სხვა კალიფორნიაში მარსის პროტოტიპს შექმნიან: აქ დასვენებას ტურისტები კვირაში 6000 დოლარად შეძლებენ 2020, 2 მარტი, 9:12 NACA იმედოვნებს, რომ 2030 წელს მარსზე ადამიანების გაგზავნას შეძლებს. თუ ამის გაკეთებას მართლა მოახერხებენ, კოსმონავტებს საცხოვრებლად ადგილი დასჭირდებათ. წითელ პლანეტაზე კვლევის ჩასატარებლად ხალხს იქ მოწყობა მოუწევთ, ამიტომ კომპანია Interstellar Lab-ის ინჟინრები და მეცნიერები ე.წ. კოსმოსური სოფლის განვითარებით არიან დაკავებულნი.
პროექტის რეალიზაცია ![]() კომპანიამ გასულ წელს განაცხადა, რომ კალიფორნიაში, მოჰავეს უდაბნოში „ექსპერიმენტული ბიორეგენერაციის სადგურის“ (EBIOS) კომპლექსის აშენებას აპირებს. კომპანიის თქმით, მშენებლობა 2021 წელს დაიწყება. ამ დიზაინისთვის გათვალისწინებულია მინის გუმბათები კვების პროდუქტების გასაზრდელად და მდიდრული საძინებლები კოსმონავტებისა და ტურისტებისთვის. ![]() ძირითადი კონცენფცია ![]() ვარსკვლავთშორისი ლაბორატორია კოსმოსური გარემოს პროტოტიპის შემუშავებისას ყველა იმ რესურსს ითვალისწინებს, რომელიც ადამიანს მიწაზე საცხოვრებლად დასჭირდება. „ორივე პლანეტას შეხების საერთო წერტილი აქვთ. ის, რაც მარსზე საცხოვრებლად დაგვჭირდება, დედამიწაზე ახლა უნდა დავიცვათ“ - აცხადებს ბარბარა ბელვიზი, კომპანიის გენერალური დირექტორი. ![]() ![]() მთელი პროექტი ისეა შექმნილი, რომ ყველა ნარჩენი ნულამდე შემცირდეს. წყალი, საკვები და ენერგია გადამუშავდება და ხელმეორედ გამოყენებულ იქნება. კოლონია 100-მდე ადამიანს დაიტევს. 1 ადამიანის ცხოვრების ღირებულება 3000-დან 6000 დოლარამდე იქნება. თუმცა თანხა კიდევ დაზუსტდება. სავარაუდოდ, კოსმონავტები კოლონიაში ნახევარი წელი იცხოვრებენ. პირობები ![]() როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მშრალი უდაბნო მოჰავე იდეალური კლიმატია მარსის საცხოვრებელი პირობების სიმულაციისთვის. ეს ადგილი უდაბნო და დაუსახლებელია, მაგრამ ტემპერატურა აქ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წითელ პლანეტაზე. მარსზე საშუალო ტემპერატურა 63 გრადუსზე შეადგენს. ![]() ჯგუფი ასეთ პირობებში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ცდილობდა, რომ თვითკმარი ყოფილიყო. თუმცა ამ ექსპერიმენტის ფარგლებში საკვები შემცირდა და ჟანგბადის დონე დაეცა. ექსპერიმენტის დასრულების მომენტში მაცხოვრებლები ფრაქციებად დაიყო, ხოლო ზოგიერთს ერთმანეთთან საუბარი ძალიან უჭირდათ. ბელვიზი ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს გაესაუბრა, რომ გაეგო თუ მსგავსი პრობლემები თავიდან როგორ უნდა აეცილა. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია ![]() ჩინეთში დაბადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შეიძლება გენიოსები გაიზარდნონ ![]() რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია ![]() ასტეროიდმა, რომელმაც 66 მლნ წლის წინ დინოზავრები გაანადგურა, ახალი სიცოცხლე წარმოშვა ![]() ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა ![]() 214 შეფასება არ არის |