x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137516
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
2 ტორტი მოხარშული კრემით (მარტივი და გემრიელი)

ხაჭოს ტორტი ტაფაზეimage


მასალა ცომისთვის:


კვერცხი - 1 ცალი
ხაჭო - 200 გრ.
შაქარი - 1 ჭიქა
ვანილინი
ფქვილი - დაახლოებით, 300 გრ.
სოდა - 1 ჩ. კ.


მასალა კრემისთვის:


რძე - 500 მლ.
კვერცხი - 1 ცალი
შაქარი 1 ჭიქა
ფქვილი - 3 ს. კ.
ვანილინი
კარაქი - 150 გრ.
ნიგოზი 150 გრ.


მომზადება:


1. მოამზადეთ კრემის საფუძველი: ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ფქვილი, დაამატეთ ვანილინი, დაასხით რძე და ათქვიფეთ > დადგით ნელ ცეცხლზე და იქამდე ხარშეთ, ვიდრე არ გასქელდება, თან სულ ურიეთ > გააგრილეთ.
2. ხაჭო და შაქარი ერთმანეთს შეურიეთ > დაამატეთ კვერცხი, ვანილინი, სოდა და თანდათანობით შეურიეთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი.
3. გაყავით ცომი 6 ან 8 ნაწილად, ტაფის ზომის მიხედვით > გააბრტყელეთ ფენები და ჩანგლით დაჩხვლიტეთ, რომ არ გაიბეროს > გამოაცხვეთ მშრალ და ცხელ ტაფაზე, ორივე მხრიდან, შეწითლებამდე > გააგრილეთ და ჩამოაჭერით უსწორმასწორო გვერდები.
4. ათქვიფეთ კარაქი მიქსერით > თანდათანობით დაამატეთ მოხარშული და გაციებული მასა.
5. კრემი წაუსვით ფენებს და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი (სურვილის შემთხვევაში) > ზემოდან და გვერდებზე მოაყარეთ ფენის ჩამოჭრილი ნაწილების ნაფხვენი.

6. გააჩერეთ 6 სთ. რომ ფენები კარგად გაიჟღინთოს კრემით და დარბილდეს.


ჰაეროვანი ტორტი მოხარშული კრემითimage


მასალა ცომისათვის:


წყალი - 180 მლ.
კარაქი - 100 გრ.
მარილი - 1 მწიკვი
ფქვილი - 200 გრ.
კვერცხი - 6 ცალი



მასალა კრემისთვის:


კვერცხის გული - 6 ცალი
შაქარი - 100 გრ.
სახამებელი - 60 გრ (პურის ფქვილი - 30 გრ.)
შაქრიანი ვანილინი - 2 შეკვრა
რძე - 400 მლ.
კარაქი - 200 გრ.


მომზადება:


1. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და კარაქი > როდესაც ადუღდება, დაუმატეთ ფქვილი და იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
2. ერთ თასში მოათავსეთ და ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი. მისი საერთო მასა 300 გრ. უნდა იყოს > ნაწილ-ნაწილ ჩაასხით ცომში კვერცხი და ყოველი ჩასხმის შემდეგ, კარგად ათქვიფეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ცომი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ > თუნუქის ფურცელზე საცხობი ქაღალდი მოათავსეთ და მთელ სიგრძეზე დახაზეთ წვრილი ხაზები.
4. ღუმელი გაახურეთ 220°C -ზე და შედგით გამზადებული ფირფიტა. 10 წთ. მანძილზე აცხეთ ამ ტემპერატურაზე, შემდეგ 180°C -მდე შეამცირეთ ტემპერატურა და აცხეთ კიდევ 25 წთ. > ღუმელიდან გამოღების შემდეგ, დაჭერით თანაბარ ნაწილებად.

5. აადუღეთ რძე > კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად > დაამატეთ სახამებელი და ისევ ათქვიფეთ > წვრილი ნაკადით დაასხით ცხელი რძე > დადგით ქვაბი ცეცხლზე, მორევა არ შეწყვიტოთ > ცხელ კრემს დაუმატეთ კარაქი და ვანილი > ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > გააციეთ.
6. ააწყეთ ტორტი: გაციებული ჩხირებით გააკეთეთ ტორტის I ფენა > წაუსვით კრემი > ზემოდან ააწყეთ მეორე ფენა (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კენკრაც ჩააყოლოთ) > წაუსვით ისევ კრემი და ა. შ. ზემოდან უნდა იყოს ჩხირების ფენა > გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფოტოები ვატიკანის არქივიდან – ნაცისტების მიერ, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე აღმოჩენილი არამიწიერი არტეფაქტები

* ძველეგვიპტური პაპირუსი, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს

* თუ რელიგიის ხაზს გავყვებით, შესაძლოა ადამიანი, მართლაც ვიღაცის მიერ იყოს შექმნილი – ადამიანის არამიწიერი გენები

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0