილის შემთხვევაში. არაყი ერთ–ერთი პოპულარული სასმელია მსოფლიოში. ყოველწლიურად დედამიწაზე დაახლოებით 5 მლრდ ლიტრი არაყი ისმება. აბრაამ ლინკოლნს ჰქონდა ლიქიორის ლიცენზია და რამდენიმე ტავერნას მართავდა. ოჰაიოში (აშშ) კანონით აკრძალულია თევზისთვის ალკოჰოლის დალევა. სიტყვა "ბრენდი" მომდინარეობს ჰოლანდიური სიტყვიდან "ბრანდევინი", რაც ნიშნავს "დამწვარ ღვინოს". ერთ–ერთ ფრანგულ ვენახში ნიადაგი იმდენად განსაკუთრებულად და ღირებულად ითვლება, რომ მუშებს მოეთხოვებათ ჩექმებიდან მისი მოშორება, სანამ ტერიტორიას დატოვებენ. პოპულარული რწმენის მიუხედავად, ტეკილაში ჭია არაა. ჭია ან გუსანო "გამოჩნდა" მესკალში, უფრო დაბალი ხარისხის სასმელში, მხოლოდ სარეკლამო ხრიკის სახით. 0, 5 ლიტრი ლუდი, 1 ჭიქა ღვინო ან 1 თლაშო არაყი დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ალკოჰოლს შეიცავს. მაშინ როცა ადოლფ ჰიტლერი იყო მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული არამსმელი, სერ უინსტონ ჩერჩილი იყო ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მსმელი. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ყავა 100 წლამდე ცხოვრებაში დაგეხმარებათ! 2. პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ 3. ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი 4. ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა 5. როგორ მოვამზადოთ ბროწეულის სანგრია ფორთოხლით 6. ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში 7. სხვა მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს 8. როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი თეთრი ღვინით და ხილით 9. იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით 10. ბრინჯი და ფინიკი - მოამზადეთ საინტერესო სასმელი უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 353 შეფასება არ არის |