x
image
jango
სხდომათა დარბაზში შესვლის დროს სააკაშვილს უმრავლესობა ფეხზე ადგომით არ შეხვდა

imageმე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე, მიხეილ სააკაშვილის სხდომათა დარბაზში შესვლის დროს უმრაველოსბის წარმომადგენლები ფეხზე არ წამოუდგნენ, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეხვდნენ ფეხზე ადგომით. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს პარლამენტი ახალი საქართველოს სიმბოლოა, რომელიც ლავრენტი ბერიას აშენებული პარლამენტის შენობისგან განსხვავდება. მისი თქმით, ის ათასგვარ უბედურებასთან არის დაკავშირებული. „ახალი უმრავლესობის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა არც მარტივი გადაწყვეტილება იყო და არც დედაქალაქის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება. ეს იმ დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინსტიტუტების მუშაობაში ჩართვის საშუალება ყველას უნდა მიეცეს, “ - ამბობს სააკაშვილი. გუშინდელი ოპოზიცია, მთავრობაში ხართ და შესაძლოა, დღევანდელი ოპოზიცია ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს. ყველაფერის ეს არის ის, რაც უნდა ვაღიაროთ. ერთმანეთის მტრები კი არა პოლიტიკური მეტოქეები ვართ. აქამდე კონკურენციის დრო იყო, ახლა მუშაობის დროა. ყველაფერი რაც ხდებოდა იყო უხამსი, გესლიანი ყველა მხრიდან, თუმცა, თქვენ ახლა მთელ ერს წარმოადგენთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.პრეზიდენტის განცხადებით პრემიერობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს მან პირადად შესთავაზა ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვა."ევროკავშირი და ნატო, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უფრო
მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური განსხვავებები", - განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილის განცხადებით, 2008 წელს ოპოზიციის ბევრმა წევრმა უარი თქვა მანდატზე და პარლამენტში არ შევიდა. "დღეს მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დღეს ყველანი აქ ხართ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

20
2121
6-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:jango
jango
2121
  
2012, 4 ნოემბერი, 21:18
ხასიათზე და საქციელზე არააა... ადამიანი თუ უზრდელი და უღირსია მის დონეზე არ უნდა დაეცე... ზრდილობა საკუთარი თავის პატივისცემაა და ეტიკეტის ნაწილია მისალმება ...
2012, 26 ოქტომბერი, 21:31
საუბარზე ეტყობოდა რა ხასიათზეც იყო:D:D
2012, 23 ოქტომბერი, 11:40
:)))))))))))))))))))))) შენი ხათრით არ ავდგები ჯანდაბას;))))))))))))))))
2012, 23 ოქტომბერი, 1:32
კარგი რა ინიან ) ასეთი კაცი რო შემოდის სახეში უნდა აფურთხო ფეხზე კი არ უნდა ადგე )) რა დაფასებაზე ლაპარაკობ )) მსოფლიოს არ გავკარით ლაკატკა ჩვენ ვიყოთ კარგად ))
2012, 22 ოქტომბერი, 12:48
შევარდნაზე რომ დასაჭერია მაგაში ხომ ეჭვი არ გეპარებათ?ნუ აგარ დავიწყებ ეხლა მის გრეხებზე ლაპარაკს,მაგრამ მას მფარველობს ევროპა გერმანია,და აქა ეს ჩვენი სააკაშვილი,იმიტომ რომ მისგან გადაიბარა ხელისუფლება ხო?ხოდა აწე უნდა დადგეს ედიკას პასუხისმგებლობის საკითხიც,ეს მოსალოდნელი არის
2012, 22 ოქტომბერი, 12:42
მესმის.მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და მარსიდან არ ჩამოვფრენილვარ,მეც ეგ 9 წელი აქ ვარ.გაყიდვაზე თუა საუბარი მაშინ შავარდნაზე უკვე გაძიძგნილი უნდა გვყანდეს ქართველებს.
2012, 22 ოქტომბერი, 12:38
ეს სხვა შემთხვევაადა რადიკალურად განსხვავდება ინ მაგალიტისგან როცა სამსახურის უფროსი გულზე არ გეხატება,ეს ადამიანი მე მიმაჩნია სამშებლოს გამყიდველად,აგრეთვე მან 9 წელი წაგვართვა 21 საუკუნეში.არანაირი პატივისცემა ადამიანს რომელიც პასუხისგემაშია მისაცემი,პირიქით ყველა მოქმედებით უნდა ვაგრძნობინოთ რომ დროზე წავიდეს და თვალს აგარ ენახებოდეს,აქ ლმობიერება უკვე უადგილოა მაგენის მიმართ,თუნდაც იყოს ის პრეზიდენტი
2012, 22 ოქტომბერი, 12:28
მე თანამდებობას ვგულისხმობ.ვთქვათ რაიმე დაწესებულებასი მუშაობ და შენი უფროსი არ გეხატება გულზე ბევრი მიზეზის გამო,ამის ნიშნადდ თუ თათბირზე შემოვა ფეხზე არ ადგები პატივისცემის ნიშნად როცა სხვები ადგებიან?დღეს მსოფლიოში არის და იყო ისეთი პრეზიდენტები და მმართველები ვინც უარესი გააკეთა და არ იყო დაფასების ღირსი მაგრამ ეს ელემენტარული პიროვნების დაფასება კი არაა ეს ქვეყნისა და ამ ქვეყნის კანონებისა და პ[რინციპების დაფასებაა.თორე არც მე ვაფანატებ სააკაშვილზე
2012, 22 ოქტომბერი, 12:24
ის არ დგას არავიზე მაღლა,მან თავისი ქმედებებით დაკარგა ეგ ტიტული რომ მას პატივს სცემდეს ხალხი.დამნაშავეს გამყიდველს ათასი უბედურების ჩამდენს პატივი როგორ უნდა ვეცე ამიხსენით?ესეც ჩემი სუბიექტური აზრია
2012, 22 ოქტომბერი, 12:20
ეს ჩემი აზრია-სააკაშვილი კარგია თუ ცუდი ის არა მარტო ნციონალების პრეზიდენტია არამედ მთელი ერის საქართველოსი ასე რომ ეს ელემენტარული ზრდილობის საკითხია და შენზე მაღლად მდგომის პატივისცემა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10