x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სტამბულში ქართველი ქალი მოკლეს(ვიდეო)
image

სტამბულში, ბეიოღლუს რაიონში მამაკაცი თავის საყვარელს სასტუმროს ნომერში თავს დაესხა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. სასტუმროს თანამშრომელმა კი მეჰმედ ე. დააკავა.


როგორც თურქული მედია იუწყება, შემთხვევა 9 სექტემბერს დაახლოებით 13:30 საათზე, შეჰიდ მუხტარის რაიონში, სასტუმროს პირველ სართულზე მოხდა. მაია ა.-მ და მისმა მეგობარმა მეჰმეთ ე.-მ გაურკვეველი მიზეზების გამო იჩხუბეს. როდესაც კამათი ჩხუბში გადაიზარდა, მეჰმედ ე.-მ მაია ა.-ს სცემა და მძიმედ დაჭრა.


მეჰმედ ე.-მ მაშინვე სცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა., თუმცა სასტუმროს თანამშრომელი ჰაკან კარაჩამი, ეჭვმიტანილ მეჰმეთ ე.-ს, გარკვეული დროის დევნის შემდეგ მას დაეწია და დაიჭირა.



შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამედიცინო ბრიგადა იყო მობილიზებული.პირველადი დახმარების შემდეგ მედიკოსთა ეკიპაჟმა დაზარალებული მაია ა. სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანა.


იქ ჩატარებული ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურის მიუხედავად, მაია ა. გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სასტუმრო არ იყო ლიცენზირებული.


სასტუმრო პოლიციის თანამშრომლებმა დალუქეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. პოლიციელებმა ეჭვმიტანილი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.




მომენტები, როდესაც ეჭვმიტანილი მეჰმედ ე. მაია.ა.-სთან ჩხუბის შემდეგ სწრაფად სტოვებს დანაშაულის ადგილს და ყოჩაღი სასტუმროს თანამშრომლი ჰაკან კარაჩამი მისდევს დამნაშავეს, რამდენიმე სათვალთვალო კამერაზე არის დაფიქსირებული.

0
317
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0