საზოგადოებრივი ჰიტლერი გერმანიას მართავდა, თუმცა ფიურერსაც ჰყავდა ხელმძღვანელი... 2 სექტემბერი, 8:41 1922 წ. 20 ნოემბერს მიუნხენში ტრუმენ სმიტი ჩავიდა, რომელიც გენერალური შტაბის ოფიცერი, დიპლომატი და ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო. მისი ბავარიაში ვიზიტის მიზანს, ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსთან შეხვედრა წარმოადგენდა. გერმანელმა პოლიტიკოსმა თავისი ორატორული ნიჭით სმიტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ებრაელთა მსოფლიო შეთქმულებაზე და უმაღლეს რასაზე საუბრობდა... მაგრამ, მთავარი ის იყო, რომ პირობას დებდა, რომ ამერიკულ ბიზნესს ფულის შოვნაში დაეხმარებოდა, ხოლო გერმანიაში «წითელ ჭირს» დაამარცხებდა... და რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდა პოლიტიკოსი, დიდი ამბიციებით, ადოლფ ჰიტლერი იყო. ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელს ჰიტლერისთვის საკუთარი მიზანი არ დაუმალავს – ეს სსრ კავშირის და კომუნიზმის განადგურება იყო... და თუ დაშიფრულ ტექსტს დავუჯერებთ, რომელიც შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონში გაიგზავნა, მომავალმა ფიურერმა, ამერიკელების შეთავაზება და თამაშის წესები, დიდი ენთუზიაზმით მიიღო. შეერთებულ შტატებში, ამ პროექტის განხორციელებაში, სხვადასხვა ძალები ჩაერთნენ, მათ შორის – ბიზნესმენები, ბანკირები და პოლიტიკოსები. ხოლო, თავისი კანცლერობის პირველივე დღეს, ჰიტლერმა ახალი პარლამენტის ფორმირება დაიწყო და რამდენიმე თვეში, გერმანიაში ნაცისტური დიქტატურა დაამყარა. თუმცა, ფიურერის დასავლელი სპონსორები ხვდებოდნენ, რომ მას, საბჭოთა კავშირთან ომისთვის, საკმარისი რესურსი არ ჰქონდა. ამიტომ, საჭირო იყო მისთვის ავსტრიის და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიების გადაცემა და ამასთან, გერმანულ ეკონომიკაში დიდი ინვესტიციების ჩადება. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკელები ჰიტლერს, ევროპის ტერიტორიებით, მილიონობით ახალწვეულით, სამხედრო ქარხნებით და სასარგებლო წიაღისეულით "კვებავდნენ". როგორც ისტორიკოსების ერთი ნაწილი თვლის, ლონდონი და ვაშინგტონი, ჰიტლერს, როგორც გრძელვადიან პროექტს განიხილავდა, რომელსაც სსრ კავშირი უნდა გაენადგურებინა, რადგან ეს უკანასკნელი, დასავლეთის კონტროლს არ ექვემდებარებოდა. ჰიტლერი არ ყოფილა გენიალური პოლიტიკოსი. ის გადაწყვეტილებებს თავადაც კი არ იღებდა – მას უბრალოდ ეუბნებოდნენ, რა უნდა გაეკეთებინა და რა შედეგს ელოდნენ მისგან... მაგრამ, 1939 წ. მან თამაშის წესების შეცვლა გადაწყვიტა და სსრ კავშირის პარტნიორი გახდა. გერმანიის ასეთი ინიციატივა, ნამდვილად არ შედიოდა მისი მეორე დასავლელი სპონსორების გეგმებში... და პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ, 1939 წლის 3 სექტემბერს, ინგლისმა გერმანიას ომი გამოუცხადა. ჰიტლერი ამას ნამდვილად არ ელოდა, რადგან ნაცისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიბენტროპი, მას არწმუნებდა, რომ ინგლისი ომში არ ჩაებმებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ჰიტლერი რომ არ წასულიყო პოლიტიკაში, მეორე მსოფლიო ომი მაინც იქნებოდა. უბრალოდ, მესამე რაიხს სხვა ადამიანი უხელმძღვანელებდა... არხის სხვა სიახლეები:* ფოტოები ვატიკანის არქივიდან – ნაცისტების მიერ, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე აღმოჩენილი არამიწიერი არტეფაქტები* ძველეგვიპტური პაპირუსი, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს* 2 ტორტი მოხარშული კრემით (მარტივი და გემრიელი)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ618 2-ს მოსწონს
|