x
image
Yoona
ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ალკოჰოლი უამრავ ცარიელ კალორიას გვაძლევს, მაგრამ ახალი კლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ტეკილა წონის დაკლებას ხელს უწობს. ეს შესანიშნავი სიახლეა მათთვის, ვისაც მექსიკური სასმელი ძალიან უყვარს, და საერთოდ მათთვის, ვინც რამდენიმე ჭიქის გადაკვრაზე უარს არ იტყოდა.

image

ამერიკული ქიმიური საზოგადოების მონაცემებით, რომელიც გასულ წელს სწავლობდა ტეკილის გავლენას სისხლში გლუკოზის დონეზე. აგავა მცენარე, რომლისგანაც ტეკილას აწარმოებენ, შეიცავს შაქარს, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. მცენარის შემადგენლობაში შაქარს უწოდებენ აგავანებს (აგავას სიროფთან არ აგერიოთ!) და მისი ათვისება არ ხდება, ამიტომ სისხლში შაქრის დონე არ იწევს.

image


ექსპერიმენტის დროს აღმოჩნდა, რომ თაგვები, რომლებმაც სტანდარტული კვება მიიღეს, შემდეგ კი აგავანების დამატებით წყალი დალიეს, უფრო ნაკლებს ჭამდნენ და სისხლში უფრო დაბალი შაქრის დონე ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც აგავანებს არ ღებულობდა. უფრო მეტიც, აგავანის მიმღები თაგვების ორგანიზმში ჰორმონის GLP-1 წარმოება მოხდა, რომელიც დანაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს და ინსულინის წარმოებას ხელს უწყობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აგავანები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამწამსვე ბარსა და მაღაზიაში ერთი ბოთლის დასალევად უნდა გაიქცეთ. უბრალოდ, ახლა გეცოდინებათ, თუ რომელი კოქტეილი უნდა შეუკვეთოთ, რომ წონაში არ მოიმატოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ყავა 100 წლამდე ცხოვრებაში დაგეხმარებათ!

image

2. ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

image

3. მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს

image

4. თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები

image

5. იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
90