x
image
Yoona
Mediator image
როდის ჰქონდა დედამიწას სატურნის მსგავსი რგოლები და რა გავლენას ახდენდა პლანეტაზე?
მონიშის უნივერსიტეტის ავსტრალიელმა მეცნიერებმა გააკეთეს აღმოჩენა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა დედამიწის წარსულის შესახებ. მათ ახსნა უპოვეს ჩვენს პლანეტაზე ერთ პატარა რეგიონში უძველესი მეტეორიტული კრატერების დიდ კონცენტრაციას. მანამდე ვერც ერთი თეორია ამ საკითხს ვერ პასუხობდა. მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 466 მილიონი წლის წინ დედამიწას ჰქონდა საკუთარი რგოლების სისტემა, სატურნის მსგავსად, და ამ რგოლიდან მეტეორიტები ეკვატორის მახლობლად ზედაპირზე ვარდებოდნენ. მეცნიერებმა მტკიცებულებები გამოაქვეყნეს ჟურნალში Earth and Planetary Science Letters.



image



როგორც ექსპერტებმა განმარტეს, ასტეროიდების შეჯახება პლანეტებთან ჩვეულებრივ ხდება შემთხვევით ადგილებში - მეტეორიტები ნებისმიერი მიმართულებით ვარდება ზედაპირის ნებისმიერ ნაწილში. ამას შესანიშნავად ასახავს ჩვენი მთვარე, სავსე მეტეორიტული კრატერებით, და მარსი, რომელიც ყველა მხრიდან დაზარალდა ციური ქვების დაცემით.



თუმცა დედამიწაზე არის ერთი ანომალია, რომელიც მრავალი წელია მეცნიერებს არ ასვენებს. ტექტონიკური ფილების რეკონსტრუქცია აჩვენებს, რომ ორდოვიციული პერიოდის კრატერების უმეტესობა მდებარეობს ერთსა და იმავე რეგიონში - ეკვატორიდან 30°-ში. ამასთან დედამიწის კონტინენტური ზედაპირის 70% ამ რეგიონის გარეთ რჩება.



როგორ გაჩნდა და სად გაქრა დედამიწის რგოლები?


image



ახალ კვლევაში ავტორებმა დაიწყეს იმის გარკვევა, შეიძლებოდა თუ არა ასეთი „მიზანმიმართული დაბომბვა“ ყოფილიყო არაშემთხვევითი და რა იდგა მის უკან. მათ გამოთვალეს ყველა კონტინენტის არეალი იმ პერიოდის განმავლობაში და ცალ-ცალკე გამოავლინეს ის ადგილები, სადაც მეტეორიტული კრატერები შეიძლება შენარჩუნებულიყო ორდოვიციული პერიოდიდან (485, 4 მილიონი წლის წინ - 443, 8 მილიონი წლის წინ) დღემდე. გამონაკლისი იყო ტერიტორიები ძლიერი ეროზიით, ყინულით და ნალექით დაფარული, ტექტონიკური აქტივობით დაზარალებული.



სტაბილურ, ხელუხლებელ კონტინენტურ პლატფორმებს შორის შუა ორდოვიციულ პერიოდზე უფრო ძველი ქანებით აღმოჩნდა დასავლეთ ავსტრალია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკის კრატერი და ევროპის მცირე ნაწილი. მათგან მხოლოდ 30% არის ეკვატორთან ახლოს, თუმცა იმ პერიოდის ყველა მეტეორიტული კრატერი სწორედ აქ აღმოაჩინეს. ასეთი დამთხვევა შემთხვევითობის შანსს არ ტოვებს, ასკვნიან მეცნიერები.



image



მეცნიერების გუნდმა დაასკვნა, რომ პლანეტის ერთ უბანზე მეტეორიტებით ლოკალური ორდოვიციული „დაბომბვა“ გამოწვეული იყო ადრეული მოვლენით დედამიწის მახლობლად სივრცეში. მათი აზრით, დიდი ასტეროიდი, რომელმაც დედამიწის მახლობლად გაიარა, მოქცევის ძალების გავლენით ნაწილებად დაიშალა. ამ მრავალრიცხოვანმა ნატეხებმა შექმნეს რგოლი ჩვენი პლანეტის გარშემო, როგორც დღეს სატურნს და სხვა გაზის გიგანტებს აქვთ.



„მილიონობით წლის განმავლობაში ამ რგოლიდან მასალა თანდათან ცვიოდა დედამიწაზე, რამაც შექმნა მეტეორიტების აფეთქება, რომელიც ჩანს გეოლოგიურ ჩანაწერებში. ასევე ვხედავთ, რომ ამ პერიოდის ნალექის ფენები შეიცავს მეტეორიტის ნამსხვრევების უჩვეულო რაოდენობას“ – ენდი ტომკინსი, მონაშის უნივერსიტეტის დედამიწის, ატმოსფეროს და გარემოს სკოლის პროფესორი.



ყველაზე ცივი დრო დედამიწაზე

image



ეს აღმოჩენა ნათელს ჰფენს ორდოვიციული პერიოდის კიდევ ერთ საიდუმლოს - ის აღიარებულია ყველაზე ცივად დედამიწის ისტორიის ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში. სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთ რგოლს შეეძლო პლანეტის ზედაპირი დაეჩრდილა, მზის შუქის და სითბოს გატარებისთვის ხელი შეეშალა და „ყინულის სარტყელი“ შეექმნა. ამას შეეძლო გამოეწვია გლობალური აგრილება, ცნობილი როგორც დიდი გამყინვარება.



რატომ უნდა შევისწავლოთ ორდოვიციული პერიოდის გეოლოგიური მოვლენები?

image



თუ რგოლების სისტემას მართლაც შეუძლია ასეთი კლიმატური შედეგების მოტანა, ეს მიუთითებს არამიწიერი ობიექტების და მოვლენების გავლენის ბევრად უფრო რთულ დონეზე დედამიწის პირობების ფორმირებაზე. ეს ნიშნავს, მეცნიერებს მოუწევთ პლანეტის ევოლუციურ ისტორიაში ბევრ რამეს გადახედონ და დაინახონ ის, რაც აქამდე არ შეუმჩნევიათ. შესაძლოა, ასეთი რგოლები დედამიწის გეოლოგიური ისტორიის სხვა პერიოდებშიც გამოჩენილიყო და გავლენა მოეხდინა ბევრ რამეზე, მათ შორის სიცოცხლის წარმოშობაზე და განვითარებაზე.



ასევე დაგაინტერესებთ:

მუმიები პერუში: თითის ანაბეჭდები მიუთითებს უცნაური ნაშთების არაადამიანურ წარმოშობაზე

მარსზე „პოპკორნი“ იპოვეს: უძველესი ცივილიზაციის კვალის ძიება გრძელდება

დედამიწის სურათები სხვადასხვა დისტანციიდან: 10 ფოტო, რომელიც თქვენი არსებობის გადახედვას გაიძულებთ

როგორი იქნებოდა ჩვენი ზეცა, მთვარის ნაცვლად სხვა პლანეტა რომ გვანათებდეს

ეშმაკის კარუსელი – აუხსნელი ფენომენი, რომელიც ოკეანეში ხდება


0
108
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
108