x
image
Yoona
Mediator image
იცით, რატომ ვერ ასწრებენ სუპერ თანამედროვე რობოტები ავაზებს?
ექსპერტების თქმით, ჩვენი ტექნოლოგიები ბუნებას ჯერ კიდევ ვერ დაეწია.



რა თქმა უნდა, ბოლო წლებში რობოტექნიკის განვითარებაში დიდი ნახტომი მოხდა, მაგრამ რობოტების შემქმნელებმა ჯერ კიდევ ვერ აჯობეს ბუნებას. კერძოდ, თავიანთ გამოგონებებს ვერ ასწავლეს ღირსეული სიჩქარით სირბილი. რა უშლით ხელს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ინჟინერ-მექანიკოსებმა გააანალიზეს ასობით ადრე ჩატარებული კვლევა და რობოტები დაუპირისპირეს ცხოველებს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა სიმძლავრე, მგრძნობელობა, კონტროლი და სხვა. მათი დასკვნა მოულოდნელი აღმოჩნდა.



image



როგორც მკვლევარები წერენ თავიანთ ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Science Robotics, საქმე იმაში არ არის, რომ ყველაზე მოწინავე რობოტები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ცხოველებს რომელიმე კონკრეტულ კატეგორიაში, არამედ იმაში, რომ ჯერ კიდევ ვერ მოიფიქრეს, როგორ გააერთიანონ ეს განსხვავებული ელემენტები. რა უნდა ვთქვათ, თავად ევოლუციას მილიონობით წელი დასჭირდა.




image



დღეს რობოტექნიკოსებს უწევთ კომპრომისებზე წასვლა, რომელიც თან ახლავს დიზაინს. მაგალითად, თუ ეცდებიან მოძრაობის სიჩქარის ოპტიმიზაციას, მაშინ რისკის ქვეშ დააყენებენ მობრუნების უნარს. ასე ყოველ ჯერზე: ერთის გაძლიერებით მეორე იკარგება.



image



კაუშიკ ჯაიარამს, კოლორადოს უნივერსიტეტის ინჟინერ-მექანიკოსს მაგალითად მოჰყავს რობოტი, ტარაკნით შთაგონებული, რომლის შექმნაშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა 2020 წელს. ეს რობოტი სწრაფად მოძრაობდა წინ ან უკან, მაგრამ მობრუნებისას ან უსწორმასწორო ზედაპირზე აღმოჩენისას მისი სიჩქარის ყველა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ბუნებრივია, თავად ტარაკნებს (და სხვა მწერებს) სამყაროს აღქმის და შეგუების ბევრად უფრო შესაშური უნარი აქვთ, ვიდრე რობოტებს. მათთან ერთად მოდის მოქნილობა და მანევრულობა, რაც გადამწყვეტია, თუ გსურთ სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილება.



image



მექანიკოსის თქმით, ცხოველები დიზაინის შესანიშნავი განსახიერებაა, სადაც ყველა სისტემა ერთად იდეალურად ფუნქციონირებს. რაც შეეხება რობოტებს, მათთან ამაზე დიდხანს მოუწევთ მუშაობა. შესაძლოა ახალმა კვლევამ შთააგონოს ინჟინრებს უფრო მოქნილი რობოტების შექმნა, რომლებიც უკეთესად შეძლებენ თავიანთი მოძრაობის შეცვლას სცენარიდან გამომდინარე.



image



კერძოდ, მკვლევართა გუნდი გვთავაზობს ფოკუსირებას „ფუნქციური ქვედანაყოფების“ შექმნის გაუმჯობესებაზე, რომლებშიც სხვადასხვა ელემენტები, როგორიცაა ძალა, მგრძნობელობა და მოძრაობა, ისევე შერწყმულია, როგორც ცხოველთა უჯრედებში. ეს ტაქტიკა მოგვცემს მეტ შესაძლებლობებს ნეგატიური კომპრომისების და პოტენციური ახალი თვისებების შესასწავლად. მანამდე კი ავაზებს და ტარაკნებს ჯერ კიდევ აქვთ შესამჩნევი უპირატესობა რობოტებთან შედარებით.



ასევე დაგაინტერესებთ:

მეცნიერებმა შექმნეს "ხელოვნური ოქრო": ამან შეიძლება გამოიწვიოს რევოლუცია ელექტრონიკაში

დღისით იტენება, ღამით რგავს: ავტონომიური რობოტი უდაბნოს გასამწვანებლად

მაგნიტივით მოქმედებს: რობოტი თევზი, რომელიც წყალს მიკროპლასტმასისგან წმენდს

რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

ჩინეთში დაბადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შეიძლება გენიოსები გაიზარდნონ


0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
164