მხატვრობა ჯიპსი რეილის პირქუში კომიქსები, რომლებიც დაფიქრებას გაიძულებთ 1 სექტემბერი, 18:23 არაფერია ამქვეყნად სიყვარულზე უფრო გასაოცარი, მაგრამ როგორც ეს პირქუში კომიქსები გვახსენებს, არაფერია მასზე უფრო მტანჯველი ამ სამყაროში. ამ ნახატების ავტორი არის ჯიპსი რეილი, მხატვარი, პოეტი, დრამატურგი პორტლენდიდან (ორეგონის შტატი, აშშ).
ალბათ, ამერიკელ მხატვარს და მწერალს ჯიპსი რეილის სიყვარულში ცუდი გამოცდილება აქვს, რის გამოც თავის პირქუშ კომიქსებს ხატავს. მისი ნახატები გვიჩვენებს, რა შეიძლება გამოიწვიოს სიყვარულმა და რას გულისხმობს ეს ყველაფერი. ზოგიერთი ნახატის მნიშვნელობის გაგება რთულია, თუმცა საჭირო არც არის, რადგან ზოგჯერ ეს არც არის შეყვარებულთა ქმედებებში. „ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ, რისთვისაც სიტყვები უბრალოდ არ მაქვს. როცა სწორ სიტყვებს ვერ ვარჩევ, ვცდილობ ვიპოვო ნახატი, რომელიც ამ სიჩუმეში ჩემს მაგივრად იმეტყველებს“ „ყველაფერი შთამაგონებს ჩემს გარშემო: ახლობლის გარდაცვალება, შფოთვა, გატეხილი გული, ძველი გალია, რომელიც სადღაც შემთხვევით დავინახე და შეგრძნებები, რომლებიც განვიცადე მძიმე სამუშაო დღეს“ „ხელოვნებით დავკავდი, რადგან გავიზარდე მიყრუებულ მთაში, სადაც სხვა არაფერი იყო გასაკეთებელი. მაშინ ძალიან მოწყენილი ვიყავი, რომ მეგობრები არ მყავდა, მაგრამ ახლა უკვე მივეჩვიე. ეს ჩემი ცხოვრების წესია“ - ამბობს ჯიპსი. ასევე დაგაინტერესებთ: ფოტოს და ილუსტრაციის შერწყმა: რობინ იაილას 35 კრეატიული ნამუშევარი იაპონელი მხატვრის გასაოცარი რეალისტური ნამუშევრები, რომელიც შიშისგან შეგაკრთობთ ჯოი გუიდონი და მისი 25 მწვავე ილუსტრაცია ჩვენი შეშლილი სამყაროს შესახებ „ჩემი გონების ოინები“ - ჰოლანდიელი მხატვრის შემაძრწუნებელი და უცნაური ნახატები 15 გესლიანი ილუსტრაცია, რომელიც ჩვენს რეალობას აღწერს 43 1-ს მოსწონს |